შაკიკი

      გიორგი გეგელაშვილი

ამონარიდები ბუკლეტიდან:

"შაკიკი და დაძაბული ტიპის თავის ტკივილი: დიაგნოზი, მედიკამენტური მკურნალობა" 

სახელმძღვანელო ზოგადი პრაქტიკის ექიმების და ნევროლოგებისთვის.

თბილისი, 2012


ზოგადი დახასიათება

შაკიკი ქრონიკული, ორგანული და უმთავრესად შთამომავლობით გადაცემული ავადმყოფობაა, რომლითაც მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანია დაავადებული. საქართველო შაკიკის მაღალი გავრცელების ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და მოსახლეობის 15.6%-ში გვხვდება (ევროპაში 14.7%, ამერიკაში 10.6%). [1] ხშირად ბავშვობისას ვლინდება, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი; ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია. შეტევათა შორის პერიოდში შაკიკი სრულიად უსიმპტომოა. 40 წლის შემდეგ შეტევების სიმძაფრე და სიხშირე შესაძლოა შემცირდეს და თანდათან ადვილად “დასამორჩილებელი“ გახდეს.

ნეიროვასკულური თეორია  

ტვინის ღრმა სტრუქურების ზეზღურბლოვან ნერვულ გააქტივებას მოსდევს ტკივილის გამომწვევი ანთებითი სუბსტანციების გამოყოფა თავის ნერვების და სისხლძარღვების სიახლოვეს.

ხელშემწყობები  

ემოციური ფაქტორები (სტრესი, შფოთვა, სიბრაზე, დარდი, დეპრესია, აგზნება, მღელვარება, დაძაბულობის მკვეთრი შემცირება, შიშის ან “ნერვიულობის” გადავლა), ჰორმონული ფაქტორები (მენზესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ლოგინობის ხანა), ამინდის და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მძაფრი სუნი, კაშკაშა შუქი, ხმაური, უძილობა (ან ზედმეტი ძილი), გადაღლა, შიმშილი (ან გაძღომა), წონაში მატება, თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი, წამალდამოკიდებულება, ტრანსპორტში “ჯანჯღარი“, კისრის და/ან თავის ტრავმა, ინფექ­ცია, ნაყინი, ყინულიანი წყალი, ნიტროგლიცერინი ან სხვა მედიკამენტები, ზოგიერთი საკვები.


შეტევის ფაზები  

შეტევა 4-72 სთ გრძელდება და კლასიკურად 4 ფაზისგან შედგება. 


თუმცა, ასეთი წყობა პრაქტიკაში იშვიათია და რომელიმე ფაზის არარსებობა სულაც არ გამორიცხავს შაკიკის დიაგნოზს.



წინსწრება   


შეტევამდე რამდენიმე საათით ან 1 დღით ადრე პაციენტებს შეუძლიათ იგრძნონ მისი მოახლოება და გამოიცნონ [2] შეტევის მანიშნებლები: დაღლილობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ძილიანობა, მკვეთრი შუქის აუტანლობა, დაუოკებელი მთქნარება, ფსიქოლოგიური დისკომფორტი და გუნება-განწყობის ცვლილებები (მოწყენილობა, “ხასიათის გაფუჭება“, დეპრესია, სიბრაზე, ეიფორია).



აურა  


სრულიად შექცევადი ნევროლოგიური (უხშირესად ვიზუალური) დარღვევაა; თ/ტკივილამდე (ან მასთან ერთად) ჩნდება; 5(15)-60 წთ გრძელდება; შემთხვევათა 10-20%-ში გვხვდება.



ავის ტკივილი  


შაკიკის ტიპური შეტევის დროს ცალმხრივი და მფეთქავია; ზომიერი ან ძლიერია. ხშირად თან ახლავს გულისრევა/ღებინება, ფოტო/ფონოფობია (იშვიათად ოსმოფობია), ალოდინია; პაციენტს ეზღუდება ჩვეული აქტივობა, ამჯობინებს სიჩუმეში და სიბნელეში ყოფნას, ზოგჯერ ძილს; 72 საათამდე გრძელდება.



