კაუზალგია ნერვის ტრავმული დაზიანების შემდგომი სინდრომი: მწველი ტკივილი, ალოდინია და ჰიპერპათია ხშირად თანხლებულია ვაზო- და სუდო-მოტორული, ხოლო მოგვიანებით სტადიაზე - ტროფიკული დარღვევებით.
კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც შეესაბამება თავის ტვინის რომელიმე უბნის, ფოკუსის, კერის დაზიანებას ან არასწორ ფუნქციონირებას. განსაკუთრებით თვალნათელია აურის დროს. მხედველობითი აურის დროს თავის ტვინის მხედველობაზე პასუხისმგებელი უბნის - კეფის წილის ნერვული უჯრედები “არაბუნებრივად” ფუნქციონირებენ.
კისრის კუნთების რიგიდობა კისრის კუნთების დაჭიმულობა. უფრო ხშირად გულისხმობენ კისრის გამშლელი კუნთების ტონუსის მომატებას.
კრამპი კუნთების მტკივნეული სპაზმი. უფრო ხშირია წვივების და ტერფის კუნთებში. იშვიათია კისრის, ქვედა ყბის, მუცლის კუნთებში. ”იდიოპათიური” კრამპი ჩვეულებრიც იწყება ფეხის დაჭიმვის, გაზმორების შედეგად, ღამით.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012