|
წელის ტკივილის მართვა მაკა მანია, გიორგი გეგელაშვილი
წარსულში პაციენტს ურჩევდნენ, რომ ტკივილის სრულ მოხსნამდე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფილიყო, რაც არ აღმოჩნდა მართებული. პირიქით, კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო დროულად დაიწყებს პაციენტი გააქტიურებას, მით უფრო სწრაფად იწყება აღდგენა. ადრეული გააქტიურების შემთხვევაში წელის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვის რისკი უფრო ნაკლებია, ვიდრე ხანგრძლივი მოსვენების შემთხვევაში.
გახსოვდეთ, რომ წელკავის დროს რაც უფრო ადრე გააქტიურდებით, მით უმჯობესია თქვენთვის. შეძლებისდაგვარად გააგრძელეთ ცხოვრების ჩვეული რიტმი. პირველ დღეებში, როცა ტკივილი ძალიან ინტენსიურია, ფიზიკური აქტივობა შეიძლება შეიზღუდოს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფიზიკური აქტიურობა არ უნდა იწვევდეს ძლიერ ტკივილს. როცა ცდილობთ გააქტიურდეთ, სუსტი ინტენსივობის ტკივილის დაძლევა მისაღებია და არ არის სახიფათო. მაგრამ თუკი გარკვეული სახის ფიზიკური აქტივობა ძლიერ ტკივილს იწვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახის ფიზიკური აქტივობა მოცემულ ეტაპზე არ არის სასურველი. შეეცადეთ ფიზიკური დატვირთვა გაზარდოთ თანდათანობით. ნუ შეეჭიდებით მძიმე ფიზიკურ საქმიანობას პირველივე დღეს.
დაიძინეთ თქვენთვის კომფორტულ მდგომარეობაში. შეარჩიეთ ისეთი ლეიბი, რომელიც ასევე მაქსიმალურად კომფორტული იქნება თქვენთვის. წარშულში ხშირად ურჩევდნენ მაგარ ლეიბზე დაძინებას, მაგრამ დღემდე არა გვაქვს არანაირი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ამ მოსაზრების მართებულობას. ზოგჯერ მცირე ზომის ბალიშის მოთავსება ფეხებს შორის გვერდზე წოლის დროს ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას.
შეეცადეთ სამსახურს დროულად დაუბრუნდეთ. ნუ დაელოდებით ტკივილისაგან სრულად განთავისუფლებას. სამსახურში დაბრუნება და ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენა ხელს შეგიწყობთ ტკივილის შემსუბუქებაში.
თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები გესაჭიროებათ, ნუ გამოიყენებთ გამაყუჩებლებს თქვენი ინიციატივით. უმჯობესია ჩაიტაროთ რეგულარული მკურნალობა ექიმის დანიშნულებით. ტკივილგამაყუჩებლები მაგ., პარაცეტამოლი იხ., http://www.pain.org.ge/drugs/analgesic/noopioid/ არასტეროიდები მათ შორისაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვ. ამგვარი პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი ავადმყოფობების დროს: ბრონქული ასთმა არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია თირკმლის უკმარისობა გულის უკმარისობა და სხვ. იხ., http://www.pain.org.ge/drugs/arasteroidebi/ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ზემოხსენებული ჯგუფის პრეპარატები არაეფექტურია. იხ., http://www.pain.org.ge/drugs/analgesic/opioid/ კუნთების მომადუნებლები გამოიყენება იშვიათ შემთხვევებში, როცა კუნთოვანი დაჭიმულობა აძლიერებს წელის ტკივილს. ხანგრძლივი დროით გამოყენება არ არის რეკომენდებული. იხ., http://www.pain.org.ge/drugs/adiuvantebi/miorelaksantebi/
ტემპერატურის ცვლილებაზე დამყარებული პროცედურები მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ფიზიოთერაპია სტეროიდების ინექცია ეპიდურულად და სხვ. იხ., http://www.pain.org.ge/branch/neurology/lumbarpain/management1.php მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს ტკივილის ინტენსივობა, ტკივილის ხანგრძლივობა, ტკივილის ხასიათის ცვლილება და სხვ.
წელის ტკივილი უმეტეს ჩვენთაგანს შეაწუხებს (10-დან 8-ს) ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთი ხშირია, წინასწარი პროგნოზის განსაზღვრა ჩვეულებრივ რთულია. ზოგადად ცნობილია, რომ: წელკავი უმთავრესად მსუბუქად მიმდინარეობს და მალევე (დაახლოებით 1 კვირაში) უკან იხევს; 4 კვირაში მდგომარეობა გაუმჯობესდება ან სრულად ალაგდება 10-დან 7 შემთხვევაში; 6 კვირაში მდგომარეობა გაუმჯობესდება ან სრულად ალაგდება 10-დან 9 შემთხვევაში; მაგრამ ოდესმე ტკივილი კვლავ აღმოცენდება. ხშირად აღმოცენდება ყრუ ტკივილიც. იშვიათ შემთხვევებში წელის ტკივილი რამდენიმე თვე გრძელდება, რასაც ქრონიკული წელის ტკივილი ეწოდება.