ჩაწყნარება  


ეიფორია ან დეპრესია, გაღიზიანებადობა, დამტვრეულობის და დაღლილობის შეგრძნება, ძილი­ანობა, ფაღარათი, ხშირი შარდვა, უმადობა, საკვების მიმართ ზიზღი ან “ამოჩემებული“ საკვების მიმართ დაუოკებელი ლტოლვა, კუნთების სისუსტე ან ტკივილი; 12-24 საათი გრძელდება.


მართვა  

პაციენტს უნდა ვასწავლოთ თვითშეფასება, შეტევის მანიშნებლების და ხელშემწყობების ამოცნობა, მოდიფიცირებადი ფაქტორების კორექცია; დავარწმუნოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობაში; ხელი შევუწყოთ სწორი “ფარმაკოლოგიური გემოვნების“ ჩამოყალიბებაში.


შაკიკის სხვადასხვა ფორმების განსხვავება შეტევის ხანგრძლივობის მიხედვით  
კოდი დიაგნოზი შეტევის მინიმალური ხანგრძლივობა შეტევის მაქსიმალური ხანგრძლივობა

1.1

შაკიკი აურის გარეშე 4 სთ 72 სთ
შაკიკი აურით

1.2

შაკიკი აურით 5-20 წთ 60 წთ

1.2.1

ტიპური აურა შაკიკის თავის ტკივილით 5 წთ (აურა) + 4 სთ (თ/ტკ) 60 წთ (აურა) + 72 სთ (თ/ტკ)

1.2.2

ტიპური აურა შაკიკისთვის უჩვეულო თავის ტკივილით 5 წთ (აურა) + ? სთ (თ/ტკ) 60 წთ (აურა) + ? სთ (თ/ტკ)

1.2.3

ტიპური აურა თავის ტკივილის გარეშე 5 წთ (აურა) 60 წთ (აურა)

1.2.4

ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი FHM 5 წთ (აურა) +/- 4 სთ (თ/ტკ) 24 სთ (აურა) +/- 72 სთ (თ/ტკ)

1.2.5

სპორადული ჰემიპლეგიური შაკიკი 5 წთ (აურა) +/- 4 სთ (თ/ტკ) 24 სთ (აურა) +/- 72 სთ (თ/ტკ)

1.2.6

ბაზილური ტიპის შაკიკი 5 წთ (აურა) + 4 სთ (თ/ტკ) 60 წთ (აურა) + 72 სთ (თ/ტკ)

1.3

ბავშვთა ასაკის შაკიკის წინმსწრები პერიოდული სინდრომები

1.3.1

ციკლური ღებინება 1 სთ 5 დღე

1.3.2

მუცლის შაკიკი 1 სთ 72 სთ

1.4

თვალის ბადურას შაკიკი 5 წთ (ვიზ/სიმპ) + 4 სთ (თ/ტკ) 60 წთ (ვიზ/სიმპ) + 72 სთ (თ/ტკ)

1.5

გართულებული შაკიკი

1.5.1

ქრონიკული შაკიკი ≥45 დღე  

1.5.2

შაკიკის სტატუსი 72 სთ  

1.5.3

გაჭიანურებული აურა ინფარქტის გარეშე >1 კვირა  


სადიაგნოზო პირობები [3] თავის ტკივილის საერთაშორისო საზოგადოება (ICHD-II, 2004)  


1.2 შაკიკი აურით  
1.1 შაკიკი აურის გარეშე
A სულ მცირე 5 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-D კრიტერიუმებს
B ნებაზე მიშვებული  თავის ტკივილის შეტევა გრძელდება 4-72 საათი
C თავის ტკივილს აქვს 2 ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი:

1.

ცალმხრივობა

2.

მფეთქავი  ხასიათი

3.

ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობა

4.

ტკივილი მატულობს ან პაციენტი ერიდება ჩვეულებრივ ფიზიკურ დატვირთვას (მაგ., სიარულს ან კიბეზე ასვლას)
D ტკივილს თან ახლავს, სულ მცირე, ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

1.

