ფარმაკოუსაფრთხოება ფარმაცევტული პროდუქტების სახიფათო მოქმედების აღმოჩენის, შეფასების, გაანალიზების და თავიდან აცილებისაკენ მიმართული სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებები /WHO, 2002/.
ფიბრომიალგია გაჭიანურებული და გავრცობილი ტკივილის სინდრომი, რომელსაც თან სდევს: კუნთების დაჭიმულობა, დაღლილობა, წყვეტილი ძილი ან გამოუძინებლობა, კოგნიტიური შეფერხებები. ხშირია: შფოთვა და/ან დეპრესია, ყოფითი აქტივობის შეზღუდვა. გავრცელებულია ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში.
ფიზიკური დამოკიდებულება სხეულის ჩვეულებრივი პასუხი მთელი რიგი კლასის მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების საპასუხოდ. მაგ.: ß-ბლოკერები, α-2 ადრენერგულები, სტეროიდები, ოპიოიდები.
ფონოფობია [ბერძნ. “ფონოს” phonos - ხმა, ბგერა; “ფობოს” phóbos - შიში] ხმაურის, ძლიერი ბგერის, ხმის აუტანლობა. ხმაური შემაწუხებელია ჰიპერაკუზიის (მომატებული სმენადობა) დროსაც. ფონოფობია შაკიკის ტიპური თავის ტკივილის, ხოლო ჰიპერაკუზია - ბაზილური ტიპის შაკიკისთვისაა დამახასიათებელი.
ფოტოფობია [ბერძნ. phōs (phōtos) - სინათლე] მკვეთრი სინათლის აუტანლობა. დამახასიათებელია შაკიკის ტიპური თავის ტკივილისთვის.
ტოლერანტულობა ფიზიოლოგიური ”მიჩვევის” მდგომარეობაა. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას მცირდება ეფექტურობა და/ან ისეთივე ეფექტის მისაღებად საჭირო ხდება დოზის განუხრელი მატება.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012