მტკივნეული ნეიროპათიის ტვირთი საქართველოში: ზოგიერთი კომპონენტის მარტივი გამოთვლის მცდელობა

      გიორგი გეგელაშვილი, 2010 წელი

მტკივნეული ნეიროპათიით დაავადებული ადამიანების რაოდენობა საქართველოში  
ექსტრაპოლაციური გამოთვლა  

ეპიდემიოლოგიური მონაცემების არარსებობის გამო უნდა ავიღოთ ლოგიკური და ემპირიული მეთოდით გამოთვლილი რიცხვი.

ექსტრაპოლაციისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ევროპული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები. ამ კვლევებით, ნებისმიერ მოცემულ მომენტში, მტკივნეული ნეიროპათიით დაავადებული უნდა იყოს 50-დან ერთი ადამიანი. ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი შესაცვლელია რამდენიმე მიზეზის გამო:

1. გერიატრიული კონტინგენტის სიმცირე
 
1.1.
ტკივნეული ნეიროპათია მკვეთრად იზრდება ხანდაზმულობის კვალდაკვალ.
 
1.2.
საქართველოში კი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი 2008 წლის მონაცემებით შეადგენდა 71,55წ-ს. ეს ციფრი რამდენადმე მაღალია იმავე წელს მსოფლიოს (68.95წ.) და განვითარებადი ქვეყნების (67.82წ.) საშუალო მაჩვენებლებზე, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების დონეს (80.73წ.).
2.
მტკივნეული ნეიროპათიის გამოვლინების სიმცირე
 
2.1.
პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების სიმცირე
 
2.2.
სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის სიმცირე
 
 
2.2.1.
საქართველოში ჯანდაცვის დაფინასების ძირითადი წყარო მოსახლეობის კერძო დანახარჯებია.
 
 
2.2.2.
ბოლო წლებში აბსოლუტური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, სახელმწიფო ხარჯების წილი ჯერ კიდევ მოკრძალებულია.
 
 
2.2.3.
2000წ სახელმწიფომ ჯანდაცვისთვის 1 სულზე დახარჯა 26 საერთაშორისო $ [1], ხოლო 2006 წელს 73 (2.8-ჯერ მეტი); ამ მაჩვენებლით 2006წ საქართველო გაუთანაბრდა საშუალოზე დაბალ შემოსავლიან ქვეყნებს, თუმცა 17.8-ჯერ ჩამორჩებოდა ევროპას. [2]
 
 
2.2.4.
ევროპის რეგიონში ჯიბიდან გადახდის საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ტაჯიკეთის შემდეგ (73%). [3]

თუ პირობით შესწორების კოეფიციენტად შემოვიღებთ - 1:2, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ნებისმიერ მოცემულ მომენტში მტკივნეული ნეიროპათიით დაავადებული გამოვლენილი პაციენტი უნდა იყოს 100-დან ერთი. თუ ვივარაუდებთ, რომ საქართველოში რეალურად უნდა ცხოვრობდეს ოთხ მილიონამდე ადამიანი, მტკივნეული ნეიროპათიით დაავადებული უნდა იყოს, სულ მცირე, 35-40 ათასი ადამიანი.

დასკვნა:
საქართველოში მტკივნეული ნეიროპათიით დაავადებული უნდა იყოს, სულ მცირე, 35-40 ათასი ადამიანი.

 

ქრონიკული ტკივილის პირდაპირი სამკურნალო დანახარჯები საქართველოში  
სამკურნალო დანახარჯების გამოთვლა  

1. დანახარჯები ძლიერი/შეუპოვარი პერიფერიული ნეიროპატიული ტკივილის მედიკამენტურ მკურნალობაზე ტიპური მედიკამენტების მაგალითზე

ფარმაკოლოგიური
ჯგუფი
წამლის
საერთაშორისო
დასახელება
წამლის
კომერციული
დასახელება
დოზა/
მგ
რაო-
დენობა
ფასი ერთ
თვეზე
დანა-
ხარჯი/
მინ
ერთ
თვეზე
დანა-
ხარჯი/
მაქს
მინ მაქს
ანტი-
დეპრესიული
საშუალებები
Amitriptyline  ამიტრიპტილინი 25 50 2.75 2 6 2  
Venlafaxine ვენლაქსორი 37,5 30 27.35 28 56  
 
Venlafaxine ვენლაქსორი 75 30 50.35 50 100  
100
ანტი-
კონვულსიური
საშუალებები
Carbamazepine გენერიკი 200 50 5.03 15 20 15  
Carbamazepine ტეგრეტოლი
რეტარდი
400 50 20.24 20 50  
 
