სინაფსური ტრანსმისია

       კახაბერ ჭელიძე

ნოციცეპტიური ინფორმაციის (მოქმედების პოტენციალი) გადაცემა პირველიდან მეორე ნეირონისკენ ხორციელდება აღმგზნები ნეიროტრანსმიტერების მეშვეობით.


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სინაფსური ტრანსმიტერი პირველად აფერენტულ ნოციცეპტიურ ბოჭკოვან სისტემაში არის აგზნებითი ამინომჟავა გლუტამატი.


პერიფერიიდან მომავალი იმპულსები განაპირობებენ ნეიროტრანსმიტერების (გლუტამატი) გამოთავისუფლებას.


ნოციცეპტიური იმპულსის გახანგრძლივების შემთხვევაში აქტივობა ძლიერდება სხვადასხვა სუბსტანციების გამოთვისუფლების მეშვეობით:


სუბსტანცია P

ნეიროკინინი A

კალციტონინის გენტან შეჭიდული პეპტიდი - CGRP


ნეიროტრანსმიტერების შებოჭვა ხდება პოსტსინაფსური რეცეპტორების (AMPA, NMDA და მეტაბოტროპული რეცეპტორები) მიერ და წარმოიქმნება მოქმედების პოტენციალი, რომელიც გადაეცემა თავის ტვინში ნოციცეპტიური მაპროეცირებელი ნეირონების მეშვეობით.

 


სურათებზე: სინაფსური ტრანსმისია

  Copyright 2012