გულისრევა, ღებინება ან ორივე ერთად

2.

ფოტოფობია და ფონოფობია
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.

1.1 შაკიკი აურის გარეშე  
1.2 შაკიკი აურით
A სულ მცირე, 2 შეტევა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს B კრიტერიუმს
B შაკიკის აურა აკმაყოფილებს შაკიკის ქვეფორმების (1.2.1-1.2.6) B და C კრიტერიუმებს
C ყოველივე ზემოთ აღნიშნული არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.2.1 ტიპური აურა შაკიკის თავის ტკივილით
A 2 ან მეტი შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-D კრიტერიუმებს
B აურა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილებიდან, სულ მცირე, ერთს, მაგრამ არა კიდურების სისუსტეს:

1.

სრულიად შექცევადი მხედველობითი სიმპტომები დადებითი (მაგ.: მოციმციმე სხივები, წინწკლები, ლაქები ან ხაზები) და/ან უარყოფითი მახასიათებლებით (მაგ., მხედველობის დაქვეითება)

2.

სრულიად შექცევადი მგრძნობელობის დარღვევის სიმპტომები დადებითი (მაგ., ჩხვლეტა) და/ან უარყოფითი (მაგ., დაბუჟება) მახასიათებლებით

3.

სრულიად შექცევადი მეტყველების დარღვევა
C თავის ტკივილი, სულ მცირე, 2 ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომით:

1.

ჰომონიმური ვიზუალური და/ან ცალმხრივი მგრძნობელობითი სიმპტომები

2.

აურის, სულ მცირე, 1 სიმპტომის თანდათან განვითარება ≥5 წუთი და/ან ერთიმეორის მიყოლებით აურის სხვადასხვა სიმპტომი ≥5 წუთის განმავლობაში

3.

თითოეული სიმპტომი გრძელდება 5-დან 60 წუთამდე
D ტკივილი აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) B-D სადიაგნოზო კრიტერიუმებს და  იწყება აურის დროს ან მოჰყვება მას უახლოესი 60 წუთის განმავლობაში
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.2.2 ტიპური აურა შაკიკისთვის უჩვეულო თავის ტკივილით
A 2 ან მეტი შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-D კრიტერიუმებს
B აურა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილებიდან, სულ მცირე, ერთს, მაგრამ არა კიდურების სისუსტეს:

1.

სრულიად შექცევადი მხედველობითი სიმპტომები დადებითი (მაგ.: მოციმციმე სხივები, წინწკლები, ლაქები ან ხაზები) და/ან უარყოფითი მახასიათებლებით (მაგ., მხედველობის დაქვეითება)

2.

სრულიად შექცევადი მგრძნობელობის დარღვევის სიმპტომები დადებითი (მაგ., ჩხვლეტა) და/ან უარყოფითი (მაგ., დაბუჟება) მახასიათებლებით

3.

სრულიად შექცევადი მეტყველების დარღვევა
C თავის ტკივილი, სულ მცირე, 2 ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომით:

1.

ჰომონიმური ვიზუალური და/ან ცალმხრივი მგრძნობელობითი სიმპტომები

2.

აურის, სულ მცირე, 1 სიმპტომის თანდათან განვითარება ≥5 წუთი და/ან ერთიმეორის მიყოლებით აურის სხვადასხვა სიმპტომი ≥5 წუთის განმავლობაში

3.

თითოეული სიმპტომი გრძელდება 5-დან 60 წუთამდე
D ტკივილი არ აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) B-D სადიაგნოზო კრიტერიუმებს და იწყება აურის დროს ან მოჰყვება მას უახლოესი 60 წუთის განმავლობაში
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.2.3 ტიპური აურა თავის ტკივილის გარეშე
A 2 ან მეტი შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-D კრიტერიუმებს
B აურა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ერთს, მაგრამ არა კიდურების სისუსტეს:

1.

სრულიად შექცევადი მხედველობითი სიმპტომები დადებითი (მაგ.: მოციმციმე სხივები, წინწკლები, ლაქები ან ხაზები) და/ან უარყოფითი მახასიათებლებით (მაგ., მხედველობის დაქვეითება)

2.

