ხვრინვა და ძილის აპნოე.
ეპიზოდური ფორმების ქრონიკულად გარდასახვის პროცესს სავარაუდოდ
ნეიროპლასტიკურობის ცვლილება და
ცენტრალური სენსიტიზაცია უნდა წარმართავდეს. [3]
დიაგნოზი ისმება კლინიკური გასინჯვის შედეგად.
ტკივილი გვხვდება
შუბლში
საფეთქლებში
ხშირად მთელ თავს მოიცავს
არაიშვიათად ტკივილი "მოგზაურობს" (იცვლის ადგილმდებარეობას)
ზოგჯერ ვრცელდება კისრისკენ ან მისგან მომდინარეობს
მდებარეობით ორმხრივია
ხასიათით - მოჭერითი ან დამწოლია
ინტენსივობით - მსუბუქი ან ზომიერია
შაკიკისგან განსხვავებით:
არა აქვს წინმსწრები სიმპტომები და აურა
ტკივილს არ აძლიერებს ფიზიკური აქტივობა
არ ახლავს გულისრევა და ალოდინია
არ ახასიათებს ძლიერი სინათლის და ხმაურის აუტანლობა ერთდროულად.
ტკივილი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
კლინიკური ცვალებადობის და სპეციფიკური ნიშნების არარსებობის გამო დიაგნოზი ძირითადად დედუქციურია.
კლინიკური ფორმები – ICDH-II |
|
არახშირი ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
30 წუთიდან 7 დღემდე გრძელდება
შესაძლოა განვითარდეს თვეში ერთხელ; ≤11 ეპიზოდი წელიწადში.
ხშირი ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
30 წუთიდან 7 დღემდე გრძელდება
ტკივილიანი დღეები: თვეში 1-15 დღე (≥3 თვის განმავლობაში), წელიწადში 12-180 დღე.
ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
ტკივილიანი დღეები: თვეში ≥15 დღე (≥3 თვის განმავლობაში), წელიწადში ≥180 დღე
შესაძლოა მსუბუქი გულისრევა.
მართვის მთავარი ინსტრუმენტებია:
პაციენტის გამხნევება
პრობლემის დეზაქტუალიზაცია
სტრესის მართვა
ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.
თავის ტკივილი ხშირად ადვილად იხსნება მარტივი ტკივილგამაყუჩებლებით. დამოკიდებულების ადვილად აღმოცენების გამო კომბინირებული (განსაკუთრებით ოპიოიდების და ბარბიტურატების შემცველი) პრეპარატები არარეკომენდებულია.
ტკივილგამაყუჩებლების გაზრდილი მოხმარების და გაჭიანურებული, ხშირი, შეუპოვარი ფორმების დროს სასურველია არაფარმაკოლოგიური (ფსიქო ფიზიოლოგიური, კოგნიტურ-ბიჰევიორული, ფიზიკური) მეთოდების პრევენციულ ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან შეუღლება.
აუცილებელია თანმხლები დეპრესიის, შფოთვის, ემოციური დარღვევების, უძილობის გამოვლენა და მკურნალობა.
[1]
WHO- Lifting The Burden, 2011. // Katsarava et al, 2009.
[2]
Fumal A, Schoenen J. Tension-type headache: current research and clinical management. Lancet Neurol. Jan 2008;7(1):70-83.
[3]
Bendtsen L. Central sensiti zati on in tension-type headache--possible pathophysiological mechanisms. Cephalalgia. Jun 2000;20(5):486-508