ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი Chronic Daily Headache

      გიორგი გეგელაშვილი

პრობლემის მიმოხილვა  

საქართველოს მოსახლეობის (18-65წ) ნახევარზე მეტს წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 7.6%-ს ყოველთვიურად ≥15 დღე აწუხებს თავის ტკივილი. [1] ეს უკანასკნელი მონაცემი მეტად საგანგაშოა, რადგან იგი 1.9-2.3-ჯერ აჭარბებს საშუალო ამერიკულ (4%) და ევროპულ (3,3%) ანალოგიურ მაჩვენებელს. [2]


გახანგრძლივებული ტკივილის თანმხლები მოვლენებია:

ძილის დარღვევა

მოთენთილობა

შრომის და კონცენტრაციის უნარების დაქვეითება

შფოთვა

დეპრესია

მადის შეცვლა


სამედიცინო წრეების და პაციენტების არასწორი წარმოდგენები გაჭიანურებული და ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის შესახებ იწვევს დიაგნოსტიკური და სამკურნალო დანახარჯების გაუმართლებელ ზრდას, რაც დიდ ტვირთად აწვება საზოგადოებას.


სინდრომი ”ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი” აერთიანებს გაჭიანურებული თავის ტკივილით (≥15 დღე ≥3 თვის განმავლობაში) მიმდინარე ავადმყოფობებს.


ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის არსებობისას აუცილებელია მეორადი მიზეზების გამორიცხვა კლინიკური, ლაბორატორიული და/ან ინსტრუმენტული მეთოდებით.


გამოკვლევის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ნეიროგამოსახვა. ნეიროგამოსახვის მეთოდების და რეჟიმების შერჩევა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და კლინიკურ სიმპტომოკომლექსზე. საერთო ჯამში MRI უფრო ინფორმაციულია, ვიდრე CT.



ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი: გამომწვევი მიზეზები [3]  
ამერიკის ნევროლოგთა აკადემიის კლასიფიკაცია, 2011  
პირველადი ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი  

თავის ტკივილის ხანმოკლე ეპიზოდები (დღეში 4 საათზე ნაკლები ან ოდნავ მეტი ხანგრძლივობით)

ავტონომიური ცეფალალგიები

ქრონიკული ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი – CCH

ქრონიკული პაროქსიზმული ჰემიკრანია – CPH

ხანმოკლე ცალმხრივი ნეიროალგიული თავის ტკივილი თვალის სიწითლით და ცრემლდენით – SUNCT

ხანმოკლე ცალმხრივი ნეიროალგიული თავის ტკივილი ავტონომიური ნიშნებით – SUNA

არა თვალის სიწითლით და ცრემლდენით 

ძილის თავის ტკივილი – HH

თავის ტკივილის ხანგრძლივი ეპიზოდები

ქრონიკული შაკიკი - CM

ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი – CTTH

ახალი ყოველდღიური უწყვეტი თავის ტკივილი – NDPH

ხანგრძლივი ჰემიკრანია – hemicrania continua – HC


მეორადი ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი  

მედიკამენტური

მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილი – MOH

თავის ტკივილი, როგორც მედიკამენტების გვერდითი მოვლენა

ტრავმის შემდგომი

თავის ტრავმასთან დაკავშირებული თავის ტკივილი

კისრის დაზიანებასთან და "შოლტის გადაკვრასთან" დაკავშირებული თავის ტკივილი

ქალასშიდა წნევის ცვლილებით მიმდინარე ავადმყოფობები

ქალასშიდა წნევის მომატება

თავის ტვინის პირველადი ან მეორადი სიმსივნე

მიზეზდაუდგენელი ქალასშიდა წნევის მომატება

ჰიდროცეფალია

ქალასშიდა წნევის დაქვეითება

თავ-ზურგტვინის სითხის ჟონვა ქალასშიდა წნევის დაქვეითებით

ლუმბალური პუნქციის შემდგომი თავის ტკივილი

ზოგიერთი ავტორის აზრით წნევის დაქვეითება არ ითვლება ერთადერთ ან მთავარ მიზეზად.

სტრუქტურული

კისრის და თავ-კისრის მიოფასციური ტკივილთან დაკავშირებული თავის ტკივილი

ქვედა ყბა-საფეთქელის სახსრის (TMJ) და კბილის ავადმყოფობასთან დაკავშირებული თავის ტკივილი

კრანიული ნევრალგიები

სამწვერა ნერვის ნევრალგია

კეფის ნერვის ნევრალგია

სისხლძარღვოვანი

სუბდურული ჰემატომა

გიგანტურ-უჯრედული არტერიიტი

იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტი

ვენური სინუსის თრომბოზი

არტერიის განშრევება

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

ინფექციური

მენინგიტი

ტუბერკულოზური

სოკოვანი

პარაზიტული

რინოსინუსიტი (სფენოიდური სინუსიტი)

მეტაბოლური

ჟანგბადის და ნახშირორჟანგის შემცველობის ცვლილება სისხლში

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ჰიპოქსია

ნახშირორჟანგის მომატება - hypercarbia

ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია

ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობები.

 

ლიტერატურა  

[1] Katsarava Z, Dzagnidze A, Kukava M, Mirvelashvili E, Djibuti M, Janelidze M, Jensen R, Stovner L J, Steiner T J, Primary headache disorders in the Republic of Georgia: prevalence and risk factors. Neurology 2009;73(21):1796-803.
[2] Atlas of headache disorders and resources in the world 2011. A collaborative project of World Health Organization and  Lifting The Burden © World Health Organization 2011.
[3] Halker RB, Hastriter EV, Dodick DW. Approach to a Challenging Problem Chronic Daily Headache : An Evidence-Based and Systematic. Neurology. 2011;76; S37.

  Copyright 2012