სამედიცინო შეცდომის რეგულირება: დანიის გამოცდილება

      მოამზადა გიორგი გეგელაშვილმა
      მონაწილეობდნენ: ჯუმბერ ჩოლობარგია, მაკა დანელია, მანანა კრავეიშვილი და გიორგი მირცხულავა


პაციენტთა უსაფრთხოების დოქტრინას დანიაში სამი საყრდენი ბურჯი აქვს:

პროფესიული დისციპლინა და წესრიგი სამკურნალო დაწესებულებებში

სამედიცინო პერსონალის მიერ მავნე ხდომილებათა შეტყობინება

კომპენსაციის მყისიერი გადახდა დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ. კომპენსაციის გადახდის დროს 

ხელმძღვანელობენ პრინციპით: ”მიადგა თუ არა ზიანი პაციენტს” 

მხედველობაში არ იღებენ იმ ფაქტს, მიუძღვის თუ არა ბრალეულობა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.


წინაისტორია

პაციენტთა უსაფრთოების მდგომარეობა დანიელების მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ მწვავე პრობლემად.


საზოგადოებრივ საავადმყოფოების პაციენტთა 9% განიცდის არასასურველი მოვლენების ზემოქმედებას. ამ მოვლენათაგან 45% ჩათვლილი იყო პრევენცირებად მოვლენებად. საგანგაშო სტატისტიკური მაჩვენებლების გამო დანიელები აცხადებენ: „რაღაც კარგად ვერ არის დანიის სამეფოში“ (“Sometihng is rotten in the state of Denmark”). აქედან გამომდინარე დანიაში შეიქმნა დაძაბული ვითარება, რადგან ექიმების პასუხისმგებლობას დიდი საფრთხე დაემუქრა უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფის გამო. საქმე იქამდე მივიდა, რომ გამოკითხულ ექიმთა ერთი მესამედი აპირებდა პროფესიის შეცვლას. რამაც განაპირობა კიდეც ახლებური მიდგომების შემუშავების აუცილებლობა.


პირველი, რაც კანონმდებლობით განმტკიცდა, იყო სამედიცინო შეცდომებისა და მავნე ხდომილებების შეტყობინების სავალდებულო სისტემის შემოღება. შეტყობინება უნდა განახორციელოს შემსრულებელმა სამედიცინო პერსონალმა ეროვნულ ანგარიშგების სისტემისადმი. აღნიშნული პერსონალი კანონმდებლობით სრულიად დაცულია:

"სამედიცინო პერსონალი, რომელიც ახდენს მავნე ხდომილების შეტყობინებას არ შეიძლება ამის გამო დაექვემდებაროს დისციპლინურ ან სამსახურებრივ დევნას, ზედამხედველობრივ რეაქციას ჯანდაცვის ეროვნულ საბჭოს მხრიდან ან რაიმე სისხლის სამართლებრივ სანქციას სასამართლოს მხრიდან".


"დანიის პაცინეტთა უსაფრთხოების აქტი", მუხლი 6.

„სამედიცინო პერსონალი, რომელიც ახდენს მავნე ხდომილების შეტყობინებას არ შეიძლება ამის გამო დაექვემდებაროს დისციპლინურ ან სამსახურებრივ დევნას, ზედამხედველობრივ რეაქციას ჯანდაცვის ეროვნულ საბჭოს მხრიდან ან რაიმე სისხლის სამართლებრივ სანქციას სასამართლოს მხრიდან”.

„დანიის პაცინეტთა უსაფრთხოების აქტი“, მუხლი 6.

ეს დებულება ძალაში შევიდა მხოლოდ 2004 წლის დასაწყისში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია ვალდებულებები დონეების მიხედვით

მავნე ხდომილების აღმომჩენი სამედიცინო პერსონალი – სავალდებულო შეტყობინება

სამკურნალო დაწესებულებების მმართველი – სავალდებულო რეა / /გირება


ჯანდაცვის ეროვნულ საბჭო – შეტყობინების ანონიმურობის დაცვა, მიზეზების შესწავლა, მეტაანალიზი, დასკვნა.


