ნატრიუმის ქვეჟანგის წარმომქმნელი ნივთიერებებით გამოწვეული თავის ტკივილი
8.1.1 Nitric oxide (NO) donor-induced headache

      გიორგი გეგელაშვილი


ზოგადი მიმოხილვა  

აზოტის ქვეჟანგს (NO) სისხლში მოხვედრისთანავე შეუძლია გამოიწვიოს დიფუზური და მფეთქავი თავის ტკივილი. ასეთ თავის ტკივილს „დაუყოვნებელი“ ეწოდება. ტიპური მაგალითია კორონარული ტკივილის დროს ნიტროგლიცერინის მიღება.


ამას გარდა, აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაციის შემცირების შემდეგ შესაძლებელია გამწვდეს უკვე არსებული პირველადი თავის ტკივილი. ვინაიდან ასეთი თავის ტკივილი აზოტის ქვეჟანგის წარმომქმნელი პრეპარატის მიღებიდან რამოდენიმე საათში ვითარდება, მას „დაყოვნებულს“ ანუ „გადავადებულს“ უწოდებენ.


აზოტის ქვეჟანგის (NO) წარმომქმნელი მედიკამენტებია

amyl nitrate

erythrityl tetranitrate

glyceryl trinitrate [GTN] – ნიტროგლიცერინი

isosorbide mono/dinitrate

Na nitroprusside

mannitol hexanitrate

pentaerythrityl tetranitrate.


თავის ტკივილის საერთაშორისო კლასიფიკაცია  
სადიაგნოზო კრიტერიუმები  
8.1.1.1 Immediate NO donor-induced headache

ძველი სინონიმები: ნიტროგლიცერინის თავის ტკივილი, დინამიტის თავის ტკივილი, „ჰოთ დოგის“ თავის ტკივილი


8.1.1. 1 NO-ს წარმომქმნელი ნივთიერებებით გამოწვეული დაუყოვნებელი თავის ტკივილი
A თავის ტკივილი, რომელიც აკმაყოფილებს C-D კრიტერიუმებს და აქვს სულ მცირე, ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი:
1. ორმხრივობა
2. შუბლ–საფეთქლის მდებარეობა
3. მფეთქავი ხასიათი
4. აძლიერებს ფიზიკური დატვირთვა
B NO-ს  წარმომქმნელი ნივთიერებების აბსორბცია
C თავის ტკივილი ვითარდება NO-ს  წარმომქმნელი ნივთიერებების აბსორბციიდან 10 წუთში
D თავის ტკივილი იხსნება NO-ს  გამოთავისუფლებიდან ერთ საათში.

8.1.1.2 Delayed NO donor-induced headache
8.1.4. 2 NO-ს  წარმომქმნელი ნივთიერებებით გამოწვეული დაყოვნებული თავის ტკივილი  
A თავის ტკივილი, რომელიც უვითარდება პირველადი თავის ტკივილით დაავადებულ ადამიანს, აქვს ამ თავის ტკივილის მახასიათებლები და აკმაყოფილებს C-D კრიტერიუმებს
B NO-ს  წარმომქმნელი ნივთიერებების აბსორბცია
C თავის ტკივილი ვითარდება მას შემდეგ, რაც სისხლი გასუფთავდება NO-საგან
D თავის ტკივილი იხსნება NO-ს  წარმომქმნელი ნივთიერებების ერთჯერადი მიღებიდან 72 საათში.

შენიშვნები:

ნორმალურ სუბიექტებს იშვიათად უვითარდებათ NO-ს წარმომქმნელი ნივთიერებებით გამოწვეული დაყოვნებელი თავის ტკივილი

შაკიკით, დაძაბული ტიპის თავის ტკივილით და ჯგუფური თავის ტკივილით დაავადებულ ადამიანებს შესაძლებელია განუვითარდეთ მათთვის დამახასიათებელი პირველადი თავის ტკივილის შეტევა NO-ს წარმომქმნელი ნივთიერებების მიღების შემდეგ

შაკიკი და დაძაბული ტიპის თავის ტკივილი ვითარდება NO-ს წარმომქმნელი ნივთიერებების მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ

ჯგუფური თავის ტკივილი ვითარდება NO-ს წარმომქმნელი ნივთიერებების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ

NO-ს შეუძლია წამოიწყოს ჯგუფური თავის ტკივილის შეტევა იმ შემთხვევაში, თუ ნივთიერების ემთხვევა ტკივილების დაჯგუფების პერიოდს – "კლასტერს". ავადმყოფობის რემისიის დროს ასეთი ტკივილი ჩვეულებრივ არ ვითარდება

იზოსორბიდ მონონიტრატს უფრო ხანგრძლივი ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს ნიტროგლიცერინთან შედარებით და შესაბამისად, უფრო ხანგრძლივ თავის ტკივილს იწვევს

დროთა განმავლობაში შესაძლებელია მოხდეს ადაპტაცია NO-ს მიმართ და თავის ტკივილები სულ უფრო და უფრო იშვიათი ან მსუბუქი გახდეს

რა საერთო მექანიზმები აქვთ ალკოჰოლით და ნატრიუმის ოქსიდით გამოწვეულ დაყოვნებულ თავის ტკივილის ერთმანეთთან – დაუდგენელია.


  Copyright 2012