|
გერიატრიული ტკივილის შეფასება კახაბერ ჭელიძე
ტკივილის ინტენსივობის რუტინული შეფასებისთვის გამოიყენება ერთგანზომილებიანი სკალები.
ხანდაზმულ პაციენტებში ყველაზე ხშირად გამოიყენება ვიზუალური ანალოგური სკალა. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება აღნიშნული სკალით მცდარი თვითშეფასების ალბათობა. [1] Herr და Moblily-მ კვლევაში აჩვენეს, რომ შეცდომის ალბათობა დამოკიდებულია სკალის (შკალის) წარდგენაზე. [2]
ვიზუალური ანალოგური სკალა წარმოადგენს ორპოლუსიან (ტკივილი არ არის - უძლიერესი ტკივილი) 10 სმ-იან ფირფიტას.
სკალა არ არის დაყოფილი. პაციენტი ირჩევს ტკივილის დონეს საკუთარი შეხედულებისამებრ. სკალის გამოყენება შესაძლებელია მწვავე, მათ შორის, ოპერაციის შემდგომ ტკივილზე დასაკვირვებლად. [1]
ციფრული რეიტინგის სკალით პაციენტები ტკივილის ინტენსივობას 0-დან 10-მდე აფასებენ, სადაც 0 შეესაბამება ტკივილის არარსებობას, ხოლო 10 კი - უძლიერეს ტკივილს. [2]
ვერბალური რეიტინგის სკალა დისკრეტულად გრადუირებული ფირფიტაა, რომლითაც ხდება ტკივილის ინტესივობის შეფასება შემდეგი ტერმინებით: ტკივილი არ არის მსუბუქი ტკივილი ზომიერი ტკივილი ძლიერი ტკივილი უძლიერესი ტკივილი ”ამაზე მეტი ტკივილის წარმოდგენა შეუძლებელია”. ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ამ სკალით შესაძლებელია ტკივილის ინტენსივობის მხოლოდ 5 დონის განსაზღვრა, შესაბამისად იგი ნაკლებად მგრძნობიარეა. [3] სამაგიეროდ ტერმინები ნათელი და ადვილად გასაგებია. სკალის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ტკივილზე ხანგრძლივი დაკვირვების დროსაც. [4]
ღიმილის (Smiley) სკალა (Wong-Baker Faces Pain Rating Scale) სპეციალურად შემუშავდა ბავშვებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ კითხვა. იგი გვიჩვენებს ემოციურად ხუთ განსხვავებულ სახეს. სკალაზე ტკივილის სხვადასხვა ინტენსივობას შეესაბამება სხვადასხვა გამოსახულება. პირველი მათგანი
მცინარე სახეა, რომელიც მიგვანიშნებს - ”ტკივილი არა მაქვს”. მეხუთე სახე მტირალაა და გამოხატავს ”უძლიერეს ტკივილს”. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ ტკივილს, რომელზე მეტის წარმოდგენაც კი არ შეიძლება. ”ღიმილაკები” შეესაბამება ზრდასრულ ასაკში გამოსაყენებელ ვერბალური რეიტინგის სკალას. ბავშვებში მისი მოხმარება შეიძლება უკვე 3 წლიდან. ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ”ღიმილაკების” გამოყენებას გერიატრიულ პრაქტიკაშიც [Helme RD, 2001; Ferrel BA, 1995].
მაკგილის ტკივილის კითხვარი - McGill Pain Questionnaire - MPQ ტკივილის აღქმა ტკივილით უუნარობის ინდექსი - Pain Disability Index - PDI დეფიციტი (უკმარისობა) ჯანმრთელობის 36 პუნქტი - ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების 36-პუნქტიანი გამოკითხვის მე-2 ვერსია - Short Form (36-item) version 2 Health Survey – SF-36v2 ცხოვრების ხარისხი
შედგება 2-6 სიტყვისგან შემდგარი 20 ჯგუფად განაწილებული 78 სიტყვისგან. პაციეტმა უნდა მონიშნოს სიტყვები, რომლებიც უკეთ აღწერენ ტკივილს. შედეგი ფორმირდება აფექტური, სენსორული, შეფასებითი და შერეული ჯგუფებისგან.
ტკივილთან დაკავშირებული უუნარობა ცხოვრების შვიდ სფეროში 10 ქულიანი სკალით ფასდება.
