ქალასშიდა სისხლჩაქცევა ვითარდება სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის, მისი კედლის განვლადობის მომატების ან სისხლის მეტისმეტად “გათხელების” გამო. ჩაქცევის ადგილის მიხედვით შეიძლება იყოს ტვინშიდა (ინტრააქსიალური) და ტვინის გარეთა (ექსტრააქსიალური). წარმოშობის მიხედვით ტრავმული ან არატრავმულია.
ქრონიკული გახანგრძლივებული, მუდმივი, გაჭიანურებული. შაკიკის შემთხვევაში, ქრონიკულად ითვლება ტკივილი, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს.
ქსელქვეშა სისხლჩაქცევა ტრავმული ან არატრავმულია. არატრავმულად განვითარებას ძირითადად საფუძვლად უდევს ანევრიზმის გასკდომა, რასაც თან ახლავს თავზარდამცემი თავის ტკივილი და ღებინება. ქსელქვეშა (სუბარაქნოიდული) სისხლჩაქცევა ქალასშიდა, მაგრამ ტვინის გარეთა სისხლჩაქცევის ერთ-ერთი ფორმაა. სხვა ფორმებია: მაგარი გარსის ზედა (ეპიდურული) და ქვედა (სუბდურული).
ქინაქინი [ბერძნ., kina – ქერქი] ქინაქინის ხის (Cinchona offi cinalis. C. succirubra და სხვ.) ქერქისაგან დამზადებული ალკალოიდი, სინთეზურად მიიღეს XX საუკუნის 40-იან წლებში. პრეპარატი ქინინი სპეციფიკური საშუალებაა მალარიის წინააღმდეგ. გამოიყენება არითმის და მიზეზდაუდგენელი კრამპების (მტკივნეული კუნთოვანი სპაზმი) სამკურნალოდ.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012