თავის ტკივილის ტერმინების ქართულად თარგმნა: საკითხები დისკუსიისთვის

      გიორგი გეგელაშვილი

ქვემოთ მოყვანილი სადისკუსიო მასალა მოხსენდა „საქართველოს მამაკაცთა ჯანმრთელობის ასოციაციის“პირველ კონფერენციას.

     

კონფერენცია ჩატარდა 2010 წლის 3 ივლისს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“.                     

დაძაბული ტიპის თავის ტკივილი – Tension-Type Headache
ინგლისურ-ქართული ლექსიკონიდან - http://www.translate.ge/





სინონიმები

ძველი სინონიმები, ანუ ისტორიული ტერმინები, რომლებიც გაკრიტიკებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ამჟამად აღარ იხმარება:




















წინაისტორია

დღეისათვის ამ ავადმყოფობის საერთაშორისო სახელწოდებაა „Tension-Type Headache“. მისი ქართული თარგმანი გასულ საუკუნეში მოგვაწოდა თავის ტკივილის შესწავლის ფუძემდებელმა საქართველოში, ცნობილმა ნევროლოგმა პროფესორმა ცოტნე ჩხიკვიშვილმა.


იმ დროს, სიტყვა ”ტიპი” სახელწოდებაში არ ფიგურირებდა და იგი ინგლისურ ვერსიაში ოფიციალურად 2004 წელს დამკვიდრდა. ამიტომ, ბატონმა ცოტნემ ასეთი თარგმანი შემოგვთავაზა – ”დაძაბულობის თავის ტკივილი”.


სახელწოდების არსი

ამ ტკივილის დროს ადამიანი აქტიურად არ იძაბება, როგორც ფიზიკური დატვირთვის, დაძაბვის დროს, არამედ, საკუთარი ნების გარეშე ეჭიმება თავის და კისრის კუნთები. ინგლისურ ვერსიაში „დაჭიმვა (დაძაბვა)“ აუცილებლად არ გულისხმობს „ნერვების დაჭიმვას (დაძაბვას)“.


ასეთი ტკივილისას პალპაციით ზოგჯერ მართლაც შესაძლებელია კუნთების დაჭიმვის აღმოჩენა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ის ყოველთვის არსებობდეს; ანუ, მიუხედავად იმისა, ექიმი პალპაციის დროს აღმოაჩენს თუ არა დაჭიმვას, თავის ტკივილის ხასიათი ერთი და იგივეა. ამიტომ გაჩნდა დასახელებაში სიტყვა ”ტიპი”– მსგავსის, ანუ მსგავსების ხაზგასასმელად.


რა გამოსავალს პოულობენ უცხოელი კოლეგები?

უცხოელი კოლეგები ავადმყოფობების ოფიციალურ სახელწოდებებს ხშირად ამოკლებენ. „Tension-Type Headache“-ის გავრცელებული აბრევიატურაა „TTH“ - ამგვარად იწერება სამეცნიერო სტატიები და ზეპირსიტყვიერებაშიც მას „თი-თი-ეიჩ”-ად მოიხსენიებენ.


ჩვენი გამოსავალი

ძალიანაც რომ მოვინდომოთ ”შანთით და მახვილით” ”დტთტ”-ს შემოღება და დამკვიდრება, , არ გამოგვივა; და ქართულ ყურს ”დონ-ტან-თან-ტან”-იც მაინც და მაინც არ „ესიამოვნება“. გამოსავალი შეიძლება სამედიცინო ჟარგონში ვეძებოთ, რომელიც სულაც არ არის უცხო სამედიცინო-ბიოლოგიური აზროვნებისთვის.


სამედიცინო ურთიერთობებში შეგვიძლია მოვიხსენიოთ: ”დაძაბული თავის ტკივილი” ან ”დაძაბული ტკივილი”, მაგრამ დიაგნოზი და ოფიციალური სახელწოდება ისევ და ისევ ოფიციალურს უნდა შეესაბამებოდეს: ”დაძაბული ტიპის თავის ტკივილი”.


”დაძაბული” უფრო ”მსუბუქი” და მოკლეა, ვიდრე ”დაძაბულობის”. ვფიქრობთ, ბოლოსართი ”-ობის” ამოღებით არაფერი დააკლდება სახელწოდების არსს, ვინაიდან ”დაძაბული” არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ დაძაბულობას არ გამორიცხავს. ამავე დროს, ადამიანი შეიძლება ერთჯერადად იყოს ”დაძაბული” და დროში არ გრძელდებოდეს ”დაძაბულობის” სახით. იგივე სიტუაციასთან გვექნებოდა საქმე, რომ გვეთარგმნა, როგორც ”დაჭიმული ტიპის თავის ტკივილი”, მაგრამ ამით უფრო დავშორდებოდით ჩვენი მასწავლებლის იდეას.


