|
გერიატრიული ტკივილი კახაბერ ჭელიძე ადამიანის დაბერება ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესია, მაგრამ ის არ გახლავთ ავადმყოფობის უეჭველობის ტოლფასი განსაზღვრება. ხანდაზმულობა თავისთავად უცილობლად არ გულისხმობს ავადმყოფობის არსებობას, თუმცა კი ამ ასაკობრივ კატეგორიაში ხშირია ქრონიკული ავადმყოფობები. მათი დიდი ნაწილი ტკივილითაა თანხლებული.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ და შობადობის დაქვეითებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პოპულაციის სტრუქტურა მსოფლიოში. 60 წელს გადაცილებულ პირთა რაოდენობა 2002 წლისთვის შეადგენდა 10%-ს, ხოლო 80 წელზე უფრო ხანდაზმულებისა კი - 12%-ს. 2050 წლისთვის ნავარაუდევია აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა, შესაბამისად 21% და 19%-მდე.
ხანდაზმულებს შორის ქრონიკული ტკივილის გავრცელება 50%-ს შეადგენს. განსხვავებული მაჩვენებელი გვაქვს მოხუცებულთა თავშესაფრების მკვიდრთა შორის. აქ ის 80%-ია. [1] [2]
ძვალ-სახსროვანი ავადმყოფობები: ბარძაყისა და მუხლის ოსტეოართრიტი ხერხემლის დეგენერაციული ავადმყოფობები ოსტეოპოროზი. ნეიროპათიები: პოლინეიროპათიები ჰერპესული ნევრალგია სამწვერა ნევრალგია ფანტომური ტკივილი. ტკივილის ფორმები ხანდაზმულებში (≥70წ) [3]
ხანდაზმულებში, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, გაცილებით მაღალია ფუნქციისა და სოციალური აქტივობის დარღვევის რისკი, რაც თავისთავად გულისხმობს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და სოციალური მარტოობის რისკის მაღალ ალბათობას.
დიდი ბიოლოგიური ასაკი და არა კალენდარული ასაკი მრავალი დაავადების თანაარსებობა მულტიმორბიდობა მრავალი მედიკამენტის გამოყენების აუცილებლობა პოლიპრაგმაზია ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითება სოციალური მარტოობა.
[1] Helme RD, Gibson SJ. The epidemiology of pain in elderly people. Clin Geriatr Med 2001;17:417-431. [2] Ferrel BA. Pain evaluation and management in the nursing home. Ann Intern Med 1995;123:681-687. |
|
|