ქრონიკული ტკივილი

      გიორგი გეგელაშვილი

გავრცელება, ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენა და მკურნალობის მეთოდები  
ევროპული გამოკითხვის შედეგები  

   


Breivik H, Collett B, Ventafridda V, Cohen R, Gallacher D.
Survey of chronic pain in Europe: prevalence, impact on daily life, and treatment.
Eur J Pain. 2006 May;10(4):287-333.

კვლევის მიზანი  

მკვლევრებმა მიზნად დაისახეს გაერკვიათ ქრონიკული ტკივილის გავრცელება, სიძლიერე, ცხოვრებაზე ზეგავლენა და მიმოეხილათ მკურნალობის ძირითადი პრინციპები ევროპის 15 ქვეყანაში და ისრაელში.

კვლევის მეთოდი  

სრულწლოვანი ადამიანების (≥18წ) ფართომასშტაბიანი სატელეფონო სასკრინინგო გამოკითხვა და ჩაღრმავებული ინტერვიუ.

შედეგები  

46,394 რესპოდენტიდან 19%-მა განაცხადა, რომ აქვს ტკივილი, რომელიც:

1. გრძელდებოდა 6 თვეზე მეტი ხანი

2. აღინუსხებოდა ბოლო თვის განმავლობაში

3. ხშირი იყო ბოლო კვირის განმავლობაში და

4. სიძლიერე ბოლო დროს 5 ქულაზე მეტი იყო (10 ქულიანი სკალით). [1]

ქრონიკული ტკივილის მქონე 4839 რესპოდენტთან (≈300 ადამიანი თითო ქვეყნიდან) ჩაღრმავებულმა ინტერვიუმ აჩვენა შემდეგი მონაცემები:

ტკივილის დახასიათება

ზომიერი ტკივილი - 66%-ში (NRS = 5-7 ქულა)

ძლიერი ტკივილი - 34%-ში (NRS = 8-10 ქულა)

მუდმივი ტკივილი - 46%-ში

ხანგამოშვებითი ტკივილი - 54%-ში

59%-ში ტკივილის ხანგრძლივობა - 2-დან 15 წლამდე

დეპრესია და სოციალური უუნარობა

21%-ს დაუდგინდა ტკივილისაგან გამოწვეული დეპრესია

61%-ს შეზღუდული ჰქონდა ოჯახის გარეთ საქმიანობის შესაძლებლობა

19%-მა ტკივილის გამო დაკარგა სამსახური

13%-მა ტკივილის გამო შეიცვალა სამსახური

სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა

60%-მა ტკივილის გამო ბოლო 6 თვეში 2-9-ჯერ მიმართა მკურნალ ექიმს

მხოლოდ 2% მკურნალობდა ტკივილის მართვის სპეციალისტთან

მკურნალობის სახეობა და კმაყოფილება

1/3 არ მიმართავდა მედიკამენტურ მკურნალობას და ირჩია

მასაჟი - 30%-მა

ფიზიკური თერაპია - 21%-მა

აკუპუნქტურა - 13%-მა

მედიკამენტური თერაპიის მიმდევრების ნახევარი ღებულობდა ურეცეპტო [2] ტკივილგამაყუჩებლებს

ურეცეპტო არასტეროიდები - 55%-ში

პარაცეტამოლი - 43%-ში

სუსტი ოპიოიდები - 13%-ში

მედიკამენტური თერაპიის მიმდევრების 2/3 ღებულობდა რეცეპტით გასაცემ ტკივილგამაყუჩებლებს

არასტეროიდები - 44%-ში

სუსტი ოპიოიდები - 23%-ში

პარაცეტამოლი - 18%-ში

"კოქსები" [3]- 1-36%-ში

ძლიერი ოპიოიდები - 5%-ში

გამოკითხულთა 40% თვლიდა, რომ მათი მკურნალობა არაადეკვატურია.


დასკვნა  

კვლევამ აჩვენა საინტერესო განსხვავებები ქვეყნების მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ კულტურული თავისებურებებით და ტკივილის მართვის განსხვავებული ტრადიციებით უნდა იყოს განპირობებული.

ზომიერი და ძლიერი ინტენსივობის ქრონიკული ტკივილი აწუხებს ზრდასრული ევროპის მოსახლეობის 19%-ს, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე: უზღუდავს სოციალურ აქტივობას და მუშაობის შესაძლებლობას.

მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი მკურნალობს ტკივილის მართვის სპეციალისტთან და მათგან დაახლოებით ნახევარი უკმაყოფილოა მკურნალობით.

მიუხედავად 16 ქვეყანაში ნანახი განსხვავებებისა, კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული ტკივილი დიდი პრობლემაა მთლიანად ევროპისთვის და საჭიროა ამ საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა.

 


[1] Numeric Rating Scale (NRS) (1 = no pain, 10 = worst pain imaginable)

[2] 'over the counter' (OTC)

[3] ცოგ-2 ინჰიბიტორები - COX-2 inhibitors

  Copyright 2012