კისრის ტკივილი - უუნარობის შესაფასებელი სკალა

      მაკა მანია

ეს კითხვარი დაგეხმარებათ ადვილად გაერკვეთ იმაში, თუ რამდენად არის დარღვეული თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტიობა კისრის ტკივილის გამო.


თითოეულ პარაგრაფში უნდა შემოხაზოთ თქვენთვის მისაღები ერთი დებულების შესაბამისი ქულა. თქვენ შესაძლოა ჩათვალოთ, რომ ერთ პარაგრაფში თქვენს მდგომარეობას შეესაბამება ორი და მეტი დებულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გთხოვთ მონიშნოთ მხოლოდ ერთი ქულა, რომელიც ყველაზე უფრო ზუსტად აღწერს თქვენს მდგომარეობას მოცემულ დღეს, დააჯამოთ და ჩაწეროთ ბოლო გრაფაში.


პარაგრაფი N1 - ტკივილის ინტენსიურობა

1. ამჟამად ტკივილი არა მაქვს;

2. ამჟამად ტკივილი ძალიან სუსტია;

3. ამჟამად ტკივილი ზომიერია;

4. ამჟამად ტკივილი ინტენსიურია;

5. ამჟამად ტკივილი ძალიან ინტენსიურია;

6. ამჟამად ტკივილი გაუსაძლისია.


პარაგრაფი N2 - საკუთარი თავის მოვლა

1. საკუთარი თავის მოვლის დროს რაიმე განსაკუთრებულ ტკივილს არ ვგრძნობ;

2. საკუთარ თავს ნორმალურად ვუვლი, მაგრამ ამ დროს ვგრძნობ ტკივილს;

3. საკუთარი თავის მოვლისას მაწუხებს ტკივილი, რის გამოც ვცდილობ ვიმოძრაო ფრთხილად     და აუჩქარებლად;

4. ძირითადად მე თვითონ ვუვლი ჩემს თავს, მაგრამ გარკვეული დახმარებაც მჭირდება;

5. თავის მოვლისას ყოველთვის ვამჯობინებ დახმარებას;

6. ვერ ვახერხებ ჩაცმას, გაჭირვებით ვბანაობ და უმთავრესად ვწევარ.



პარაგრაფი N3 - სიმძიმის აწევა

1. სიმძიმეების აწევისას რაიმე განსაკუთრებულ ტკივილს არ ვგრძნობ;

2. სიმძიმეებს ვეწევი, მაგრამ ეს მტკივნეულია ჩემთვის;

3. ტკივილის გამო მძიმე ნივთებს იატაკიდან ვერ ვეწევი, მაგრამ შემიძლია მისი მოხერხებული       ადგილიდან (მაგ., მაგიდიდან) აწევა;

4. ტკივილის გამო მძიმე ნივთებს იატაკიდან ვერ ვეწევი, მაგრამ შემიძლია შედარებით                ...მსუბუქი ტვირთის მოხერხებული ადგილიდან (მაგ., მაგიდიდან) აწევა;

5. შემიძლია ავწიო მხოლოდ ძალიან მსუბუქი ნივთი;

6. არაფრის აწევა და წაღება არ შემიძლია.



პარაგრაფი N4 -მუშაობა

1. შემიძლია ვიმუშაო იმდენი, რამდენიც მინდა;

2. შემიძლია შევასრულო ჩემთვის ჩვეული სამუშაო, მაგრამ უფრო მეტს ვერ შევძლებ;

3. შემიძლია შევასრულო ჩემთვის ჩვეული სამუშაოს ნაწილი, მაგრამ უფრო მეტს ვერ შევძლებ;

4. ვერ ვასრულებ ჩემთვის ჩვეულ სამუშაოს;

5. გაჭირვებით ვასრულებ ამა თუ იმ სამუშაოს;

6. საერთოდ ვერ ვმუშაობ.



