წამლის გარდაუვალი თანამოვლენა წამლის არასასურველი მოქმედება, რომელიც შეცდომის შედეგად კი არ ვითარდება, არამედ ასახავს წამლების თანმხლებ რისკს და რომლის თავიდან აცილება იმ მომენტისათვის არსებული ცოდნით შეუძლებელი იყო /Otero and Dominguez-Gil, 2000/
“წითელი ალამი” კლინიკურ რეკომენდაციებში “წითელი ალმებით” ანუ საგანგაშო ნიშნებით გამოყოფენ ისეთ კლინიკურ, ლაბორატორიულ ან სხვა მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექიმის დამატებით ქმედებებს და განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული არსებული ავადმყოფობის დამძიმება, ახალი სერიოზული ავადმყოფობა, ან ისეთი მდგომარეობა, რომელიც მოცემულ მომენტში “დღის წესრიგში” არ ყოფილა.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012