ფიბრომიალგია – მართვა

      გიორგი გეგელაშვილი

ფიბრომიალგიის წარმატებული მართვისთვის აუცილებელია  

ექიმის მიერ პაციენტის ნდობის მოპოვება

პაციენტისა და ექიმის ღია კომუნიკაცია 

პაციენტისთვის ავადმყოფობის არსის და პათოფიზიოლოგიის საკითხების განმარტება

ეჭვების გაფანტვა

სტერეოტიპების დამსხვრევა

”მარილები”, ”პროთრომბინი”, არასაჭირო სადიაგნოზო პროცედურები

ავადმყოფობის მართვის პროცესში ბევრი დრო და მოთმინება

ადეკვატური მკურნალობა

მათ შორის, შემეცნებით-ქცევითი მკურნალობა.


მკურნალობის მეთოდების კლასიფიკაცია 

მკურნალობის მიმართულებები

მკურნალობის სახეები

ფიზიკური თერაპია

ფიზიოთერაპია

თერმული თერაპია (კრიოთერაპია ?)

ბალნეოთერაპია

ფარმაკოთერაპია

სიმპტომური ტკივილგამაყუჩებლები

ანტიდეპრესანტები

ანტიკონვულსანტები

D3-აგონისტები

მიორელაქსანტები

სხვა სამკურნალო პროცედურები

კუნთების რელაქსაციის ტექნიკა

ფსიქოთერაპია

შემეცნებით-ქცევითი მკურნალობა

მრავალმოდალური ჯგუფური პროგრამები


მკურნალობის მეთოდების მიმოხილვა  

ფიზიკური თერაპია  

დარღვეული კუთოვანი ბალანსის აღსადგენად მნიშვნელოვანია - პაციენტი დაეუფლოს კუნთების დაჭიმვა/მოდუნების იზომეტრიული ვარჯიშების ტექნიკას. ჩვეულებრივ, თერმოთერაპია უფრო ეფექტურია, ვიდრე კრიოთერაპია. რეკომენდებულია ელექტრო- და ბალნეოთერაპია.

სიმპტომური მკურნალობა  

სიმპტომური მკურნალობისთვის უმჯობესია არაოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლები. ოპიოიდების აუცილებლობისას EULAR-ის მიერ რეკომენდებულია ტრამადოლი. [1] ძლიერი ოპიოიდები უკუნაჩვენებია. ჯანმო-ს საფეხურები ფიბრომიალგიაზე არ ვრცელდება. სტეროიდები რეკომენდებული არ არის.

პათოფიზიოლოგიური მკურნალობა  

ხანგრძლივი მკურნალობისთვის არჩევის პრეპარატებია ანტიდეპრესანტები და ანტიკონვულსანტები. მათი საშუალებით შესაძლებელია ქრონიკული ტკივილის და სხვა სიმპტომების შემსუბუქება. [2]


ფიბრომიალგიის მკურნალობის გზამკვლევი  

ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაცია, 2010

პრეპარატი

მტკიცების დონე

დოზა მგ/დ

Amitriptyline

1a

10–50

Duloxetine 

1a

30–60

Milnacipran

1a

25–200

Pregabalin 

1a

150–450

Gabapentin 

1b

1200–2400

Cyclobenzaprine

2a

10–40

Fluoxetine

2a

20–60

Paroxetine

2b

20

Tramadol

2b

50–300


მტკიცების დონეების ოქსფორდის კლასიფიკაცია  


 1a  - რანდომიზებული პლაცებოთი გაკონტროლებული კვლევების სისტემური მიმოხილვა (ჰომოგენურობით);
 1b  - ერთეული რანდომიზებული პლაცებოთი გაკონტროლებული კვლევები;
 2a  - კოჰორტული კვლევის სისტემური მიმოხილვა ან დაბალი ხარისხის რანდომიზებული პლაცებოთი გაკონტროლებული კვლევა
 2b  - ინდივიდუალური კოჰორტული კვლევა ან დაბალი ხარისხის რანდომიზებული პლაცებოთი გაკონტროლებული კვლევა.





 

ლიტერატურა  

[1] Arnold LM. The pathophysiology, diagnosis and treatment of fibromyalgia. Psychiatr Clin North Am 2010;33:375–408.

[2] Carville SF, Arendt-Nielsen S, Bliddal H, et al. EULAR evidence-based recommendations for the management of fibromyalgia syndrome. Ann Rheum Dis. 2008;67:536–41.

[3] Hauser W, Thieme K, Turk DC. Guidelines on the management of fibromyalgia syndrome – a systematic review. Eur J Pain 2010;14:5–10.

  Copyright 2012