| მ |
|
| მანიშნებელი სიმპტომები |
ფიზიოლოგიური ფუნქციების ცვლილებები, რომლებიც გვხვდება შეტევის წინმსწრებ ფაზაში
აურამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან თავის ტკივილამდე (ასეთის არსებობის და
აურის არარსებობის შემთხვევაში) 2-48 საათით ადრე. |
| მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოება |
შემთხვევითი დაზიანებებისგან დაცულობა წამლით მკურნალობის პროცესში; ღონისძიებები,
რომლებიც ხელს უწყობენ წამლის გამოყენებისას განვითარებული არასასურველი მოვლენების
თავიდან აცილებას ან გამოსწორებას - /AHA & HRET & ISMP, 2002/. |
| მენინგიტი |
თავის ტვინის გარსების ანთება. დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ ხერხემლის
გაჩხვლეტით, თავ-ზურგტვინის სითხის აღებით და მისი ანალიზით. ახასიათებს ტემპერატურის
მომატება, კისრის კუთების რიგიდობა და თავის ტკივილი. წარმოშობით შეიძლება იყოს
ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი. |
| “მენზესური თავის ტკივილი” |
თავის ტკივილი, რომელიც უპირატესად მენსტრუაციას ანუ მენზესს უკავშირდება. ასეთი თავის
ტკივილი უპირატესად დაძაბული ტიპისაა, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა პირველად თავის
ტკივილის არსებობაც. |
| “მენზესური შაკიკი” |
არ არის დამოუკიდებელი ავადმყოფობა. მიანიშნებს შაკიკის რომელიმე ფორმის შეტევების
კავშირს მენზესთან. |
| მოზარდი |
10-18 წლის ასაკის ადამიანი. |
| მტკივნეული ანესთეზია |
[Anesthesia dolorosa] ტკივილი, რომელიც წარმოიშვება სამედიცინო მიზნით ან ავადმყოფობის
შედეგად სხეულის ნაწილის გაუტკივარების შედეგად. |
| მუდმივი ტკივილი |
გახანგრძლივებული ტკივილის შეგრძნება, რომელიც არის ან არ უნდა იყოს დაკავშირებული
შეცნობილ ავადმყოფურ პროცესთან. |
| მფეთქავი ტკივილი |
მოპულსირე ტკივილი ანუ პულსაციის სადარი შეგრძნება; ტკივილი,
რომელიც გულისცემას ემთხვევა. |