მცირე დოზა - ხანმოკლე დროით!
არასტეროიდების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
გიორგი გეგელაშვილი
არასტეროიდებს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების მაღალი რისკი გააჩნიათ. ურთიერთქმედების მიზეზები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაა.
კონკურენტული ურთიერთქმედება |
|
არასტეროიდები მაღალი ხარისხით იბოჭებიან პლაზმის პროტეინებით, შესაბამისად მათ შესწევთ უნარი ”დაიკავონ” პროტეინები და ”შეავიწროვონ ” ასეთივე აფინიტეტის მქონე ანტიდიაბეტური საშუალებები და ანტიკოაგულანტები. ”გამოძევებული” პრეპარატები ბრუნდებიან პლაზმაში ან ვერ უკავშირდებიან პროტეინებს და ჩვეულებრივზე მეტად აქვეითებენ გლუკოზის კონცენცენტრაციას და აქვეითებენ სისხლის შედედების უნარს.
სტეროიდებს ისევე მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ლორწოვანზე, როგორც არასტეროიდები. მათი ერთდროული გამოყენებისას იზრდება როგორც პირდაპირი (ანთების საწინააღმდეგო) ეფექტი, ასევე, მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების და გართულებების რისკიც.

|