შაკიკის შეტევის წინმსწრები ფაზის სიმპტომები

ამონარიდები მონოგრაფიიდან: "შაკიკის საიდუმლო"    
გიორგი გეგელაშვილი. თბილისი, 2011 




წინმსწრები (”პრემონიტორული”) ფაზა ტკივილამდე ან აურამდე რამდენიმე საათით ან დღით ადრე იწყება.
ამ დროს ვლინდება შაკიკის შეტევის მანიშნებელი ანუ წინასწარ შემატყობინებელი სიმპტომები.

შეტევის მანიშნებლები  

მანიშნებელი სიმპტომები ანუ მანიშნებლები ფიზიოლოგიური ფუნქციების უჩვეულო მომატება ან, პირიქით, დაქვეითებაა. საკუთარ თავზე დაკვირვების და გარკვეული ჩვევების გამომუშავების შემდეგ, პაციენტების უმრავლესობამ შეიძლება წინასწარ გამოიცნოს შეტევის მოახლოება. მანიშნებლების გამოცნობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს შაკიკითან გასამკლავებლად.


გავრცელებული მანიშნებლებია:  

დაღლილობა, ღონემიხდილობა, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა;

მკვეთრი შუქის აუტანლობა;

შეუჩერებელი მთქნარება;

ფსიქოლოგიური დისკომფორტი;

გუნებაგანწყობის ცვლილებები

მოწყენილობა, „ხასიათის გაფუჭება“, დეპრესია, სიბრაზე, ეიფორია.


შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი მანიშნებლებიც:  

კისრის ტკივილი;

მადის ცვლილება

მადის მომატება

”ჭამად გადაქცევა”

დაუოკებელი ლტოლვა მხოლოდ „აჩემებული“ საკვების მიმართ

ორსულობის „მიზეზობის“ მსგავსად

უმადობა და გულისრევა;

ხმაურის და მკვეთრი სუნის აუტანლობა;

წყურვილი;

ხშირი შარდვა ან შარდის შეკავება;

ყაბზობა ან ფაღარათი.


შენიშვნა: წითელი არშიით მოცემულია სტატისტიკურად ყველაზე ხშირი მანიშნებლები.


  Copyright 2012