სახის ტკივილი ტკივილი თვალის გარეთა კუთხისა და სასმენი ხვრელის შემაერთებელი ხაზის ქვემოთ, კისრის ზემოთ და ყურის ნიჟარის წინ.
სენსიტიზაცია ნორმალურ, ქვეზღურბლოვან გამაღიზიანებელის კვალდაკვალ წარმოშობილი არადეკვატურად მომატებული (ზეზღურბლოვანი გამაღიზიანებლის სადარი) პასუხი.
სიმსივნური ტკივილი ტერმინი აერთიანებს ტკივილით მიმდინარე მდგომარეობებს და სინდრომებს, რომლებიც დაკავშირებულია ავთვისებიანი სიმსივნის: 1. უშუალო ზემოქმედებასთან; 2. სისტემურ ზეგავლენასთან; 3. დიაგნოსტიკასთან და 4. მკურნალობასთან. შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.
სკოტომა მხედველობის ველში ან ველებში გაჩენილი მხედველობის აბსოლუტური ან შედარებითი (დაბინდვა ან შემცირება) დეფექტი.
სომატური ტკივილი იხ., ”ძვალ-სახსროვანი ტკივილი”.
სტიმულზე დამოკიდებული ტკივილი სტიმულით განპირობებული, გამღიზიანებლით გამოწვეული ტკივილი; მაგ.: ალოდინია, ჰიპერალგეზია და მოძრაობით გამოწვეული ტკივილი.
სუდომოტორული {ლათ. sudor - ოფლი} ოფლის გამოყოფა.
სხეულის მასის ინდექსი [BMI] ადამიანის სხეულის მასის შეფარდება სიმაღლის კვადრატთან (კგ/მ2).
სცინტილაცია მნათი და მოციმციმე მხედველობითი ჰალუცინაციები, რომლებიც იცვლიან ინტენსივობას. ციმციმის სიხშირე დაახლოებით 8-10 ციკლია წამში. დამახასიათებელია აურისთვის.
Spina bi􀏔ida ნერვული ლულის დეფექტის ყველაზე ხშირი გამოხატულებაა; განვითარების მანკის გამო სპინალური არხი ბოლომდე არ იხურება. ყალიბდება ორსულობის 25-29 დღისთვის.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012