ბრადიკინინი სისხლძარღვის გაფართოების და, შესაბამისად, წნევის დაქვეითების უნარის მქონე პეპტიდია. ფიზიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური პეპტიდი მიეკუთვნება კინინის ჯგუფის პროტეინებს. ბრადიკინინი შეიცავს 9 ამინომჟავას. აქვს 2 რეცეპტორი: B1, B2. იშლება 3 ენზიმით: აგე, ამინოპეპტიდაზა და კარბოქსიპეპტიდაზა. აგე-ინჰიბიტორები ზრდიან ბრადიკინის კონცენტრაციას.
ბელადონა
[Atropa belladonna] მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან. შეიცავს ალკალოიდებს (მაგ., ატროპინს) და შხამიანია. ფოთლებისა და ფესვებიდან ამზადებენ ექსტრაქტს და ნაყენს. იყენებენ როგორც სპლაზმოლიზურ საშუალებას ვისცერული ტკივილების დროს.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012