ტკივილის დაღმავალი დათრგუნვის მექანიზმები

      კახაბერ ჭელიძე

თავის ტვინში ინჰიბიტორული მექანიზმების აქტივაციის შედეგად ზურგის ტვინის დონეზე ხდება ტკივილის მოდულაცია. ბიოგენური ამინები სეროტონინი და ნორეპინეფრინი მოქმედებენ ტკივილის შემამსუბუქებელ სპინალურ გზებზე.


ტკივილის დროს სპინალური და სუპრასპინალური ინტერნეირონები გამოყოფენ ენდოგენურ ოპიოიდებს - ენდორფინებს, რომლებიც უკავშირდებიან როგორც პრე- ასევე პოსტსინაფსურ ოპიოიდურ რეცეპტორებს. პრესინაფსური ოპიოიდური რეცეპტორების აქტივაცია ამცირებს ტრანსმიტერების გამოთავისუფლებას, ხოლო პოსტსინაფსურის კი - მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას.

 


სურათზე: ტკივილის დაღმავალი დათრგუნვა (სპინალური დონე)

 


სურათზე: ტკივილის დაღმავალი დათრგუნვა (სპინალური დონე) - 2

 

  Copyright 2012