თავის ტკივილის ეპიდემიოლოგია

      გიორგი გეგელაშვილი

ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია თავის ტკივილი. იგი შეიძლება პირველადი ან მეორადი იყოს. პირველადი თავის ტკივილი თავად ავადმყოფობაა და არ არის გამოწვეული რაიმე გამოაშკარავებული ორგანული პათოლოგიით ან ნერვული სისტემის სტრუქტურული დაზიანებით. დიაგნოზი ხშირად მხოლოდ პაციენტის კონსულტაციით ისმება. დამატებითი გამოკვლევები საჭიროა მეორად თავის ტკივილზე ეჭვის მიტანისას. მეორადი თავის ტკივილი ინფექციას, ტრავმას, მედიკამენტების ან სუბსტანციების მიღებას, უამრავ სხვა მსუბუქ თუ რთულ ავადმყოფობას და ავადმყოფურ მდგომარეობას ახლავს თან.

 

თავის ტკივილი სამედიცინო პრაქტიკაში  

ზოგადი პრაქტიკის ექიმები (77%-ში) და ნევროლოგები (74%-ში) თავის ტკივილის დროს ყველაზე ხშირად სამ დიაგნოზს სვამენ [WHO – Lifting The Burden, 2011] [1]:

დაძაბული ტიპის თავის ტკივილი

ზოგადი პრაქტიკის ექიმები – 35%

ნევროლოგები – 23%

შაკიკი

ზოგადი პრაქტიკის ექიმები – 30%

ნევროლოგები – 34%

დაძაბული ტიპის თავის ტკივილი  და შაკიკი (ორივე ერთდროულად)

ზოგადი პრაქტიკის ექიმები – 12%

ნევროლოგები – 17%.


პირველადი თავის ტკივილების "სამეულს" მოსდევს:

მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის  ტკივილი

ზოგადი პრაქტიკის ექიმები – 6%

ნევროლოგები – 9%

სხვა მეორადი თავის ტკივილი

ზოგადი პრაქტიკის ექიმები – 7%

ნევროლოგები – 9%

სხვა პირველადი თავის ტკივილი

ზოგადი პრაქტიკის ექიმები – 5%

ნევროლოგები – 6%

ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი

ზოგადი პრაქტიკის ექიმები – 4%

ნევროლოგები – 2%



თავის ტკივილის გავრცელება  

საქართველოს მოსახლეობის (18-65წ) ნახევარზე მეტს წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 7.6%-ს ყოველთვიურად ≥15 დღე აწუხებს თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი მონაცემი მეტად საგანგაშოა, რადგან იგი 1.9-2.3-ჯერ აჭარბებს საშუალო ამერიკულ (4%) და ევროპულ (3,3%) ანალოგიურ მაჩვენებელს. [2]

 

ლიტერატურა  

1. Atlas of headache disorders and resources in the world 2011. A collaborative project of World Health Organization and Lifting The Burden © World Health Organization 2011.
2. Katsarava Z, Dzagnidze A, Kukava M, Mirvelashvili E, Djibuti M, Janelidze M, Jensen R, Stovner L J, Steiner T J, Primary headache disorders in the Republic of Georgia: prevalence and risk factors. Neurology 2009;73(21):1796-803.

  Copyright 2012