გამოკითხვა მოიცავს 36-კითხვიან რვა ქვესკალას, რომლითც ფასდება ფიზიკური ფუნქცია, როლური ფუნქცია, ტკივილი, ჯანმრთელობის ზოგადი აღქმა, სიცოცხლის უანრიანობა, სოციალურ ფუნქცია, ემოციური ფუნქცია და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.
გერიატრიული პაციენტების თანამედროვე მრავალგანზომილებიანი შეფასება მოიცავს მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის შეფასებას. ფუნქციური შეფასება ბარტელის ინდექსი - Barthel index- BI [6] მობილობისა და დაცემის რისკის შეფასება "ადგომა-წასვლის" ტესტი - Timed "up and go" ტინეტის მობილობის ტესტი - TINETTI motility test [7] კოგნიტიური შეფასება მენტალობის მინი სტატუსი - Mini-mental state examination - MMSE [8] საათის დასრულების ტესტი - Clock completion - CC [9] ემოციური შეფასება გერიატრიული დეპრესიის სკალა - Geriatric depression scale - GDS [10]
ბარტელის ინდექსი გვიჩვენებს რამდენად შეუძლია ადამიანს აუცილებელი სოციალური ფუნქციების შესრულება სხვების დახმარების გარეშე (რუტინული არაასისტირებული აქტივობები). ფორმა მოიცავს 10 კითხვას, რომელზედაც პასუხები ფასდება 0-დან (საჭიროებს დამხმარეს, აქვს შარდის შეუკავებლობა) 10-მდე (არ საჭიროებს დამხმარეს, აკონტროლებს სფინქტერებს) . კითხვარი არ შეიცავს კოგნიტიურ ან კომუნიკაციურ ასპექტებს. ბარტელის ინდექსით ფასდება ის, რაც პაციენტს შეუძლია გააკეთოს და არა ის, რაც პაციენტს სურს რომ გააკეთოს.
ტესტით მოწმდება პაციენტის ფიზიკური მობილობა. პაციენტი ზის სახელურებიან (46 სმ) სავარძელში. ნებადართულია დამხმარე საშუალებების (მაგ., ყავარჯენი) გამოყენება. პაციენტი მითითებისამებრ უნდა ადგეს სავარძლიდან, გაიაროს 3 მეტრი, შემობრუნდეს, მიბრუნდეს სავარძელთან და დაჯდეს. თუკი ტესტის ხანგრძლივობა აღემატება 20 წამს - თვლიან, რომ პაციენტის მობილობა და ფუნქცია შეზღუდულია.
ტესტი შედგება წონასწორობისა და სიარულის შეფასების რამდენიმე სტანდარტიზებული მოქმედებისგან. თუკი პაციენტმა შესაძლო 28-დან დააგროვა <20 ქულა, მას დაცემის რისკი მაღალი აქვს.
ფოლსტეინის მენტალური მდგომარეობის შესაფასებელი მოკლე ტესტი გამოიყენება კოგნიტიური (ორიენტაცია, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება) აშლილობის შესაფასებლად. იგი მოიცავს 30 კითხვას ან სავარჯიშოს: დრო და თარიღი მეტყველების სავარჯიშო მარტივი ზეპირი არითმეტიკული ამოცანები ხატვითი სავარჯიშოები. ყოველი სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით. 24-ზე ნაკლები ქულა ფასდება, როგორც სავარაუდო დემენცია.
გამოიყენება ცერებრული დარღვევების დიაგნოსტირებისთვის. პაციენტმა 12 ფიგურა გარკვეული თანმიმდევრობით უნდა განალაგოს 10-სანტიმეტრიანი დიამეტრის საათზე. ტესტი ფასდება სპეციფიკური ქულობრივი სისტემით.
ტესტი აფასებს გერიატრიული პაციენტის განწყობას. მოკლე ვერსია შედგება 15 კითხვისგან. თითოეულ კითხვას შეიძლება ჰქონდეს ორი - დადებითი ან უარყოფითი პასუხი. 6-ზე ნაკლები ქულა მიუთითებს დეპრესიის არსებობაზე.
[1]
Jensen MP, Chen C, Am Brugger. Interpretation of visual analog scale ratings and change scores: a reanalysis of two clinical trials of postoperative pain. J Pain 2003;4:407–14.
|
|
|