ინსტიტუციური რეგულირება

სტანდარტები  

სტანდარტების დადგენა და ინსტიტუციური რეგულირება ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დანია მოცულია სამედიცინო თანამდებობის პირებით (ოფიცრებით), რომლებიც იკვლევენ და ანგარიშებს წარადგენენ საბჭოში თუ რა პირობებია დაწესებულებებში. საბჭოს კომპეტენციაშია, აგრეთვე, მოკვლევის წამოწყება. საბჭო შეზღუდულია თავის ქმედებებში, რადგან საგრაფოები მნიშვნელოვნად აკონტროლებენ გადაწყვეტილებების მიღებას ამ მიმართებით. მაგ. საბჭო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების დახურვის თაობაზე, მას შეძლია მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა.

ნებადართულია თვითინიციატივებიც: მაგ., კოპენჰაგენის საავადმყოფოთა გაერთიანებამ (მუნიციპალური საავადმყოფოების კორპორაცია) თავად მიმართა ამერიკის ჰოსპიტლების სააკრედიტაციო არასამთავრობო ორგანიზაციას JCAHO-ს (ამჟამინდელ JC-ს) აკრედიტაციისათვის.

დაფინანსებისა და ანგარიშების მექანიზმები  

1970 წლიდან დანიის მთავრობამ მოახდინა საგრაფოებზე და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებზე დაფინანსების საკითხის დელეგირება ჯანდაცვის სფეროში. საგრაფოები და მუნიციპალიტეტები მრავალ საავადმყოფოს ფლობენ. მათ აფინანსებენ და მართავენ ამ კორპორაციის საშუალებით (ეროვნული სადაზღვევო სისტემის გავლით). საყურადღებოა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, რომელიც ეკისრება საგრაფოებსა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს ასევე საავადმყოფოთა გაერთანებას, რომ ისინი ვალდებულნი არიან თავიანთი რწმუნებულების ვადისათვის, 4 წლისათვის, შეადგინონ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც უნდა მოიცავდნენ პრევენციულ და სამკურნალო საქმიანობას. გეგმას აუცილებლად ათანხმებენ ჯანდაცვის ეროვნულ საბჭოსთან.

სამუშაო პირობების რეგულირება  

ნორმატიული აქტები არეგულირებენ მედპერსონალის სამუშაო კვირის ხანგრძლივობას - არა უმეტეს 48 საათისა კვირაში. მაგრამ დასვენების ინდივიდუალურ გეგმას თავად განსაზღვრავენ.

ზედამხედველობის მექანიზმები  

სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების პროგრამა სათავეს იღებს დაფინანსების ხელშეკრულებიდან, რომლიც დადებულია, ერთის მხრივ, ეროვნულ მთავრობასა და მეორეს მხრივ, საგრაფოთა საბჭოებსა და კოპენჰაგენის საავადმყოფოთა გაერთანებას შორის.


ამჟამად იგი, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი ფაზა ურთიერთოებისა, ეხება მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საავადმყოფოებს. ხელშეკრულების საფუძველზე ფასდება დანიის ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო მომსახურების ხარისხი. ეს მოითხოვს ხარისხის ინდიკატორების გაზომვასა და შეფასებას. შემუშავდება შეფასების საერთო ბაზა (სტანდარტები, ინდიკატორების ჩათვლით) შეფასების საერთო მეთოდები (თვითშეფასება და გარე მიმოხილვა) და საერთო ანგარიშგება (უკუკავშირი. აკრედიტაცია და გამოქვეყნება).


უსაფრთხოების სტანდარტები მომზადდა 2004 წლის გაზაფხულზე. შეფასების პირველადი საშუალებებია უწყვეტი თვითშეფასება, რომელსაც ერთვის ადგილობრივი და უცხო ექსპერტების მიმოხილვა. სახელმწიფო დაფინანსების საავადმყოფოთა აკრედიტაცია მხოლოდ 2006 წლისათვის დასრულდა. შედეგები გაეგზავნა ცალკე აღებულ ყველა დაწესებულებას. აკრედიტაცია პერიოდულად ტარდება, ასევე შედეგების პუბლიკაცია და შეფასებისა და ინდიკატორების საშუალო, საბაზო მონაცემების დადგენა. მომავალში განსაზღვრულია ხელშეკრულებით ყველა საკუთრების ფორმის საავადმყოფოთა მოცვა.


