| გულმკერდის მიდამოში მწვავე ტკივილის ძირითადი მიზეზების ტიპური კლინიკური მახასიათებლები  | 
   
     | პათოლოგია | ტკივილის 
            ხანგრძლივობა
 | ტკივილის დახასიათება | ტკივილის 
            მდებარეობა
 | ტკივილის აღმოცენების პირობები და თანმხლები სიმპტომები | 
   
     | სტაბილური 
          სტენოკარდია
 | 2-20 წთ | ზეწოლა, შებოჭილობა, მოჭერა, სიმძიმე, წვა | რეტროსტერნული, ხშირად ირადიაციით კისერში, ყბაში, ბეჭში, მხარში (უხშირესად მარცხნივ) ან ეპიგასტრიუმის არეში | ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, სიცივე | 
   
     | არატსაბილური სტენოკარდია | 10-20 წთ | სტაბილური სტენოკარდიის მსგავსი, ზოგჯერ უფრო ძლიერი ინტენსივობის | სტაბილური სტენოკარდიის მსგავსი | სტაბილური სტენოკარდიასთან შედარებით გაცილებით დაბალი ინტენსივობის დატვირთვა ან მოსვენების მდგომარეობა | 
   
     | მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი | ცვლადი; უხშირესად >30 წთ | სტაბილური სტენოკარდიის მსგავსი, ზოგჯერ უფრო ძლიერი ინტენსივობის | სტაბილური სტენოკარდიის მსგავსი | არ იხსნება ნიტროგლიცერინით. შეიძლება ახლდეს გულის უკმარისობა ან არიტმია | 
   
     | აორტის სტენოზი | სტაბილური სტენოკარდიის მსგავსი რეკურენტული ეპიზოდები | სტენოკარდიის მსგავსი | სტენოკარდიის მსგავსი | გვიანპიკური შუილი კაროტიდების მიმართულებით ირადიაციით | 
   
     | პერიკარდიტი | საათები ან დღეები; შეიძლება იყოს ეპიზოდური | მკვეთრი | რესტროსტერნული ან გულის მწვერვალის მიმართულებით; შესაძლებელია იარდიაცია მარცხენა ბეჭში | შეიძლება შემცირდეს წინ გადახრილი ჯდომისას. მოისმინება პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა  | 
   
     | აორტის განშრევება | უეცარი დასაწყისი | დანის ჩაცემის მსგავსი; გაგლეჯის მსგავსი | გულმკერდის წინა ნაწილში, ირადიაციით ზურგში, ბეჭებს შორის | ასოცირებული ჰიპერტენზიასთან ან/და შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიასთან (მაგ., მარფანის სინდრომი). აორტის სარქვლის უკმარისობისთვის დამახასიათებელი შუილი, პერიკარდიუმის ხახუნი, პერიკარდიუმის ტამპონადა ან პერიფერიული პულსის გაქრობა | 
   
     | ფილტვის ემბოლია | უეცარი დასაწყისი. ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე | პლევრული | ხშირად ლატერალური, ემბოლიის მხარეს | ქოშინი, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია | 
   
     | პულმონური ჰიპერტენზია | ცვლადი | ზეწოლა | სუბსტერნული | ქოშინი, ვენური ჰიპერტენზიის ნიშნები შეშუპებისა და საუღლე ვენების შებერვის ჩათვლით | 
   
     | პლევრიტი/ 
          პლევროპნევმონია
 | ცვლადი  | პლევრული | უნილატერალური, ხშირად ლოკალიზებული | ქოშინი, ხველა, ცხელება, ხიხინი, პლევრის ხახუნის ხმიანობა | 
   
     | სპონტანური პნევმოთორაქსი | უეცარი დასაწყისი. ხანგრძლივობა რამდენიმე საათი | პლევრული | ლატერალური, პნევმოთორაქსის მხარეს | ქოშინი, სუნთქვითი ხმიანობის მკვეთრი შესუსტება ან გაქრობა პნევმოთორაქსის მხარეს | 
   
     | გასტროეზოფაგური 
          რეფლუქსი
 | 10-60 წთ | წვა | სუბსტერნული, ეპიგასტრული | უარესდება საკვების მიღების შემდგომ დაწოლისას მცირდება ანტაციდების მიღებისას | 
   
     | ეზოფაგოსპაზმი | 2-30 წთ | ზეწოლა, შებოჭილობა, წვა | რეტროსტერნული | იძლევა სტენოკარდიის იმიტაციას | 
   
     | პეპტიკური წყლული | გახანგრძლივებული | წვა | ეპიგასტრული, სუბსტერნული | დაკავშირებულია საკვების მიღებასთან („მშიერი ან მაძღარი ტკივილი“). იხსნება ან მცირდება ანტაციდებისა და ანტისეკრეტორული საშუალებების მიღების შემდეგ | 
   
     | ნაღვლის ბუშტის 
          დაავადებები
 | გახანგრძლივებული | წვა, ზეწოლა | ეპიგასტრული, მარჯვენა ზედა კვადრანტი, სუბსტერნული | შეიძლება აღმოცენდეს საკვების მიღების შემდეგ | 
   
     | ძვალ-კუნთოვანი 
          დაავადებები
 | ცვლადი | დუნე, ყრუ, შემაღონებელი | ცვლადი | ძლიერდება მოძრაობისას და ლოკალური ზეწოლისას  | 
   
     | სარტყლისებრი 
          სირსველი
 (ჰერპეს ზოსტერი)
 | ცვლადი | მწვავე ან მწველი | დერმატომული განაწილება | მტკივნეულ არეში ბუშტუკოვანი (ვეზიკულური) გამონაყარი | 
   
     | ემოციური და 
          ფსიქიატრიული
 მდგომარეობები
 | ცვლადი | ცვლადი | ცვლადი; შესაძლებელია რეტროსტერნული | სიმპტომების აღმოცენებას შეიძლება ხელი შეუწყოს სიტუაციურმა ფაქტორებმა შფოთვა და დეპრესია |