სრულიად შექცევადი მგრძნობელობის დარღვევის სიმპტომები დადებითი (მაგ., ჩხვლეტა) და/ან უარყოფითი (მაგ., დაბუჟება) მახასიათებლებით

3.

სრულიად შექცევადი მეტყველების დარღვევა
C სულ მცირე, 2 ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

1.

მხედველობის ველის რომელიმე მხრის (ჰომონიმური ვიზუალური) და/ან ცალმხრივი მგრძნობელობითი სიმპტომები

2.

აურის, სულ მცირე, 1 სიმპტომის თანდათან განვითარება ≥5 წუთი და/ან ერთიმეორის მიყოლებით აურის სხვადასხვა სიმპტომი ≥5 წუთის განმავლობაში

3.

თითოეული სიმპტომი გრძელდება 5-დან 60 წუთამდე
D თავის ტკივილი არ გვხვდება აურის დროს და არც თან მოჰყვება მას უახლოესი 60 წუთის განმავლობაში
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.2.4 ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი - FHM
A 2 ან მეტი შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-C კრიტერიუმებს
B აურა მოიცავს სრულიად შექცევად კიდურების სისუსტეს და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ერთს:

1.

სრულიად შექცევადი მხედველობითი სიმპტომები დადებითი (მაგ.: მოციმციმე სხივები, წინწკლები, ლაქები ან ხაზები) და/ან უარყოფითი მახასიათებლებით (მაგ., მხედველობის დაქვეითება)

2.

სრულიად შექცევადი მგრძნობელობის დარღვევის სიმპტომები დადებითი (მაგ., ჩხვლეტა) და/ან უარყოფითი (მაგ., დაბუჟება) მახასიათებლებით

3.

სრულიად შექცევადი მეტყველების დარღვევა
C სულ მცირე, 2 ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

1.

აურის, სულ მცირე, 1 სიმპტომის თანდათანობითი განვითარება ≥5 წუთი და/ან ერთიმეორის მიყოლებით აურის სხვადასხვა სიმპტომი ≥5 წუთის განმავლობაში

2.

თითოეული სიმპტომი გრძელდება 5 წუთიდან 24 საათამდე

3.

თავის ტკივილი აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) B-D სადიაგნოზო კრიტერიუმებს, იწყება აურის დროს ან მოჰყვება მას უახლოესი 60 წუთის განმავლობაში
D სულ მცირე, ერთ პირველი ან მეორე მუხლის სისხლით ნათესავს ჰქონია შეტევები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ (A-E) კრიტერიუმებს
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.2.5 სპორადული ჰემიპლეგიური შაკიკი
A 2 ან მეტი შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-C კრიტერიუმებს
B აურა მოიცავს სრულიად შექცევად კიდურების სისუსტეს და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ერთს:

1.

სრულიად შექცევადი მხედველობითი სიმპტომები დადებითი (მაგ.: მოციმციმე სხივები, წინწკლები, ლაქები ან ხაზები) და/ან უარყოფითი მახასიათებლებით (მაგ., მხედველობის დაქვეითება)

2.

სრულიად შექცევადი მგრძნობელობის დარღვევის სიმპტომები დადებითი (მაგ., ჩხვლეტა) და/ან უარყოფითი (მაგ., დაბუჟება) მახასიათებლებით

3.

სრულიად შექცევადი მეტყველების დარღვევა
C სულ მცირე, 2 ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

1.

აურის, სულ მცირე, 1 სიმპტომის თანდათანობითი განვითარება ≥5 წუთი და/ან ერთიმეორის მიყოლებით აურის სხვადასხვა სიმპტომი ≥5 წუთის განმავლობაში

2.

თითოეული სიმპტომი გრძელდება 5 წუთიდან 24 საათამდე

3.