პროფესიული რეგულირება

ჯანდაცვის ეროვნული საბჭო სამინისტროს ქვეგანაყოფია, რომლის კომპეტენციაშია ექიმთა და ექთანთა ზოგადი ზედამხედველობა, სერტიფიკაციისა და ლიცენზირების ჩათვლით. დანიის სამედიცინო საზოგადოება წარმოადგენს ექიმთა და ექთანთა პროფესიულ გაერთიანებას. იგი მონაწილეობას არ ღებულობს პროფესიულ რეგულირებაში ან დისციპლინის დადგენაში, იგი მხოლოდ სამართლებრივ დახმარებას უწევს საკუთარ წევრებს. ეროვნული საბჭოს კომპეტენციაა აგრეთვე სახელმძღვანელო მასალების შედგენა-გამოცემა, რომლებიც ადგენენ სტანდარტებს და განსაზღვრავენ აგრეთვე, თუ რა ჩაითვლება არასწორ მოქცევად.


ფუნქციონირებს აგრეთვე პაციენტთა საჩივრების საბჭო, რომელსაც შეუძლია მიმართოს ეროვნულ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას. საჩივრების საბჭო არ ღებულობს არავითარ დისციპლინურ ზომას. იგი თავის დასკვნას გადასცემს ეროვნულ საბჭოს ხოლო ეს უკანასკნელი იღებს გადაწყვეტილებას, გაატაროს თუ არა რაიმე დისციპლინური ზომა.


ეროვნულ საბჭოს შეუძლია ურჩიოს ჯანდაცვის პროფესიონალს გააუმჯებესოს თავისი მომსახურების ხარისხი და წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭო მიმართავს მკაცრ ზომებს, თუ შემდეგაც განმეორდება ანალოგიური საჩივარი. როდესაც საბჭო მიიჩნევს, რომ დაშვებულია სერიოზული გადახვევა სტანდარტისაგან, მას შეუძლია საჩივარი გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს, ან კიდევ ჩამოართვას სერტიფიკატი ან ლიცენზია სამედიცინო პერსონალს. ფუნქციონირებს ასევე პაციენტთა დაზღვევის ასოციაცია (კომპენსაციის მიზნით), რომელიც სადაო შემთხვევას გადასცემს ეროვნულ საბჭოს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროფესიონალთა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მიუწვდომელი გახდება დასკვნის გამომტანისათვის (განმხოლოვდება მიმართვისაგან).


პროდუქტთა რეგულირება

დანიის სამედიცინო სააგენტო სამინისტროს დამოუკიდებელი სააგენტოა, რომლის კომპეტენციაშია სამედიცინო მოწყობილობებისა და აპარატურის შესახებ კანონმდებლობის ინიცირება და მათი ხარისხის უზრუნველყოფა. პროდუქტი ასევე მოიცავს ფარმაცევტულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.


ფარმაკოუსაფრთხოება  

სამკურნალო საშუალების მავნე ხდომილების აღმოჩენის კვალდაკვალ მკურნალი ექიმი და ფარმაცევტული საწარმო კანონმდებლობით ვალდებულნი არიან აღნიშნული ფაქტი შეატყობინონ დანიის წამლის სააგენტოს. იგივე შეუძლიათ საკუთრივ პაციენტებსა და მათ ოჯახებს. მკურნალი ექიმები ვალდებული არიან შეტყობინება მოახდინონ სამედიცინო მოწყობილობასთან დაკავშირებულ ინციდენტების შემთხვევაშიც.


