აქტივაციის შემასუსტებელი სუბსტანციები
კახა ჭელიძე
აქტივაციურ/სენსიტიზაციური მექანიზმების გარდა არსებობს საპირისპირო, მაინჰიბირებელი მექანიზმებიც.
ენდოგენური ინჰიბიცია ძირითადად ხორციელდება პერიფერიული ოპიოიდური რეცეპტორების მეშვეობით. ანთების დროს იზრდება ოპიოიდური რეცეპტორების აქსონური ტრანსპორტი პერიფერიაზე, სადაც ისინი განლაგდებიან ნოციცეპტურ დაბოლოებებზე. ამ რეცეპტორების მეშვეობით როგორც ენდორფინებს (ლოკალური იმუნური უჯრედების მიერ წარმოქმნილი), ასევე თერაპიული მიზნით შეყვანილ ოპიოიდებს შესწევთ უნარი შეაფერხონ ნოციცეპტორების სენსიტიზაცია.
|