Gabapentin გაბაგამა 400 50 81.97 150 300  
 
Pregabalin  ლირიკა 150 1 3.17 190 380  
380
არაოპიოიდური
ტკივილის
გამაყუჩებლები
("ფეინ ქილერები")
Paracetamol გენერიკი
(3-8 ტაბ/დ)
500 10 0.4 3.6 10 3.6  
Paracetamol პანადოლი
(3-8 ტაბ/დ)
500 12 1.1 8.25 22  
 
Naproxen აქსენ ფორტე
(1-2 ტაბ/დ)
550 10 17.35 52 104  
104
Etodolac ეტოდინი ფორტე
(1-3 ტაბ/დ)
400 28 32.45 33 99  
 
მინიმალური და მაქსიმალური ყოველთვიური დანახარჯები მედიკამენტებზე 21 489

მკურნალობა ჩვეულებრივ მიმდინარეობს 3 წამლით: ანტიდეპრესიული საშუალება + ანტიკონვულსიური საშუალება + ტკივილის გამაყუჩებლები

მინიმალური დანახარჯი მედიკამენტებზე იაფი საშუალებებით და მცირე დოზებით: 2 + 15 + 4 = 21 ლარი მაქსიმალური დანახარჯი მედიკამენტებზე თანამედროვე საშუალებებით და საშუალო/მაღალი დოზებით: 15 + 380 + 104 = 489 ლარი

2. ფსიქოთერაპია

მომსახურეობის დასახელება ერთეულის ფასი თვიური დანახარჯი მინ თვიური დანახარჯი მაქს
დაბალკვალიფიციური
ფსიქოთერაპევტი
20 100 200
მაღალლკვალიფიციური
ფსიქოთერაპევტი
50 250 500

3. ფიზიოთერაპია

მომსახურეობის დასახელება ერთეულის ფასი თვიური დანახარჯი მინ თვიური დანახარჯი მაქს
დაბალტექნოლოგიური
ფიზიოთერაპია
10 50 100
მაღალლტექნოლოგიური
ფიზიოთერაპია
15 75 150
მაღალტექნოლოგიური
ფიზიოთერაპია
2 მეთოდით
30 150 300

4. ექიმის კონსულტაცია

მომსახურეობის დასახელება ერთეულის ფასი თვიური დანახარჯი მინ თვიური დანახარჯი მაქს
გამოუცდელი
ექიმი
20 20 40
გამოცდილი
ექიმი
30 30 60
მაღალი
კატეგორიის
ექიმი
50 50 100

 

ქრონიკული არასიმსივნური ტკივილის მართვის ძირითადი თავისებურებები საქართველოში  

ცოდნის დეფიციტი

უწყებრივი ნების არარსებობა

სამედიცინო სერვისების უკიდურესი დანაწევრებულობა

საზოგადოების ინფორმირებულობის დეფიციტი

ტკივილის კლინიკების არარსებობა.

 

ტკივილის მართვის ცნობიერების ასამაღლებელი მეთოდები  

ფლაერი

ბუკლეტი

პრეზენტაცია

ლექცია

სემინარი

ტრენინგი

საერთაშორისო ტრენინგი (მაგ., ბრიტანეთის ტკივილის საზოგადოების საერთაშორისო ლექტორების მონაწილეობით).

 

დასკვნა  

ყოველთვიური პირდაპირი დანახარჯები მინიმუმი 1 + 2 + 3 + 4 (21+ 100 + 50+ 20) = 191 ლარი

ყოველთვიური პირდაპირი დანახარჯები მაქსიმუმი 1 + 2 + 3 + 4 (489 + 500 + 300 + 100) = 1389 ლარი

ყოველთვიური პირდაპირი დანახარჯები უმწეოთათვის არასრულყოფილად დაფინანსებული სერვისების შემთხვევაში შეიძლება იყოს 1 + 2 (არ ფინანსდება) + 3 (ფინანსდება) + 3 (შეიძლება დაფინანსდეს ნაწილობრივ) + 4 (ფინანსდება) = 21-დან 71 ლარამდე (21 + 50).

 

ილუსტრაციები  

სურათი 1



სურათი 2



სურათი 3



სურათი 4



სურათი 5



სურათი 6



ლიტერატურა  

[1] PPP int. $ - საერთაშორისო დოლარის ექვივალენტი მსყიდველობისუნარიანობის პარიტეტულ ერთეულებში.
[2] World health statistics 2009. © World Health Organization 2009, pp.: 111, 117.
[3] The European health

  Copyright 2012