როცა სამედიცინო სააგენტო მიიღებს ანგარიშს მავნე ხდომილებების თაობაზე, მას ეს ანგარიში შეჰყავს წამლის მავნე ხდომილების მონაცემთა ბაზაში. ინფორმაცია ეგზავნება ფარმაცევტულ საწარმოს და ევროპის სამედიცინო პროდუქტების შეფასების სააგენტოს, ასევე ჯანმო-ს. შემთხვევა შეისწავლება და მწარმოებელს დაევალება ჩაატაროს დამატებითი გამოკვლევები, წამლის პარტია შეიძლება ამოღებული იქნას ბრუნვიდან, ხოლო იშვიათ შემთხვევაში კი შეიძლება მოხსნილი იქნას წარმოებიდან და აქედან გამომდინარე ბრუნვიდანაც.


ფუნქციონირებს ასევე, წამალთა მავნე რეაქციის საბჭოც, რომლის კომპეტენციაა ყურადღება მიაქციოს წამლის მავნე რეაქციის შემთხვევებს და შეაფასოს ამის თაობაზე შეტყობინების სისტემის მუშაობას პრაქტიკაში.


მონაცემთა შეგროვების პროცესი  

საეჭვო სიკვდილის შემთხვევებს უპირველესად სწავლობს ადგილობრივი სამედიცინო თანამდებობის პირი, რომელიც ანგარიშს წარადგენს პოლიციაში, თუ რაიმე ეჭვი წარმოიშვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისა.


საკომპენსაციო სისტემები

პაციენტთა დაზღვევის სისტემა დაინერგა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში. მანამდე მოქმედებდა დელიქტური სამართალი, დაფუძნებული კულპე-ს ბრალეულობის პრინციპზე. ამ პრინციპის ორი ობიექტია: ანაზღაურება და პრევენცია, ანაზღაურება ყოველთვის ვერ მიიღწეოდა, იმის გამო, რომ ზიანის დადგენა გართულებული პროცედურა იყო, და ამასთან ხანგრძლივი და ძვირადღირებული, ამიტომაც 90-იან წლებში ზიანის თაობაზე დავა ფიქსირდებოდა წელიწადში 250 შემთხვევით, მაშინ როდესაც პაციენტთა დაზღვევის სისტემის შემოღების შედეგად ეს შემთხვევები 2800 გახდა.


ექიმები შეთანხმდნენ, რომ დელიქტიური სამართალი საკმაოდ პრობლემატური იყო მკურნალობისას ზიანის მიყენების შემთხვევაში; ამასთან წარმოიშობოდა დაპირისპირება ექიმსა და პაციენტს შორის. ახალმა სადაზღვევო სქემამ აღარ გაითვალისწინა ბრალეულობის პრინციპი ამიტომაც სარჩელი პაციენტს აღარ ესაჭიროება. დაზღვევის პროგრამა არ ატყობინებს პაციენტთა საჩივრების საბჭოს რაიმე სარჩელს ან პირიქით, რადგან პროგრამა ისე არის სტრუქტურირებული, რომ განაცალკეოს საჩივარი კომპენსაციისაგან. ყველა სავაადმყოფოში ფუნქციონირებს პაციენტთა მრჩეველი, რომლის მოვალეობაა დაეხმაროს და ურჩიოს პაციენტს, განუმარტოს მას მისი უფლებები და აცნობოს შესაძლებელი ზიანის შესახებ. უფრო მეტიც საექიმო პერსონალის მოვალეობაა, რომ გაარკვიონ პაციენტები კომპენსაციის საკითხში, ზიანის მიყენების ან გართულების შემთხვევაშიც კი!


დაზღვევა უხდის კომპენსაციას:

პაციენტებს რომელთაც მიადგა ფიზიკური ზიანი გამოკვლევების, მკურნალობისა და სხვა შემთხვევებში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საავადმყოფოებში.

პაციენტებს, რომელთაც ზიანი მიადგა ბიომედიცინური გამოკვლევებისას.

დონორებს, რომლებმაც გაიღეს ქსოვილის სითხე, ქსოვილი, ორგანო.

პაციენტებს, რომლებმაც იმკურნალეს უფასოდ ან გრანტით.


