ქერქული პერცეფცია

      კახაბერ ჭელიძე

ტკივილის შეგრძნება/შეფასებაში მონაწილე თავის ტვინის სტრუქტურები ორ - ლატერალურ და მედიალურ რეგიონად იყოფა.

ლატერალური რეგიონი  

რექსედის I, II და IV ზონებიდან დაწყებული ლატერალური სპინოთალამური ტრაქტის ბოჭკოები თავს იყრიან თალამუსის ვენტრობაზალურ ბირთვში. აქედან გადაცემა ხდება მესამე რიგის ნეირონებზე, რომლის ბოჭკოები პირდაპირ მიერმართებიან სომატოსენსორული ქერქის S1 და S2 საპროექციო არეებისკენ, სადაც განთავსებულია თხელი სომატოტროპული სტრუქტურა თავდაღმა დაკიდებული ვირტუალური ”კაცუნას” („ჰომუნუკულუსის“) სახით.

ლატერალური სპინოთალამური ტრაქტის ძირითადი ფუნქცია ტკივილის აღქმა და ტკივილის სტიმულების დიფერენციაციაა.
მედიალური რეგიონი  

რექსედის I და II ზონებიდან დაწყებული მედიალური სპინოთალამური ტრაქტის ბოჭკოები თავს იყრიან თალამუსის მედიალურ ბირთვსა და შუა ტვინის რეტიკულურ ფორმაციაში. ისინი პროეცირდებიან თავის ტვინის შემდეგ სტრუქტურებში:

შუბლის წილი

ინსულა

ქერქი

ლიმბური სისტემა

ქერქქვეშა ბირთვები

ამიგდალა

ქერქის სტრუქტურები

სარტყლის ხვეულის წინა ნაწილი.

მედიალური სპინოთალამური ტრაქტის ფუნქცია ტკივილის შეფასება და ემოციური რეაქციაა.

 

  Copyright 2012