კრამპები

      გიორგი გეგელაშვილი

განსაზღვრება  

კუნთოვანი კრამპები არის უნებლიე, კუნთის ან კუნთთა ჯგუფის მეტად არასასიამოვნო და მტკივნეული შეკუმშვა.


განივზოლიანი კუნთების კრამპები ჯანმრთელ ადამიანს ყველაზე ხშირად კუნთების გადაღლის, გაუწყლოვნების, ჰიპონატრემია/ჰიპოკალემიის და ორსულობის დროს აწუხებს. კუნთების ტკივილს (განსაკუთრებით ღამით განვითარებულს) ხშირად თან ახლავს ემოციური განცდა და შფოთვა. [1]


ღამის კრამპები მეტწილად იდიოპათიურია. ავადმყოფობებიდან ყველაზე ხშირად ასოცირებულია პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დაზიანებებთან და პოლიართრიტთან. გლუვი კუნთების კრამპები გვხვდება მენზესის წინ და გასტროენტერიტის დროს.


კრამპების აღმოცენების ალბათობა იზრდება მაშინ როდესაც თანხვდება ერთზე მეტი გამომწვევი. მაგ., ძლიერი ფიზიკური დატვირთვა ათლეტებში და ამავდროულად სტატინების მიღება შემთხვევათა 80%-ში იწვევს კუნთების ძლიერ ტკივილს (მიალგია) და კრამპებს. [2]

ეპიდემიოლოგია  

ამბულატორულ ავადმყოფთა 37%-ს ანამნეზეში ჰქონია ან მოცემულ მომენტში აწუხებს იდიოპათიური კრამპები. [3]

განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში.

78,5 წლის საშუალო ასაკის მქონე ადამიანებში კრამპების გავრცელება 50%-ზე მეტია, თუმცა მათგან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები (40%) წარმოადგენს თავად ამ ჩივილს. [4]

ოდნავ უფრო ხშირია ქალებში (♀:♂= 56% : 40%).

ეტიოლოგია  

დაუდგენელი მიზეზი (თავისთავადი, იდიოპათიური)

ღამის კრამპები ხანდაზმულებში

ვარჯიშის (ფიზიკური დატვირთვის) შემდგომი

მოტონეირონის დაზიანება (წინა რქოვანი პათოლოგია)

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი

გადატანილი პოლიომიელიტი

რადიკულოპათია

პერიფერიული ნეიროპათია

მეტაბოლური დარღვევა

ორსულობა (მესამე ტრიმესტრი)

თირკმლის დისფუნქცია, ურემია

ღვიძლის დისფუნქცია, ციროზი

ჰიპოთიროიდიზმი (ჰიპოთირეოზი)

ჰიოპოადრენალიზმი

ჰიპომაგნემია

ჰიპოკალცემია

უჯრედშორისი (ექსტრაცელულური) მოცულობის მწვავე დაქვეითება

ძლიერი ოფლიანობა (”სიცხის კრამპები”, ”პურის მცხობელთა კრამპები”)

ჰემოდიალიზი

ფაღარათი, ღებინება

შარდმდენებით მკურნალობა

მედიკამენტები

მემკვიდრული ავადმყოფობები

ანტისხეულები ვოლტაჟ-დამოკიდებული კალიუმის არხების მიმართ.

დიაგნოზი  
ლაბორატორიული კვლევები  

ელექტროლიტები

რკინა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია

შარდოვანა

კრეატინინი.

კრამპ-სინდრომები  

ჩვეულებრივი

ხშირია ჯანმრელებში, განსაკუთრებით წვივის კუნთებში (m. gastrocnemius)

ორსულობა

სისტემური მიზეზები

გაუწყლოვნება

ოფლიანობა, დიურეზული საშუალებები, ჰემოდიალიზი

მეტაბოლური

დაბალი: Na+, Mg+, Ca2+, გლუკოზა

ენდოკრინული

ჰიპერ-/ჰიპოთირეოზი, თირკმლისზედა ჯირკვლის უკმარისობა, ჰიპერპარათირეოზი

მედიკამენტები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნაერთები

დიურეზული საშუალებები, ასთმის სამკურნალო პრეპარატები (ალბუტეროლი, ტერბუტალინი, თეოფილინი), სტატინები.