თავის ტკივილი აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) B-D სადიაგნოზო კრიტერიუმებს, იწყება აურის დროს ან მოჰყვება მას უახლოესი 60 წუთის განმავლობაში
D არც პირველ და არც მეორე მუხლის სისხლით ნათესავს არ ჰქონია შეტევები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ (A-E)კრიტერიუმებს
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.2.6 ბაზილური ტიპის შაკიკი
A 2 ან მეტი შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-D კრიტერიუმებს
B აურა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, სრულიად შექცევად 2 სიმპტომს, მაგრამ არა მოტორულ დეფიციტს:

1.

დიზართრია

2.

თავბრუხვევა

3.

ყურებში ხმაური

4.

ჰიპერაკუზია

5.

დიპლოპია

6.

მხედველობითი სიმპტომები, რომლებიც ვითარდება ერთდროულად მხედველობის ველის საფეთქლის ან ცხვირის ორივე ნაწილში

7.

ატაქსია

8.

ცნობიერების დათრგუნვა

9.

ორმხრივი ერთდროული პარესთეზია
C სულ მცირე, ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

1.

აურის, სულ მცირე, 1 სიმპტომის თანდათანობითი განვითარება ≥5 წუთი და/ან ერთიმეორის მიყოლებით აურის სხვადასხვა სიმპტომი ≥5 წუთის განმავლობაში

2.

თითოეული სიმპტომი გრძელდება 5-60 წუთი
D თავის ტკივილი აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) B-D სადიაგნოზო კრიტერიუმებს, იწყება აურის დროს ან მოჰყვება მას უახლოესი 60 წუთის განმავლობაში
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.

1.3 ბავშვობის ასაკის შაკიკის წინმსწრები პერიოდული სინდრომები  
1.3.1 ციკლური ღებინება
A სულ მცირე, 5 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს C ჯგუფის კრიტერიუმებს
B ეპიზოდური შეტევები, რომლებიც თითოეულ ინდივიდში ერთმანეთის მსგავსად მეორდება (სტერეოტიპურია), თან ახლავს ინტენსიური გულისრევა და ღებინება. მთლიანად შეტევა გრძელდება 1 საათიდან 5 დღემდე
C შეტევის დროს ღებინება მეორდება, სულ მცირე, საათში 4-ჯერ და ასეთი მდგომარეობა გრძელდება, სულ მცირე, 1 საათი
D შეტევათა შორის პერიოდი უსიმპტომოა
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.3.2 მუცლის შაკიკი
A 5 ან მეტი შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B-D კრიტერიუმებს
B ნებაზე მიშვებული მუცლის ტკივილის შეტევები გრძელდება 1-დან 72 საათამდე
C მუცლის ტკივილს ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

1.

მდებარეობს შუა ხაზზე,  ჭიპის ირგვლივ ან ავადმყოფი ზუსტად ვერ უთითებს ტკივილის ადგილს

2.

ყრუ ხასიათის ან აუტანელია

3.

ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობისაა
D მუცლის ტკივილს ახლავს, სულ მცირე, 2 ქვემოთ ჩამოთვლილი:

1.

ანორექსია

2.

გულისრევა

3.

ღებინება

4.

სიფერმკრთალე
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.3.3 ბავშვთა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუხვევა
A სულ მცირე, 5 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B კრიტერიუმს
B ძლიერი თავბრუხვევის შეტევები, რომლებიც იწყება წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე და თავისთავად იხსნება რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ
C ნორმალური ნევროლოგიური სტატუსი, აუდიომეტრიული მონაცემები და ვესტიბულური ფუნქციები შეტევათა შორის პერიოდში
D ნორმალური ელექტროენცეფალოგრამა - ეეგ.
1.4 თვალის ბადურას შაკიკი
A სულ მცირე, 2 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B და C კრიტერიუმებს
B სრულიად შექცევადი დადებითი და უარყოფითი მხედველობითი დარღვევები (მაგ.: სცინტილაციები, სკოტომები ან სიბრმავე) ცალ თვალში, რაც დადასტურებულია შეტევის დროს გამოკვლევით ან (სათანადო ინსტრუქციის შემდეგ) ერთ თვალში მხედველობის ველის დეფექტი გადმოცემულია (დახატულია) პაციენტის მიერ
C თავის ტკივილი აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) B-D სადიაგნოზო კრიტერიუმებს, იწყება მხედველობითი სიმპტომების გამოვლენის დროს ან თან სდევს მას უახლოესი 60 წუთის განმავლობაში
D მხედველობა სრულიად ნორმალურია შეტევათა შორის პერიოდში და ამას ადასტურებს ოფთალმოლოგი
E არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.

