გავრცელება [გავრცელებადობა, პრევალენტობა] კონკრეტული ავადმყოფობით შეპყრობილ ადამიანთა (შემთხვევათა) რიცხვი განსაზღვრულ პოპულაციაში.
გაჭიანურებული თავის ტკივილი ჩვეულებრივზე ბევრად ხანგრძლივი თავის ტკივილი.
გატიტრვა [”ტიტრაცია”, ”დოზის ტიტრაცია”] პრეპარატის ჩვეული გვერდითი მოვლენის თავიდან აცილება დოზის თანდათანობით მომატების გზით. გამოიყენება ძლიერმოქმედი, ფსიქოტროპული და სხვ. საშუალებების მკურნალობის საწყის ეტაპზე. ზოგჯერ გატიტრვას თვეები სჭირდება. პაციენტების მიერ ექიმის რეკომენდაციათა არასათანადოდ შესრულების ერთერთი მიზეზია.
გზამკვლევი [მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური რეკომენდაცია, გაიდლაინი] ჯანდაცვის მართვის პროცესში გამოვლენილი განმეორებადი პრობლემების გადასაჭრელად შეთანხმებული მიდგომა, რომლის მიზანია სამედიცინო პრაქტიკაში არსებული გადახრების შემცირება და მკურნალობის გამოსავლის გაუმჯობესება. რეკომენდაციები ეყრდნობა ლიტერატურაში არსებულ მკაფიო მტკიცებულებებს და ნაკლებად აღიარებს მხოლოდ ერთი ექსპერტის აზრს - /Aspden, 2004/.
გლიკირებული ჰემოგლობინი [გლიკოლიზებული ჰემოგლობინი, HbA1c - Glycosylated hemoglobin, გლიკოზილებული ჰემოგლობინი,“შაქრის მეხსიერება”] სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელითაც შესაძლებელია გლიკემიის მდგომარეობის შეფასება ბოლო 8-12 კვირის განმავლობაში.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012