თუ წელის ტკივილი 6-12 კვირაზე უფრო ხანგრძლივია, მას ქრონიკული ეწოდება. შესაძლოა იგი რამდენიმე თვე და წელიც კი გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევებში მსუბუქ და ზომიერ ტკივილს პერიოდულად ჩაანაცვლებს წელის ტკივილის ძლიერი შეტევები.
დასაწყისში ის მწვავე არასპეციფიური წელის ტკივილის მკურნალობის ანალოგიურია. სასურველია ფიზიკური აქტიურობა პაციენტის შესაძლებლობის ფარგლებში. გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის გამაყუჩებელი პრეპარატები. მწვავე ტკივილისაგან განსხვავებით ქრონიკული ტკივილის დროს დამატებით მიმართავენ ანტიდეპრესიულ საშუალებებს, მაგალითად ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (ამიტრიპტილინი). დიდი ბრიტანეთის ეროვნული გზამკვლევი (National Institute for Health and Care Excellence - NICE) გვაწვდის შემდეგ რეკომენდაციებს: სტრუქტურული სავარჯიშო პროგრამა აქ იგულისხმება ვარჯიშების პროგრამის შესრულება პროფესიონალი ზედამხედველის ფიზიოთერაპევტის დახმარებით. ჩვეულებრივ ასეთი ვარჯიშები კომპლექსურად ტარდება. მოიცავს აერობიკას, ინსტრუქციებს სწორი მოძრაობების შესახებ, კუნთების გამაგრებას, გაჭიმვით ვარჯიშებსა და ტანდეგობის კონტროლს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ასეთი ვარჯიშების შესრულება პაციენტს თავადაც შეუძლია სახლში. სამკურნალო მასაჟი მანუალური თერაპია მკურნალობის ეს მეთოდი გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს დაეკითხეთ ექიმს, ვიდრე ჩაიტარებთ ამ პროცედურას. აკუპუნქტურა ამ მანიპულაციის სარგებლობის შესახებ არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი. შემეცნებით-ქცევითი თერაპია მეთოდი გულისხმობს თქვენი აღქმისა და ქცევის შეცვლას ტკივილის შემცირების მიზნით. ეფექტურობა დადასტურებულია კვლევების საფუძველზე, ოღონდ ჩვენს ქვეყანაში ტკივილის მართვის ეს მიმართულება არ არის განვითარებული. ზემოხსენებული მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში ზოგჯერ საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვა, როგორიცაა დისკექტომია, ხერხემლის მალების სპონდილოდეზი და სხვ. იხ., http://www.pain.org.ge/branch/neurology/lumbarpain/management2.php
დაგროვილი გამოცდილება მიუთითებს, რომ წელის ტკივილის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი საშუალებაა აქტიური ცხოვრების შენარჩუნება და რეგულარული ვარჯიში. ასეთი ვარჯიში შეიძლება იყოს სიარული, სირბილი, ცურვა, გაჭიმვითი ვარჯიშები და სხვ. დღეისათვის უცნობია თუ როგორი სახის აქტიურობას უნდა მიენიჭოს უპირატესობა: გაჭიმვით ვარჯიშებს თუ უბრალოდ აქტიურ ცხოვრებას. წელის ტკივილის ახალი შეტევების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თავი შეიკავოთ არასასურველი მოძრაობებისაგან და პოზებისგან. ასე მაგალითად, არ ასწიოთ სიმძიმე უხერხულად მოხრილმა (იხ. სურათი). თუ სამსახურის გამო მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ ან დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: ხშირად შეიცვალეთ პოზა, იქონიეთ მოხერხებული სავარძელი; საოფისე სკამის პოზიცია შეცვალეთ დღეში რამდენჯერმე, რათა თავიდან აიცილოთ მუდმივად ერთ მდგომარეობაში ყოფნა. ტკივილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ხშირი, მაგრამ მცირე შესვენებები, წამოდგომა, სიარული და სხვ. კიბეზე სიარული სასურველია მათთვის ვისაც დიდხანს უწევს ფეხზე დგომა; დიდხანს ფეხზე დგომის შემთხვევაში რეკომდირებულია საყრდენი ფეხის ხშირად მონაცვლება. სურათი: არასწორი და სწორი პოზიციები სიმძიმის აწევის დროს რჩევები სიმძიმის აწევის დროს საგანი უნდა ასწიოთ ჩამჯდარმა, მოხრილი მუხლებით; საგანი ახლოს უნდა იყოს სხეულთან; ტანი დაიჭირეთ შეძლებისდაგვარად გამართულად, რათა თავიდან აიცილოთ წელის კუნთების დაჭიმვა.
1. Nonspecific Lower Back Pain in Adults. www.backcare.org.uk |
|
|