კანონმდებლობა არ ფარავს ვაქცინაციის დაზღვევას. უკვე 2004 წლიდან დაზღვევის სქემა ეხება ყველა პაციენტს სახელმწიფო თუ კერძო დაფინანსებაზე მყოფ საავადმყოფოებს; ასევე ავარიის ადგილზე ან სასწრაფო დახმარებისას მკურნალობა გაწეულ პაციენტებს, ასევე ავტორიზებული ექიმების მიერ ნამკურნალებ პაციენტებს - კერძო პრაქტიკის მქონე ექიმების, სასწრაფო დახმარების ექიმების, სპეციალისტების, სტომატოლოგების, დენტური ჰიგიენისტების, კლინიკის კბილის პროტეზისტების, მანიკურის ოსტატების, ფიზიოთერაპევტების, საწარმოო თერაპევტების, ფსიქოლოგების, პედიკურის ოსტატების, ექთნების, ბებია-ქალების, კლინიკის დიაბეტოლოგების, ბიოანალიტიკოსების, პროტეზისტების, რადიოგრაფისტები და თვითმმართველობის სისტემის ავტორიზებული ჯანდაცვის პროფესიონალების ჩათვლით.


საავადმყოფო ან პაციენტი უფლებამოსილია დაიწყოს დავა სპეციალური ფორმის შევსებითა და წარდგენით. თუ ამას პაციენტი გააკეთებს, საავადმყოფოც ვალდებულია წარადგინოს შევსებული ფორმა ავადმყოფის ავადმყოფობის ისტორიასთან ერთად, შეიძლება პაციენტი დაექვემდებაროს პრაქტიკოსი ექიმის ან სპეციალისტის გამოკვლევას, რომელსაც იხილავს პაციენტთა დაზღვევის ასოციაცია, რომელიც გამოთქვამს საკუთარ აზრს საჩივრის თაობაზე. ზეპირი მოსმენა არ ტარდება თუ პაციენტი არ მოითხოვს ამას. წერილობითი სახის გადაწყვეტილება არ შეიცავს პაციენტის ან მკურნალი ექიმის/დაწესებულების სახელსა თუ სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად იმისა, შეიძლებოდა თუ არა მისი პრევენცია, ალბათობის დონე არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები. ამასთან დანიის უზენაესმა სასამართლომ განმარტა თუ სპეციალური სტანდარტი არ იქნა განხორციელებული, მაშინ არსებობს პრეზუმცია, რომ ზიანი გამოწვეული იყოს სტანდარტის უგულვებელყოფით.


კანონი განმარტავს აგრეთვე, პრევენცირებად და არაპრევენცირებად ზიანს.


ზიანის ანაზღაურება, არ ხდება, თუ იგი ფარმაცევტული პროდუქციის გამოყენებისას წარმოიშვა, რომელსაც დაზღვევა სხვა სქემით ფარავს. ზიანი არ ანაზღაურდება, ასევე, თუ პაციენტი განზრახ მოქმედებდა ამ მიზნით ან რჩევის სრულ იგნორირებას ახდენდა.


პაციენტთა დაზღვევის ასოციაცია ფინანსდება საგრაფოს საბჭოს მიერ, როგორც თვითდამზღვევები. ასოციაცია ისმენს, ადგენს ანგარიშს და წყვეტს ზიანის ყოველ შემთხვევას.


პაციენტს, რომელიც უკმაყოფილოა პაციენტთა დაზღვევის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეუძლია მიმართოს პაციენტთა ზიანის სააპელაციო საბჭოს. ამ საბჭოს თავმჯდომარეა მოსამართლე. საბჭოს წევრები ინიშნება მრავალი საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართლებრივი მომსახურებისა და სამკურნალო დაწესებულებების იურიდიული პირებისა და მომხმარებელთა საზოგადოების წარმომადგენლები იმის მიხედვით რა ხასიათის სარჩელთან აქვთ საქმე. საბჭოს ადმინისტრაციული ხარჯები იფარება თვით დაზღვევის სახელისუფლებო ორგანოების მიერ. საბჭოს მიერ ხდება ასოციაციის გადაწყვეტილებებისა დაახლოებით 20%-ის უგულვებელყოფა.