კოფეინი და მისი შემცველი სასმელები გადაჭარბებული დოზით.

ასევე: Anticholinesterase, Bergamot (bergaptene), Clofibrate, Cyclosporine, Labetalol, Lithium, Nifedipine, Tetanus-ის ვაქცინა, Vitamin A.

ნერვ-კუნთოვანი ავადმყოფობები და სინდრომები

კრამპ-ფასციკულაციური სინდრომი

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი

ნაწილობრივი დენერვაცია.

მკურნალობა  
ქინინი - მეტაანალიზის შედეგები  

ყველაზე ხშირად იყენებენ დოზას 300 მგ/დღეში (200-დან 500 მგ-მდე).

პლაცებოსთან შედარებით ქინინი ამცირებს კრამპის რაოდენობას

2 კვირაში 28%-ით

კრამების ინტენსიურობა - 10%-ით

კრამპების დღეები 20%-ით.

ამერიკის ნევროლოგთა აკადემიის რეკომენდაცია, 2010  

A დონის რეკომენდაცია

ქინინი

ახასიათებს ჰემატოლოგიური არასასურველი გვერდითი მოვლენები

შესაძლო ტოქსიკურობის გამო რუტინულად არ ინიშნება.


C დონის რეკომენდაცია

B-ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

ნაფტიდროფურილი

დილტიაზემი.

კრამპები ორსულობისას  

კუნთების სპონტანური მტკივნეული სპაზმი - იდიოპათიური კრამპი უფრო ხშირია ორსულობისას, ვიდრე ცხოვრების ნებისმიერ სხვა ეტაპზე. უფრო ხშირად კრამპი წვივის და ტერფის კუნთებში გვხვდება. ფიზიოლოგიური ორსულობისას განვითარებული კრამპის ეტიოპათოგენეზი უცნობია.

სავარაუდო ხელშემწყობი მიზეზები ორსულობის დროს [Mosby, 2008]  

ჰიპოთირეოზი

ორსულთა ღებინება

დეჰიდრატაცია

კორტიკოსტეროიდების მიღება

შარდმდენების მიღება

კალციუმის გამოხატული ნაკლებობა

ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

კლინიკურმა კვლევებმა ვერ აჩვენა მაგნიუმის გარდა სხვა რეკომენდებული მინერალების (მათ შორის კალციუმის) და მულტივიტამინების ეფექტურობა. მარილწყალხსნარის მიღება ამცირებს კრამპებს, მაგრამ რეკომენდაციის რანგის მნიშვნელობა ამ დასკვნას არ გააჩნია (Cochrane, 2008).

რეკომენდაცია  

Mg-ციტრატი ან Mg-ლაქტატი

5მმოლი დილით/10 მმოლი საღამოს

სეირნობა საღამოობით

ფეხების თბილი აბაზანა ძილის წინ

პარაცეტამოლი 1გ ძილის წინ.

დადასტურებული ჰიპოკალემიის ან ჰიპოკალცემიის შემთხვევაში ნაჩვენებია მინერალური ბალანსის აღდგენა

კალიუმის პრეპარატები

კალციუმის პრეპარატები.

ლიტერატურა  

[1] Weiner IH, Weiner HL. Nocturnal Leg Muscle Cramps. JAMA. 1980;244(20):2332-2333.

[2] Sinzinger H, O'Grady J (2004). "Professional athletes suffering from familial hypercholesterolaemia rarely tolerate statin treatment because of muscular problems". Br J Clin Pharmacol 57 (4): 525–8.

[3 ] Naylor JR, Young JB. A general population survey of rest cramps. Age Ageing 1994;23:418-420.

[4] Abdulla AJ, Jones PW, Pearce VR. Leg cramps in the elderly: prevalence, drug, and disease associations. J Clin Pract. 1999;53:494-496.

[5] Quinine for muscle cramps. Cochrane Database Syst Rev. 2010.

[6] Katzberg HD, Khan AH, So YT. Assessment: symptomatic treatment for muscle cramps (an evidence-based review): report of th e therapeutics and technology assessment subcommittee of the American academy of neurology. Neurology. 2010; 74(8):691-6 (ISSN: 1526-632X).

  Copyright 2012