|
|
| პ |
|
| პარაცეტამოლი |
ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი გავრცელებული
საშუალება. პრაქტიკულად არა აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. |
| პარესთეზია |
სპონტანური ან გამოწვეული არანორმალური შეგრძნება. დიზესთეზიისაგან განსხვავებით
არ არის გამოკვეთილად უსიამოვნო შეგრძნება. |
| პაციენტთა უსაფრთხოება |
ჯანმრთელობის მართვის უსაფრთხოება; ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან
დაკავშირებული რისკების და შეცდომების გამოვლენა, ანალიზი და მართვა პროფილაქტიკური,
დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის
ღონისძიებების ხარისხის გაზრდის, ზიანის შემცირების და უსაფრთხოების მიზნით. |
| პერიფერიული სენსიტიზაცია |
ნოციცეპტორების გაღიზიანების ზღურბლის დაქვეითებით განპირობებული არაადეკვატურად
მომატებული პასუხი. |
| პოლიპრაგმაზია |
პრეპარატების არაგონივრულად დიდი რაოდენობით გამოყენება |
| პროვაიდერი |
[სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი] სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი,
ლიცენზირებული ან სხვაგვარად ავტორიზებული ინდივიდი, ან სამართალსუბიექტი,
რომელსაც კანონის შესაბამისად შეუძლია განახორციელოს სამედიცინო მომსახურება. |
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
|