მხოლოდ პაციენტთა სადაზღვევო ასოცოაციისა და პაციენტთა ზიანის სააპელაციო საბჭოს მიერ სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგაა შესაძლებელი საქმის განხილვა დანიის უმაღლესი სასამართლოს მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში საბოლოო ინსტანციაში.


აღნიშნული სისტემის თვითღირებულება დანიის შემთხვევაში არის დაახლოებით 150-200 ათასი დოლარი.



კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ფარმაცევტული პროდუქციითა და ვაქცინებით იფარება სხვა კანონმდებლობით (Danish Act on damages for pharmaceutical injures), რომელიც ადგენს საკომპენსაციო სქემას იმათთვის, ვისაც ზიანი მიადგა ფარმაცევტული პროდუქციითა და ვაქცინებით მკურნალობისას ან კვლევისას. (აქ არ შედის ნატუროპატიული, ჰომეოპატიული პროდუქცია და ვიტამინები, მინერალური პრეპარატები) ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან პროდუქტზე პასუხისმგებლობის აქტის (Product Liability Act) შესაბამისად, სახელმწიფო ახდენს პაციენტის სარჩელის სუბროგაციას ფარმაცევტებისა და დისტირბუტორების წინააღმდეგ _ ანუ საბოლოოდ ეს უკანასკნელნი ხდებიან პაციენტისათის კომპენსაციის გადამხდელები.


ფარმაცევტული ზიანის საჩივრების საბჭო – Pharmaceutical Injury Complaint Board  

ფარმაცევტული ზიანის საჩივრების საბჭო – Pharmaceutical Injury Complaint Board


ისმენს აპელაციას მინისტრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრის მიერ დანიშნული მოსამართლე. წევრები საბჭოში ინიშნებიან მინისტრის, ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს, დანიის ფარმაცევტული საზოგადოების, საგრაფოსა და მეტროპოლიის ხელისუფლების, შეზღუდულუნარიანთა ორგანიზაციების ფედერაციის და დანიის მომხმარებელთა საბჭოს წარმომადგელობებიდან ამ ორგანიზაციათა მიერ.


პაციენტთა სარჩელების/საჩივრების სხვა მექანიზმები


პაციენტებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ პაციენტთა საჩივრების საბჭოს. ეს საბჭო არ ექვემდებარება ჯანდაცვის ეროვნულ საბჭოს. იგი იმართება და მისი წევრები არიან იურისტები.


საბჭო ადგენს ადგილი ჰქონდა თუ არა მკურნალ პროფესიონალის მხრიდან იმ სტანდარტისგან გადახვევას, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა მას. საბჭო ადგენს ოთხი სახის გადაწყევტილებას:


1. მკურნალობა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო;

2. მკურნალი პროფესიონალი არ მოქმედებდა სათანადო კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად;

3. მკურნალი პროფესიონალი არ მოქმედებდა სათანადო კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად და მას რეკომენდაცია ეძლევა შემდგომში მეტი ყურადღებით იმოქმედოს;

4. საბჭოს ეჭვი აქვს, რომ ადგილი შეიძლება ჰქონდეს მავნე პრაქტიკას და ამიტომ პოლიციამ უნდა მოიკვლიოს და გადაწყვიტოს დაიწყოს თუ არა ძიება.


საბჭოს შემადგენლობა შედგება მოსამართლესაგან (თავმჯდომარე, ორი შესაბამისი და დარგის (შესაბამისი დისციპლინის) ორი პროფესონალისაგან, ორი არაპროფესიონალისგან, რომლებიც წარმოადგენენ პაციენტთა დაცვის ორგანიზაციას. საბჭო იღებს ანგარიშს იმ პროფესიონალისაგან, რომელმაც განიხილა წარმოდგენილი ფაქტი საბჭოს მოწვევამდე. საბჭოს შეუძლია ასევე კონსულტაციები მიიღოს ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებისაგან. აღნიშნული საბჭოს მუშაობა არ არის საჯარო. ზოგიერთი გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებ-საიტზე მაგრამ მკურნალისა და პაციენტის იდენტიფიკაციის გარეშე. ეს მიდგომა დროდადრო სადაო ხდება ხოლმე, ამიტომ შეიძლება ის შეიცვალოს.


