ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ნეიროპათია

      გიორგი გეგელაშვილი

მიმოხილვა  

ნეიროპათია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნევროლოგიური დარღვევაა [McArthur JC, 2005].


აივ-ნეიროპათია, როგორც წესი, აივ ინფექციის მოგვიანებით სტადიაზე ყალიბდება. ყველაზე მეტად დამახასიათებელია შიდს-ის პერიოდი.


აივ-ნეიროპათიის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა დისტალური სენსორული ნეიროპათია, რომელიც აივ-პაციენტთა 30%-ში, ხოლო შიდს-ით დაავადებულთა თითქმის 100%-ში არის დადასტურებული აუტოფსიურად.


მიუხედავად იმისა, რომ ანტირეტროვირუსული პრეპარატები საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება აივ-ნეიროპათიის სამკურნალოდ, ზოგიერთი ტრანსკრიპტაზას უკუქცევადი ნუკლეოზიდური ინჰიბიტორი ანტირეტროვირუსული ტოქსიკური ნეიროპათიისგამომწვევი მიზეზია.


დისტალური სენსორული ნეიროპათიის და ანტირეტროვირუსული ტოქსიკური ნეიროპათიის ერთმანეთისაგან გარჩევა საკმაოდ რთულია.


აივ-ნეიროპათიის რისკის ფაქტორებია:

ხანდაზმულობა

კვებითი დარღვევები

ალკოჰოლის მოხმარება

მაღალი აივ-ტიტრი


დიფერენციაციის მე-4 ჯგუფის (CD4) მაჩვენებლის სიმცირე.


აივ-ნეიროპათიის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ორმხრივია, იწყება თანდათანობით. სიმპტომებიდან, როგორც წესი, წამყვანია ტკივილი:

“ყრუ ტკივილი”, ”მტკივნეულ დაბუჟება”, ”მწველი ტკივილი”

განსაკუთრებით ძლიერია ფეხისგულებზე

უარესდება ღამით ან სიარულის შემდეგ

ხშირია ჰიპერალგეზია და ალოდინია.


ძალზე იშვიათად ტკივილის ნაცვლად ავადმყოფები აღნიშნავენ მხოლოდ ”არაკომფორტულ შეგრძენებებს”.


აივ-ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა  
ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობის გზამკვლევი, EFNS 2010  

ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობის გზამკვლევი.

ნევროლოგიური საზოგადოებების ევროპის ფედერაცია 2010

N. Attal, G. Cruccua, R. Barona, M. Haanpa, P. Hanssona, T. S. Jensena, T. Nurmikko

EFNS guidelines on the pharmacological treatment of neuropathic pain: 2010 revision

European Journal of Neurology 2010, 17: 1113–1123.

ეტიოლოგია ეფექტურობა A-დონე ეფექტურობა  B-დონე ???

აივ-ნეიროპათია

Capsaicin 8% სალბუნი

Lamotrigine

Amitriptyline

კანაბისისმოწევა

 

Capsaicin კრემი

 

 

Gabapentin

 

 

Lidocaine სალბუნი

 

 

Memantine

 

შენიშვნები:

პრეპარატები დალაგებულია ლათინური ალფავიტის მიხედვით.

??? = კვლევებით დადასტურებულია და/ან მიღებულია: უფექტობა A/B დონე, ნაკლები ეფექტურობა ან კონფლიქტური, ურთიერთ გამომრიცხველი შედეგები;

კანაბისის მოწევა - საქართველოს კანონმდებლობით უკანონო ქმედებაა. ამ დასკვნას მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. კლინიკური კვლევებით სწავლობენ კანაბისის სინთეზური ანალოგების მოქმედებას აივ- და სხვა ნეიროპათიულ ტკივილზე

Capsaicin კრემი და Lidocaine სალბუნი საქართველოში რეგისტრირებული არ არის.

საქართველოში რეგისტრირებულია და მიმოქცევაშია Capsaicin-ის 8%-იანი შემცველობის სალბუნი - ქუტენზა.

 

  Copyright 2012