პარაგრაფი N5 - თავის ტკივილი

1. თავის ტკივილი საერთოდ არ მაწუხებს;

2. იშვიათად მაწუხებს მსუბუქი თავის ტკივილი;

3. იშვიათად მაწუხებს ზომიერი ინტენსიობის თავის ტკივილი;

4. ხშირად მაწუხებს ზომიერი ინტენსიობის თავის ტკივილი;

5. ხშირად მაწუხებს ძლიერი თავის ტკივილი;

6. თითქმის სულ მტკივა თავი.



პარაგრაფი N6 – კონცენტრაცია

1. კონცენტრირებას ვახერხებ სრულყოფილად, სირთულეების გარეშე;

2. კონცენტრირებას ვახერხებ სრულყოფილად, მაგრამ მცირედი სირთულით;

3. გარკვეულწილად მიძნელდება კონცენტრირება;

4. ძალიან მიძნელდება კონცენტრირება;

5. უკიდურესად მიძნელდება კონცენტრირება;

6. კონცენტრირებას საერთოდ ვერ ვახერხებ.



პარაგრაფი N7 – ძილი

1. კარგად მძინავს;

2. ძილი უმნიშვნელოდ არის დარღვეული 1 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში;

3. ძილი მსუბუქად არის დარღვეული 1-2 საათის განმავლობაში;

4. ძილი ზომიერად არის დარღვეული 2-3 საათის განმავლობაში;

5. ძილი მნიშვნელოვნად არის დარღვეული 3-5 საათის განმავლობაში;

6. ძილი სრულიად დარღვეულია 5-7 საათის განმავლობაში.



პარაგრაფი N8 – მანქანის მართვა

1. მანქანის მართვის დროს კისრის ტკივილი არ მაწუხებს;

2. მანქანის მართვა შემიძლია იმდენი ხანი, რამდენიც მსურს, მაგრამ ამ დროს ვგრძნობ სუსტი   ინტენსიობის კისრის ტკივილს;

3. მანქანის მართვა შემიძლია იმდენი ხანი, რამდენიც მსურს, მაგრამ ამ დროს ვგრძნობ ზომიერი ინტენსიობის კისრის ტკივილს;

4. მანქანას იმდენი ხანი ვერ ვატარებ, რამდენიც მსურს, რადგანაც მაწუხებს კისრის ზომიერი ტკივილი;

5. მანქანის მართვა ძალიან მიძნელდება კისრის ძლიერი ტკივილის გამო;

6. მანქანის მართვა საერთოდ არ შემიძლია კისრის ტკივილის გამო.



პარაგრაფი N9 – კითხვა

1. შემიძლია წავიკითხო იმდენი, რამდენიც მინდა. კითხვის დროს კისრის ტკივილი არა მაქვს;

2. შემიძლია წავიკითხო იმდენი, რამდენიც მინდა. კითხვის დროს მაწუხებს სუსტი    ინტენსიობის კისრის ტკივილი;

3. შემიძლია წავიკითხო იმდენი, რამდენიც მინდა. კითხვის დროს მაწუხებს ზომიერი   ინტენსიობის კისრის ტკივილი;

4. იმდენს ვერ ვკითხულობ, რამდენიც მინდა, რადგანაც მაწუხებს ზომიერი ინტენსიობის   კისრის ტკივილი;

5. იმდენს ვერ ვკითხულობ, რამდენიც მინდა, რადგანაც მაწუხებს ძლიერი ინტენსიობის კისრის ტკივილი;

6. საერთოდ ვერ ვკითხულობ.



პარაგრაფი N10 – გართობა

1. გართობის დროს კისრის ტკივილი არ მაწუხებს;

2. გართობის დროს გარკვეულწილად მაწუხებს კისრის ტკივილი;

3. მცირედი გართობის დროს გარკვეულწილად მაწუხებს კისრის ტკივილი;

4. გართობის დროს მეტწილად მაწუხებს კისრის ტკივილი;

5. გართობას ძნელად ვახერხებ კისრის ტკივილის გამო;

6. გართობას საერთოდ ვერ ვახერხებ კისრის ტკივილის გამო.










წყარო:

Vernon H. and Hagino C., 1987. Vernon H, Mior S. The Neck Disability Index: A study of reliability and validity. Journal of Manipulative and Physiological Therapeutics 1991; 14:409-415


  Copyright 2012