მავნე ხდომილებათა შეტყობინების სისტემა

დანიამ პირველმა შემოიღო მავნე ხდომილებათა მონიტორინგის სისტემა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა შეცდომებზე სწავლას. ამასთან ექიმ-პროფესიონალთათვის იმდენად დამთრგუნველი იყო შეცდომის დაშვების შიში, რომ, როგორც გამოკითხევბმა აჩვენეს ექიმთა 1/3 განწყობილი იყო, შეეცვალათ პროფესია. ამიტომ საერთო მზაობა ჩამოყალიბდა პროფესიონალთა შორის ეწარმოებინათ მავნე ხდომილებათა შეტყობინება, თუ დაცული იქნებოდა კონფიდენციალურობა. დანიის სამედიცინო ასოციაციის თვალსაზრისით ფოკუსირება უნდა მომხდარიყო არა ბრალეულობაზე დაშვებული შეცდომის გამო, არამედ შეცდომების ანალიზსა და მასზე სწავლაზე. ამიტომაც იქნა მიღებული კანონი „პაციენტთა უსაფრთხოების აქტი დანიის ჯანდაცვის სისტემაში“ 2003 წ. ძალაში შევიდა 2004 წელს. მისი მიზანია გააუმჯობესოს პაციენტთა უსაფრთხოება. დანიაში ამ კანონს სწავლის სისტემად მიიჩნევენ. კანონი მოიცავს როგორც სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ, ასევე კერძო საავადმყოფოებსაც.


კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს მინისტრს, მიიღოს კანონმქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ პირველადი სამედიცინო დახმარების სექტორს და მკურნალ პროფესიონალების საქმიანობას კერძო პრაქტიკაში.


კანონი ითვალისწინებს ჯანდაცვის პროფესიონალების პასუხისმგებლობას სავალდებულო შეტყობინების თაობაზე, რომელიც მათ უნდა წარუდგინონ სავაადმყოფოს რისკის მენეჯერს, რომელმაც თავის მხრივ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგრაფოს საბჭოს. შეტყობინების ინფორმაცია რისკის მენეჯერმა და საგრაფოს საბჭომ უნდა გამოიყენონ პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის, შეტყობინების ინფორმაციის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოსათვის სავალდებულო გადაცემამდე ინფორმაციას ჩამოშორებული აქვს იდენტიფიკაციის მაჩვენებელი, ექიმთა ბრიგადის ნომერი, პაციენტის სახელი და გვარი, ასეევ ჯანდაცვის პროფესიონალთა გვარი და სახელი.


ჯანდაცვის ეროვნულმა საბჭომ შექმნა სპეციალური რეესტრი ეროვნული მასშტაბით, რათა თვალყური ადევნოს ხდომილებებს და განაზოგადოს სამედიცინო შეცდომები მიიტანოს ჯანდაცვის სისტემამდე უსაფრთხოების იდენტიფიცირებული რისკები. საბჭო ასევე ადგენს მავნე ხდომილებათა წლიურ ანგარიშს.


ინფორმაციის გაზიარება ხდება პაციენტისა და ჯანდაცვის პროფესიონალთა თანხმობის გარეშე და შეიძლება გადაცემული იქნას კლინიკათა მონაცემთა ბაზისათვისა და რეესტრებისათვის.


საყურადღებოა, რომ ჯანდაცვის პროფესიონალს უფლება აქვს შეტყობინება გააგზავნოს ანონიმურად, თუ ასე ისურვებს. შეტყობინების გაგზავნისათვის გამგზავნს არ ეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა. ამგვარად, ერთის მხრივ, ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია საჩივრების, მოკვლევებისა და კომპენსაციის მიზნით და, მეორეს მხრივ, ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია მავნე ხდომილებათა მონიტორინგის სისტემის ნიშნით, მკვეთად არის ურთიერთისაგან გამიჯნული. ეს ელემენტი განიხილება, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალთა მუდმივი ხელშეწყობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. სისტემა სრულად გაზიარებულია დანიის საზოგადოების მიერ.


