|
დ |
|
დამყოლობა (პაციენტის) | [ინგლ. compliance - დამყოლობა, თანხმობა, ხათრიანობა] სამედიცინო რეკომენდაციის შესრულების ხარისხის მაჩვენებელი. “ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებლის რეკომენდაციების (მედიკამენტების მიღება, დიეტის დაცვა, ცხოვრების სტილის ცვლილება) შესრულების ქცევითი აქტივობის საზომი” - /ჯანმო/. ბოლო დროს ”დამყოლობა” თანდათან ჩაანაცვლა ტერმინებმა: "მიმდევრობა", ”შესრულება”, ”სამედიცინო რჩევების შესრულება”, "სამედიცინო რეკომენდაციათა შესრულების ხარისხი" {adherence – ერთგულება, თავდადებულობა; concordance - თანხმობა; შესაბამისობა}. |
დამაზიანებელი სტიმული | ქსოვილის მიმდინარე (აქტიური, რეალური) ან მოსალოდნელი (პოტენციური) დამაზიანებელი მოვლენა. |
დამხმარე ტკივილგამაყუჩებელი | [ადიუვანტი, ადიუვანტურიგამაყუჩებელი] პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ არ არის მოწოდებული ტკივილის გამაყუჩებლად, მაგრამ გარკვეული მდგომარეობის დროს ეფექტურია მისი ტკივილის სამკურნალოდ გამოყენება. |
დემენცია | ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა. ორგანული ბუნების ინტელექტუალური მდგომარეობის ქრონიკული გაუარესება, რაც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ თუ სამსახურებრივ ნორმალურ ფუნქციონირებაზე. |
დიზესთეზია | სპონტანური ან გამოწვეული არასასიამოვნო არანორმალური შეგრძნება (ჰიპერალგეზია, ალოდინია). პარესთეზიისგან განსხვავებით ყოველთვის არასასიამოვნოა. |
დოლორიმეტრი | ტკივილის გასაზომი მოწყობილობა |
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
|