ცენტრალური გადაცემა

       კახაბერ ჭელიძე

მეორე ნეირონის აქსონი, გამოდის რა ზურგის ტვინის უკანა რქიდან, წინა კომისურის მეშვეობით კვეთს ზურგის ტვინის ცენტრალურ ხაზს და გოვერსის ტრაქტში [1] ქმნის სპინოთალამურ ტრაქტს.


სპინოთალამური ტრაქტის აღმავალი ბოჭკოები ქმნიან სხვადასხვა სიმაღლის კოლატერალებს: სპინალურ დონეზე კომპლექსური მოტორული რეაქციების (მოცილების რეფლექსი, დაცვითი მოძრაობები), ხოლო ცენტრალურ დონეზე სიმპათიკური რეფლექსური რკალის (მაგ., მტკივნეულ ადგილზე ვაზოკონსტრიქცია) უზრუნველყოფით.


ტვინის ღეროში კონტროლდება ისეთი ავტონომური რეაქციები, როგორიცაა წნევისა და გულისცემის სიხშირის მატება, ოფლდენა.



სურათზე: ტკივილის აღმავალი ნერვული გზები

 

 

[1] tractus spinocerebellaris anterior-ს გოვერსის სახელი ეწოდა ბრიტანელი ნევროლოგის Sir William Richard Gowers-ის (1845 – 1915) უკვდავსაყოფად. მის სახელთან დაკავშირებილია: გოვერსის ნიშანი (მიოპათიის დროს), გოვერსის ყოველკვირეული შემოვლა, პარკინსონის ავადმყოფობის პირველი ილუსტრაცია და ეპილეფსიის ეროვნული საზოგადოების დაარსება (Sir David Ferrier და John Hughlings Jackson-თან ერთად).

  Copyright 2012