|
|
რექსედის ზონები კახაბერ ჭელიძე ცენტრალური ნერვული დაბოლოებები უკანა რქაში ფუნქციისა და ასოცირებული ველის მიხედვით განთავსებულნი არიან რექსედის ზონებში[1] ანუ ფენებში: ნოციცეპტიური ნეირონები I ზონა II ზონა V ზონა არანოციცეპტიური, ტაქტილური ნეირონები IV ზონა V ზონა ინტერნეირონები II ზონა ჟელატინისებრი სუბსტანცია.
სურათზე: რექსედის 10 ზონის და ნეირონული ბირთვების არქიტექტონიკა - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება
I ზონაში ნეირონები აქტივირდება მხოლოდ Aδ და C-ბოჭკოებიდან (ნოციცეპტიურ-სპეციფიკური - NS ნეირონები), ხოლო IV და V ზონებში - ასევე Aβ-ბოჭკოებიდანაც (ფართო დინამიკური დიაპაზონის - WDR ნეირონები). ამას გარდა, ინტერნეირონთა გარკვეული ნაწილი ჩართულია ნეირონებთან სეგმენტურ და ვერტიკალურ კავშირებში და ქმნის კომპლექსურ ქსელს.
სურათზე: რექსედის 6 ზონის და ბოჭკოების არქიტექტონიკა - ზურგის ტვინის უკანა რქა.
[1] ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების უჯრედული სტრუქტურის მიხედვით დაყოფილ 10 ფენას მისი აღმწერელის შვედელი ნეირომეცნიერის Bror Rexed (1914 - 2002) საპატივცემულოდ რექსედის ზონები (I-X) ეწოდება. |
|