თავზარდამცემი თავის ტკივილი სრულიად უეცარი, უჩვეულო, არაბუნებრივად ძლიერი თავის ტკივილი. ხშირად ადარებენ “თავის გასკდომას” ან “მეხის გავარდნას”. ტკივილი პიკს აღწევს უსწრაფესად.
თავის ტკივილი ტკივილი და ნებისმიერი სხვა უსიამოვნო განცდა თვალის გარეთა კუთხისა და სასმენი ხვრელის შემაერთებელი ხაზის ზემოთ.
თავის ტკივილის შეტევა თავის ტკივილის დაწყების, განვითარების, ჩამოყალიბების, გარკვეულ დონემდე მიღწევის და გაქრობის (ან მინიმალურამდე შემცირების) პერიოდი, რომელიც სხვადასხვა ფორმის (ტიპის, ქვეტიპის) თავის ტკივილისთვის სხვადასხვაა. ჩვეულებრივ, არაგაჭიანურებული შეტევა გრძელდება რამდენიმე წუთიდან 72 საათამდე. მოზრდილთა შაკიკისთვის იგი მერყეობს 4 საათიდან 72 საათამდე. ბავშვებში შეიძლება უფრო მცირეხნიანი იყოს.
თავის ტკივილის “წითელი ალმები” კლინიკური, ლაბორატორიული ან სხვა მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს მეორადი თავის ტკივილი.
თანმხლები სიმპტომები სიმპტომები ანუ კლინიკური გამოხატულებები, რომლებიც თან ახლავს და წინ არ უსწრებს ან არ მოჰყვება თავის ტკივილს.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012