2004 წელს 6000 შეტყობინებას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც 137 სპეციფიკური წინადადებები შემუშავდა, რომლებიც ითვალისწინებდა ცვლილებებს. ეს ცვლილებები ძირითადად წარმოადგენდა ძირეული მიზეზის ანალიზს. იმის გამო რომ მავნე ხდომილებათა 50% შეადგენს წამლისმიერი შეცდომები, არ არის გასაკვირველი, რომ ყველაზე ხშირად ცვლილებები ეხება


დანიის პაციენტთა უსაფრთხოების ცენტრი

დანიის პაციენტთა უსაფრთხოების ცენტრი შეიქმნა 2001 წელს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი უპირველესი მიზანია სამკურნალო დაწესებულებებში გადაწყვეტილებათა მიღებისას პაცინეტთა უსაფრთხოების გააზრებისა და პირველ რიგში მისი უზრუნველყოფა. პაციენტთა უსაფრთოების ცენტრი თავის თავს ჯანდაცვის პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს. მის წევრებს წარმოადგენენ დაინტერესებულ პირთა ფართო წრე, სამკურნალო სფეროს პროფესიონალები, პაციენტთა და კვლევითი ორგანიზაციები, საავადმყოფოები, ფარმაცევტული და სამედიცინო მოწყობილობების საწარმოები და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები. პაციენტთა უსაფრთხოების ორგანიზაციებს აფინანსებენ: საავადმყოფოები, ფონდები და კერძო პირები საწევრო შენატანებით.


პაციენტთა უსაფრთხოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ უსაფრთხო მეთოდების სტანდარტებს, ამგვარად ისინი უშუალოდ მონაწილეობენ საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში. ისინი, ასევე, ინიცირებენ პროექტებს, რომელთა მიზანია უფლებამოსილებით აღჭურვონ პაციენტები, რათა მათ თავიანთი უსაფრთხოება დაიცვან გადამჭრელი და ზუსტი ზომებით. სტრატეგია ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

რისკის შემცველი პროცედურები განყოფილებისა ან ერთეულის დონეზე (სანიტარული სიტუაციის, მოწყობილობათა მოვლისა და ექსპლუატაციის პირობებისა, მედიკამენტების მოხმარების და სხვა ჩათვლით);

მავნე ხდომილებების (არასასურველი მოვლენების) შეტყობინების სისტემა (იხ. ქვემოთ);

პაციენტების თაობაზე ელექტრონული (კომპიუტერული) ჩანაწერები უსაფრთხოების მაღალი დონის უსაფრთხოების მისაღწევად და ინფორმაციის გაცვლით სამკურნალო დაწესებულებსა და კერძო სექტორს შორის;

ეროვნული სტანდარტები, რომლებიც გახდება ხარისხის შეფასების სისტემის ნაწილი.


კომუნიკაციების და ცოდნის გამჭვირვალობა ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

კლინიკური სახელმძღვანელო მასალების შემუშავება;

ხარისხის დეკლარაციის შემუშავება.


კომპეტენციის შემუშავების სტრატეგია ეფუძნება შემდეგს:

ხარისხის გაუმჯობესება, როგორც ჯანდაცვის ნებისმიერი პროფესიის აუცილებელი საგანი;

სამუშაოთა გეგმარება;

სექტორთაშორისი გაფართოებული კოოპერაცია;

საერთო პროფესიული ტერმინოლოგიის შემუშავება.


ჯანმო–მ შეისწავლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ოპერატიული საქმიანობა შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

ჯანმრთელობის დაცვის დონე

ჯანმრთელობის დაცვის სტრუქტურა

ფინანსური სახსრების განაწილების სამართლიანობა

გულისხმიერების დონე

ჯანდაცვის სისტემის საერთო მიღწევების დონე.


კვლევის შედეგად დანია მე-20 ადგილზე აღმოჩნდა (კანადა –მე-7, ბრიტანეთი – მე-9, ავსტალია – მე-12, აშშ – მე-15, ახ. ზელანდია – მე-26 (ჯანმრთელობის მსოფლიო ანგარიში, 2004წ).

 

  Copyright 2012