|
მცირე დოზა – ხანმოკლე დროით! არასტეროიდები და კუჭ-ნაწლავი: გიორგი გეგელაშვილი
პროსტაგლანდინებს გამოხატული დამცველობითი უნარები აქვთ. სწორედ ამიტომ მათ სინთეზზე პასუხისმგებელ ციკლოოქსიგენაზას – ”დამლაგებელ ენზიმს” უწოდებენ. პროსტაგლანდინები იცავენ კუჭს დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. PGE2 ამცირებს პეპტიკური წყლულის განვითარების ხელშემწყობი მჟავას პროდუქციას და განაპირობებს კუჭის ლორწოვანის ინტეგრირებულ ფუნქციონირებას. როდესაც პროსტაგლანდინების სინთეზი ითრგუნება, ზ.ა. დამცველობითი ფუნქციები ირღვევა და კუჭ-ნაწლავში ”ნოყიერი ნიადაგი” ჩნდება დაწყლულების, ”ჩუმი წყლულის გაღვიძების” ან სისხლდენის განვითარების პროცესში. კუჭ-ნაწლავის გართულებების სიმძაფრე დამოკიდებულია არასტეროიდის ორგანიზმში შეყვანის გზაზე. თუმცა, გართულების რისკი მნიშვნელოვნად არ მცირდება პარენტერალური მიღების დროსაც.
არასტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის გართულებები: პერფორაცია წყლული სისხლდენა. კუჭ-ნაწლავის გართულება შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს! კუჭ-ნაწლავის შესაძლო გართულებების გამო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებით მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე! განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ხანდაზმული ასაკი რამდენიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული მიღება მათ შორის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების და ასპირინის კომბინაცია კუჭ-ნაწლავის ავადმყოფობები ანამნეზში განსაკუთრებით წყლულით და სისხლდენით. |
|
|