| ტ |
|
| ტკივილი |
არასასიამოვნო სენსორული ან ემოციური განცდა, რომელიც უკავშირდება ქსოვილის აქტიურ
ან პოტენციურ დაზიანებას ან გადმოცემულია ასეთი დაზიანების შესაბამისი ტერმინებით. |
| ტკივილის დაჯგუფების პერიოდი |
დროის პერიოდი, როდესაც თავის ტკივილი რეგულარულად მეორდება, ჯგუფდება და, სულ
მცირე, დღეში ერთხელ გვხვდება. |
| ტკივილის ინტენსივობა |
ანუ ტკივილის სიძლიერე. ინტენსივობის მიხედვით ტკივილი შეიძლება იყოს:
მსუბუქი, ზომიერი ან ძლიერი. |
| ტკივილის ტოლერანტობის დონე |
ტკივილის გამომწვევი სტიმულის მაქსიმალური ინტენსივობა, რომელიც სუბიექტმა შეიძლება
აიტანოს მოცემულ სიტუაციაში. |
| ტკივილის ზღურბლი |
სტიმულის მინიმალური ინტენსივობა, რომელიც შეიძლება სუბიექტმა ტკივილად მიიჩნიოს.
ალოდინიის დროს ზღურბლი ქვეითდება; ჰიპერპათიის და ჰიპოალგეზიის დროს - იზრდება. |
| ტოლერანტულობა |
ფიზიოლოგიური ”მიჩვევის” მდგომარეობაა. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას მცირდება
ეფექტურობა და/ან ისეთივე ეფექტის მისაღებად საჭირო ხდება დოზის განუხრელი მატება. |
| ტრანსდუქცია |
მემბრანული პოტენციალის მოდიფიკაცია ნოციცეპტორში. |
| ტრანსმისია |
ტკივილის იმპულსის გატარება (გადაცემა) ნერვული ბოჭკოების საშუალებით. |
| ტრანსფორმაცია |
მემბრანული პოტენციალის გარდაქმნა მოქმედების პოტენციალად. |