|   
 | სტიმულის წარმოშობა | მდებარეობა | ხასიათი | გავრცელება და გადაცემა | მაგალითები | 
   
     | ნოციცეპტური ტკივილი   ზერელე სომატური ტკივილი | კანის ან ლორწოვანის (პირის ღრუ, ცხვირი, ანუსი) ნოციცეპტორები. ნოციცეპტული სტიმული აშკარაა.  | კარგად ლოკალიზდება | ჩვეულებრივ მჭრელი, მწველი, ან მჩხლეტავია | არ ვრცელდება, არ გადაეცემა | * აბსცესი 
          * ქირურგიული ჩარევის შემდგომი ტკივილი
 * ზერელე, არაღრმა ტრავმა ამ დამწვრობა
 | 
   
     | ნოციცეპტური ტკივილი   ღრმა სომატური ტკივილი | ძვლის, სახსრების, კუნთების და შემაერთებელი ქსოვილის
          ნოციცეპტორები. ნოციცეპტული სტიმული აშკარაა.
 | ჩვეულებრივ კარგად ლოკალიზდება და პალპაციის დროს შეინიშნება დაჭიმულობა. | ჩვეულებრივ ყრუ ან მფეთქავი ხასიათისაა | ტკივილი  გადაეცემა კანის შესაბამის მიდამოს. არ ახლავს სენსორული დისფუნქცია. | * ძვლის მეტასტაზური დაზიანება
          * მოტეხილობა
 * კრამპი
 * ნამგლისებრი კრიზი
 | 
   
     | ნოციცეპტური ტკივილი   ვისცერული ტკივილი | შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, პანკრეასი, პლევრა, პერიტონეუმი) ნოციცეპტორები. | ცუდად ლოკალიზდება, დიფუზურია.  დაზიანების შესაბამისი ადგილის პალპაცია აძლიერებს ტკივილს.
          
 | ჩვეულებრივ ყრუ, კრამპის მსგავსი, დამწოლი, მოჭერის, ღრმა შეკუმშვის, სპაზმური ან ჭვალის ხასიათისაა. ხშირად თანხლებულია გულისრევით, ოფლიანობით ან ღებინებით. | ტკივილი შეიძლება გადაეცეს კანის იმ მიდამოს, რომელიც ინერვირდება იგივე ნერვის  ფესვებით, რაც დაზიანებული ორგანო. სხვა შემთხვევაში ტკივილის გავცელება შეიძლება არ ემთხვეოდეს ინერვაციის მიდამოს. არ ახლავს სენსორული დისფუნქცია. | * ყაბზობა
          * მჟავე პროდუქტის ჭარბი მოხმარება
 * პლევრიტი
 * მეტასტაზი ღვიძლში
 | 
   
     | ნეიროპათიული ტკივილი | გენერირდება სხვადასხვა ადგილებში და ყოველთვის არ არის სტიმულზე დამოკიდებული. | ცუდად ლოკალიზდება.  ემთხვევა დაზიანებული ნერვის ანატომიურ საზღვრებს. | პაციენტებს უჭირთ ტკივილის აღწერა. ეთნიკურად განსხვავებული ადამიანები თავისებურად განმარტავენ საწუხარს: წვა, ჩხვლეტა, ჭრა, დასუსხვა. ტკივილი შეიძლება გაჭიანურდეს ან უკუქცევითი იყოს. | ტკივილი აღიქმება დაზიანებული ნერვის საინერვაციო მიდამოში. ტკივილის ირადიაცია შეიძლება უჩვეულოც იყოს.  თანხლებულია სენსორული დიფუნქციით (სიზესთეზია, ჰიპოესთეზია, ჰიპერესთეზია,  ალოდინია). | * ზურგის ტვინის ტრავმა, სიმსივნე 
          *გაფანტული სკლეროზი
 *ინსულტი
 *აივ-ნეიროპათია
 *სიმსივნური ნეიროპათია
 *ვინკრისტინით თერაპიის შემდგომი ნეიროპათია
 *ფანტომური ტკივილი.
 |