ჯგუფური თავის ტკივილი – Cluster Headache
ინგლისურ-ქართული ლექსიკონიდან - http://dictionary.ge/

cluster verb 1. მტევნის / კონის ფორმით ზრდა (იზრდება); 2. შეჯგუფება (შეჯგუფდება), მოგროვება; a group of old women clustered round her მის ირგვლივ მოხუცი ქალები შეჯგუფდნენ; 3. დაკავშირება (უკავშირდება); memories of the past cluster round the spot წარსულის მოგონებები მჭიდროდაა დაკავშირებული ამ ადგილთან.


cluster noun 1. 1) მტევანი; cluster of grapes ყურძნის მტევანი; 2) კონა, შეკვრა; 3) ჯგუფი , რიგი (ხეებისა); 4) ჯგუფი (ერთგვარი ხალხისა); გროვა (ერთგვარი საგნებისა); clusters ofspectators მაყურებელთა გუფები; 2. ფუტკრის ნაყარი; 3. ელექტრ. მაშტოებელი შტეფსელის კოლოფი; 4. სამთ. შპურების კომპლექტი; 5. საერთო ეზოსა და ბაღის მქონე სახლების ჯგუფი; 6. ფიზ. კლასტერი.


ტკივილის დახასიათება

excruciating – მტანჯველი

stabbing – მოულოდნელი, დარტყმითი, უეცარი, ჩაცემითი 

stab    ხანჯლის, ხიშტის ჩაცემა ; მუხანათურად დარტყმა ზურგში; უეცარი მწარე ტკივილი; დარტყმა, დაჭრა (ხანჯლით, ხიშტით და მისთანანი); განგმირვა, მახვილის ჩაცემა; ჩარჭობა, ჩაცემა.

sharp – მწვავე, მჭრელი, ბასრი, მკვეთრად მოხაზული, {ხატ} სამართებლივით ბასრი

lancinating – მწვავე, მბურღავი, მჭრელი

bout – რიგი, ჯერი

restless – მოუსვენარი, დაუდეგარი; დაუწყნარებელი, დაუდგრომელი

agitation – ღელვა, მღელვარება, აღელვება; ნჯღრევა, ჭანჭყარი; განხილვა, გარჩევა, კამათი; აგიტაცია

torture – წამება, წვალება, ტანჯვა

throbbing – მფეთქავი, მოპულსირე


სინონიმები

ძველი სინონიმები, ანუ ისტორიული ტერმინები, რომლებიც გაკრიტიკებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ამჟამად აღარ იხმარება:



წინაისტორია

ჯგუფური ანუ კლასტერული თავის ტკივილის ტიპური სიმპტომები პირველად აღწერა ჰოლანდიელმა ექიმმა 

ნიკოლაას ტულიპმა Dr Nicolaeus Tulip (1593-1674) 1641 წელს.



























ავადმყოფობის პირველი აღმწერელი, შესაძლებელია იყოს, ასევე ინგლისელი ნევროლოგი, ფსიქიატრი და ანატომი თომას უილისი  Thomas Willis  (1621-1675).


























ავადმყოფობის აღწერაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით და აღნიშვნის ღირსნი არიან:


მე-16 საუკუნის იტალიელ ქირურგი და ანატომი ვიდუს ვიდიუსი (იგივე გუიდო გუიდი) Vidus Vidius (1509 – 1569)

მე-19-20 საუკუნეებში მოღვაწე ამერიკელი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი და მეცნიერი გრინფილდ სლუდერი Greeneld Sluder (1865-1928)

მე-20 საუკუნის გამოჩენილი ნეიროქირურგი ჯეიმს გარდნერი W. James Gardner (1898 - 1987)















ავადმყოფობის კლინიკური ნიშნები სრულყოფილად ჩამოაყალიბეს მეოცე საუკუნის ცნობილმა ნევროლოგებმა: 

ვილფრედ ჰარისმა Wilfred Harris (1869–1960), რობერტ ბინგმა Robert Bing (1878–1956) და ბაიარდ ჰორტონმა Bayard T. Horton (1895–1980).






















Cluster Headache-ის ქართულად თარგმნა

ბეჭვდით და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია Cluster Headache-ის ქართული თარგმნის მცდელობის შემდეგი ვარიანტები






















ჩვენი შემოთავაზება

“Cluster” – მსგავსი საგნების ერთობლიობას ან მსგავსი მოვლენების განმეორებას ნიშნავს. Cluster Headache-ის შემთხვევაში იგი თავის ტკივილის შეტევების „დაჯგუფებას“ ნიშნავს. „დაჯგუფებული“ ცოტა უფრო „მძიმეა“, ვიდრე „ჯგუფური“. ამიტომ გთავაზობთ სახელწოდების ქართულ თარგმანს – „ჯგუფური თავის ტკივილი“ .


ოპონენტები ერთადერთ საკითხზე კამათობენ მხოლოდ, რომ სიტყვა „ჯგუფურის“ მნიშვნელობა ორაზროვანია და ირონიანარევად გვეკითხებიან: „ასეთი გადამდებია ეს ტკივილი, რომ მთელ ჯგუფს ემართება?“


ასეთ ირონიანარევ კითხვაზე ჩვენც კითხვითვე ვუპასუხებთ: „განა „გიგანტურ-უჯრედული თავის ტკივილის“ პირველად გაგონების ან წაკითხვის დროს ყველაფერი თავიდანვე ერთაზროვანი და გასაგები იყო?“


ძვირფასო მკითხველო, ვიდრე თქვენი თანხმობა არ მიგვიღია, ზოგჯერ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენც გამოვიყენებთ ორივე ვერსიას – „ჯგუფური ანუ კლასტერული თავის ტკივილი“ , მაგრამ დიდად მოხარული დავრჩებით, თუ მოგვეხმარებით „ორი სათაურის“ ერთი დასახელებით შეცვლაში.


გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ.


  Copyright 2012