ნ |
|
ნარჩენი ტკივილი | გაღიზიანების შემდგომი შეგრძნება, როდესაც ტკივილი გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე თავად სტიმული, კვალის რეაქცია, შეგრძნების შემდგომი ტკივილი. |
“ნაყინის შაკიკი” | ცივი საკვების ან სასმელის ენის ძირზე ზემოქმედებისას შეიძლება განვითარდეს ძლიერი თავის ტკივილი, რასაც ზოგჯერ “ტვინის გაყინვასაც” უწოდებენ. ჩვეულებრივ, გრძელდება 5 წუთი. თუ ადამიანი დაავადებულია შაკიკით, ნაყინმა, მაცივრის წყალმა ან სხვა ცივმა პროდუქტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შაკიკისთვის დამახასიათებელი შეტევის პროვოცირება. |
ნევრალგია | ტკივილი ნერვის (-ების) გავრცელების არეში. აუცილებელი არ არის იგი პაროქსიზმული ხასიათის იყოს. |
ნევრიტი | ნერვის (-ების) ანთება. |
ნეიროგამოსახვა | თავის ტვინის ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები: კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (MRI), მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (MRA), მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფია (MRV), თავის ტვინის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია (CA), თავის ტვინის სისხლძარღვთა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA). |
ნეიროგენული ტკივილი | პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ წამოწყებული ან მისი დაზიანებით, დისფუნქციით, ტრანზიტორული პერტრუბაციით განპირობებული ტკივილი. |
ნეიროპათია | ფუნქციური ან ორგანული დაზიანება: ერთი ნერვის - მონონეიროპათია; რამოდენიმე ნერვის - მრავლობითი მონონეიროპათია; დიფუზურად და ორმხრივად მრავალი ნერვის - პოლინეიროპათია. ნევრიტი ნეიროპათიის ერთ-ერთი ფორმაა. |
ნეიროპათიული ტკივილი | ტკივილი, რომელიც აღმოცენდება ცენტრალური ან პერიფერიული სომატოსენსორული სისტემის დაზიანების ან ავადმყოფობის შედეგად. |
ნეიროპათიული ტკივილის აღწერა | “გამკრავი”, “მჩხვლეტავი”, “შეტევითი”, “მწველი”, ”მტანჯველი”, ”დამაუძლურებელი”, ”დამქანცველი”, ”გამომფიტავი” შეგრძნება. |
ნერვული მილის დეფექტები | Spina bifida, ანენცეფალია, ენცეფალოცელე, მენინგოცელე, მენინგომიელოცელე, მენინგოენცაფალოცელე. |
ნიტრატები და ნიტრიტები | ნიტრატები გამოიყენება გულის იშემიური ავადმყოფობის სამკურნალოდ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიტრატია ნიტროგლიცერინი. ნიტრიტებს ხორცის პროდუქტების დასამზადებლად იყენებენ. ნიტრატები და ნიტრიტები იწვევენ თავის ტკივილს. შაკიკით დაავადებულ ადამიანებში კი - შაკიკის პროვოცირებას. აქედან წარმოიშვა სამედიცინო ჟარგონი “სოსისის შაკიკი”. |
ნოციცეფცია | დამაზიანებელი სტიმულის კოდირების ნერვული პროცესი. მან შეიძლება გამოიწვიოს ავტონომიური (წნევის მომატება) ან ქცევითი (მოცილების რეაქცია ან ნოციფენსური ქცევა - კომპლექსური დაცვითი ქმედებები) ცვლილებები და არ არის აუცილებელი ამ დროს ტკივილის აღმოცენება. |
ნოციცეპტორი | მაღალი ზღურბლის პერიფერიული სენსორული რეცეპტორი, რომელსაც შესწევს უნარი სხვადასხვა დამაზიანებელი მოვლენა აღიქვას და გარდაქმნას კოდირებულ ნერვულ იმპულსად. |
ნოციცეპტური ნეირონი | სომატოსენსორული ნერვული სისტემის ცენტრალური ან პერიფერიული ნეირონი, რომელიც მონაწილეობას იღებს დამაზიანებელი სტიმულის კოდირებაში. |
ნოციცეპტური ტკივილი | ნოციცეპტორის გააქტივების შედეგად აღმოცენებული ტკივილი. დაზიანება, ჩვეულებრივ არანერვულ ქსოვილში მიმდინარეობს, მაგრამ მეორად ზემოქმედებას ახდენს ტკივილის რეცეპტორებზე. |