1.5 გართულებული შაკიკი  
1.5.1 ქრონიკული შაკიკი
A თავის ტკივილი აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) C-D სადიაგნოზო კრიტერიუმებს, გვხვდება ≥15 დღე/თვეში >3 თვის განმავლობაში და არ არის დამოკიდებული მედიკამენტების  ჭარბად მოხმარებასთან
B არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.5.2 შაკიკის სტატუსი
A მიმდინარე შეტევა ისეთივეა, როგორც წარსულში აღნუსხული ფორმა შაკიკი აურის გარეშე (1.1), მაგრამ მოცემულ შემთხვევაში განსხვავებულია მხოლოდ ტკივილის ხანგრძლივობით
B თავის ტკივილს აქვს ორივე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი:

1.

ტკივილი არ ყუჩდება 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში

2.

ინტენსივობით ძლიერია
C არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.5.3 გაჭიანურებული აურა ინფარქტის გარეშე
A მიმდინარე შეტევა ისეთივეა, როგორც წარსულში აღნუსხული ფორმა შაკიკი აურით (1.2), მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აურის 1 ან 2 სიმპტომი ჭიანურდება 1 კვირაზე მეტხანს
B არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.5.4 შაკიკისმიერი ინფარქტი
A მიმდინარე შეტევა ისეთივეა, როგორც წარსულში აღნუსხული ფორმა შაკიკი აურით (1.2), მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აურის 1 ან 2 სიმპტომი ჭიანურდება 1 საათზე მეტხანს
B ნეიროგამოსახვით დასტურდება იშემიური ინფარქტი თავის ტვინის შესაბამის მიდამოში
C არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.5.5 შაკიკით პროვოცირებული გულყრები
A მიმდინარე შეტევა აკმაყოფილებს შაკიკი აურით (1.2) კრიტერიუმებს
B გულყრა აკმაყოფილებს ეპილეფსიური შეტევის ერთ-ერთი  ტიპის კრიტერიუმებს და ვითარდება შაკიკის აურის პერიოდში ან ამ უკანასკნელის დასრულებიდან 1 საათში.

1.6 სავარაუდო შაკიკი  
1.6.1 სავარაუდო შაკიკი აურის გარეშე
A შეტევები აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) მხოლოდ ერთ A-D სადიაგნოზო კრიტერიუმს
B არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.6.2 სავარაუდო შაკიკი აურით
A შეტევები აკმაყოფილებს შაკიკი აურით (1.2) ან რომელიმე ქვეფორმის მხოლოდ ერთ A-D სადიაგნოზო კრიტერიუმს
B არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას.
1.6.5 სავარაუდო ქრონიკული შაკიკი
A თავის ტკივილი აკმაყოფილებს შაკიკი აურის გარეშე (1.1) C და D სადიაგნოზო კრიტერიუმებს და გრძელდება ≥15 დღე/თვეში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში
B არ უკავშირდება სხვა ავადმყოფობას, მაგრამ არის ან შეიძლება იყოს კავშირში მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილთან ბოლო 2 თვის განმავლობაში.

ლიტერატურა  

[1] WHO - Lifting The Burden, 2011. // Katsarava et al, 2009. // Stovner LJ et al, 2010.
[2] ზოგიერთი ავტორის აზრით პაციენტების 86%-ს შეუძლია გაიხსენოს თუნდაც ერთი მანიშნებელი – Schoonman GG, et al. The prevalence of premonitory symptoms in migraine: A questionnaire study in 461 patients. Cephalalgia. 2006;26:1209-1213
[3] Headache Classification Subcommittee of the International Headache Society. The International Classification of Headache Disorders: 2nd edition. Cephalalgia. 2004;24 Suppl 1:9-160.

 

  Copyright 2012