ა |
|
აგე-ინჰიბიტორი | [”პრილი”] ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორი. |
აგრანულოციტოზი | {ბერძნ. “ა” - უარყოფა, “გრანულოციტი” - სისხლის გრანულებიანი უჯრედი, “ოზი” - პროცესის ავადმყოფური განვითარება} სისხლმბადი სისტემის დათრგუნვის ერთ-ერთი ფორმა; უკიდურესად მცირდება სისხლის თეთრი სხეულაკების, ნეიტროფილების, ასევე ეოზინოფილების და ბაზოფილების რაოდენობა; ქვეითდება ორგანიზმის ბრძოლის უნარი ინფექციების მიმართ. |
ადიუვანტი | [adjuvant] {ლათინ. adiuvare - დახმარება} ფარმაკოლოგიური ან იმუნოლოგიური საშუალება, რომელსაც შეუძლია სხვა საშუალების (პრეპარატი, ვაქცინა) ეფექტის ცვლილება (მოდიფიცირება). ზოგიერთი ადიუვანტი დამოუკიდებლად ავლენს სპეციფიკურ ფარმაკოლოგიურ უნარს. |
ადიუვანტური გამაყუჩებელი | პრეპარატი, რომლის პირველადი დანიშნულება არ არის ტკივილის გაყუჩება, მაგრამ გარკვეული მდგომარეობების დროს ავლენს ასეთ უნარს. |
ავადობა | [დაავადებიანობა, ინციდენტობა] კონკრეტული დაავადების ანუ ავადმყოფობის ახალ შემთხვევათა რიცხვი გარკვეული დროის მონაკვეთში; განსაზღვრულ პოპულაციაში ავადმყოფობის პირველი გამოვლინება. |
ალოდინია | {ბერძნ. állos - სხვა; odúnē - ტკივილი} ისეთი გამღიზიანებლით განპირობებული ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, ტკივილს არ იწვევს. მაგ.: კანზე შეხება - ტაქტილური ანუ სტატიკური მექანიკური ალოდინია; თმის დავარცხნა - დინამიკური მექანიკური ალოდინია; თბილი ან გრილი სტიმულით გაღიზიანება - თერმული ალოდინია. |
ანალგეზია | მდგომარეობა, როდესაც ტკივილის გამომწვევი სტიმული უმტკივნეულოა. |
ანევრიზმა | სისხლძარღვის გათხელებული უბნის გამობერვა. თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების გაუმსკდარი ანევრიზმა ძირითადად უსიმპტომოა და დიდი ზომის მიღწევამდე არ იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს. ანევრიზმის გასკდომის შედეგად ვითარდება ქალასშიდა სისხლჩაქცევა. |
აურა | ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც, ჩვეულებრივ, წინ უსწრებს შაკიკის თავის ტკივილს. ყველაზე მეტად დამახასიათებელია მხედველობის შეცვლა ანუ ვიზუალური აურა, აგრეთვე - მგრძნობელობის და მეტყველების დარღვევები. იშვიათად ვითარდება ხელ-ფეხის დამბლა. |
ახალი თავის ტკივილი | ნებისმიერი ფორმის თავის ტკივილი, რომელიც ადამიანს ადრე არ განუცდია. |
ახალშობილი | 0-28 დღის ბავშვი. |
აღკვეთის მდგომარეობა | [”მოხსნის სინდრომი”] უსიამოვნო სიმპტომებით ან ფსიქოლოგიური ცვლილებებით წარმოდგენილი სინდრომი, რომელიც ყალიბდება ფარმაკოლოგიური საშუალების ხანგრძლივი მიღების შემდეგ უეცარი შეწყვეტის დროს. ასეთივე მდგომარეობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ორგანიზმში პრეპარატის ანტაგონისტის შეყვანის დროს. |