ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილი

      გიორგი გეგელაშვილი

ზოგადი მიმოხილვა

ცენტრალური ტკივილის სინდრომები ვითარდება თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების ან ავადმყოფობების დროს. ასეთი პათოლოგიის სახეებია:

სისხლძარღვოვანი

ჰემორაგია

ინფარქტი

ტრავმული

დემიელინიზაციური

გაფანტული სკლეროზი

დეგენერაციული

პარკინსონის ავადმყოფობა

სიმსივნური.


თალამური ტკივილი  

თალამური ტკივილი ვითარდება თალამუსის და თავის ტვინის ექსტრათალამური უბნების დაზიანების შედეგად. ასეთი პროცესი ყველაზე ხშირად ინსულტის დროს გვხვდება. 


ტკივილი შეიძლება განვითარდეს დაზიანების კვალდაკვალ, მწვავე ფაზაში ან მოგვიანებით – ლატენტური პერიოდის გავლის შემდეგ. ტიპური თალამური ტკივილი სხეულის მთელ ნახევარს მოიცავს, თუმცა შეიძლება უფრო მცირე არეებითაც იყოს წარმოდგენილი. ტკივილის ხასიათი მეტად ვარიაბელურია. დამახასიათებელია ჰიპერალგეზია.


ტკივილის მართვა

ცენტრალური ტკივილის მართვა მეტად რთული და პროგნოზულად არაკეთილსაიმედოა. გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ფარმაკოლოგიური მკურნალობა

ფიზიოთერაპია

ფსიქოლოგიური მეთოდები

ქირურგიული მეთოდები.


ნეიროპათიული ტკივილის მედიკამენტური მკურნალობის გზამკვლევი  

ეფექტურობა A-დონე

ეფექტურობა  B-დონე

უფექტობა

არჩევა  I რიგის

არჩევა II რიგის

კანაბინოიდები(MS)

Lamotrigine (CPSP)

Carbamazepine

Gabapentin

კანაბინოიდები (MS)

Pregabalin (SCI)

TCA (SCI, CPSP)

Gabapentin

Pregabalin

Lamotrigine

 


Tramadol (SCI)*

Lamotrigine (SCI)

TCA

Oxycodone

 


Oxycodone

Levetiracetam

 


Tramadol (SCI)

 


 


Mexiletine

 


 


 


 


S-ketamine iont.

 


 


 


 


Valproate

 


 


 

შენიშვნები:

პრეპარატები დალაგებულია ლათინური ალფავიტის მიხედვით.

არჩევა I(II) რიგის = EFNS-ის რეკომენდაციით I(II) რიგის არჩევის პრეპარატები.

უფექტობა = ნაკლები ეფექტურობა ან კონფლიქტური, ურთიერთ გამომრიცხველი შედეგები - მტკიცების A/B დონე.

*- ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა ნანახია მხოლოდ II-III კლასის ერთი კვლევით და ზოგადად არარეკომენდებულია.

კანაბინოიდები = კანაბისის სინთეზური ანალოგები, ორომუკოზური მიღების გზა; საქართველოში რეგისტრირებული არ არის.

() = ფრჩხილებით მოცემულია ავადმყოფობის შემოკლება (იხ. ქვემოთ), რომელზედაც ვრცელდება კვლევის მტკიცების დონე და გამოყენების რეკომენდაცია. პრეპარატი ფრჩხილების გარეშე - იგულისხმება ცენტრალური ტკივილის ყველა ფორმა.


შემოკლებები:

CPSP = central post-stroke pain, ინსულტის შემდგომი ცენტრალური ტკივილი.

SCI = spinal cord injury, ზურგის ტვინის დაზიანება.

MS = multiple sclerosis, გაფანტული სკლეროზი.

iont. = iontophoresis, იონ(ტ)ოფორეზი.

TCA = tricyclic antidepressants, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: Amitriptyline, Nortriptyline, Desipramine, Imipramine; ამ შემთხვევაში არ იგულისხმება - Clomipramine.


ნეიროპათიული ტკივილის მედიკამენტური მკურნალობის გზამკვლევი.

ნევროლოგიური საზოგადოებების ევროპის ფედერაცია 2010

N. Attal, G. Cruccua, R. Barona, M. Haanpa, P. Hanssona, T. S. Jensena, T. Nurmikko

EFNS guidelines on the pharmacological treatment of neuropathic pain: 2010 revision

European Journal of Neurology 2010, 17: 1113–1123. [1]

 

ლიტერატურა  

[1]  http://www.guidelines.gov/content.aspx?id=24525

  Copyright 2012