|
სარტყლისებრი სირსველის შემდგომი ნეიროპათია გიორგი გეგელაშვილი
სარტყლისებრი სირსველი (ჰერპეს ზოსტერი, შემომსალტველი სირსველი) მეტად გავრცელებული ინფექციაა [Jung BF, 2004].[1] სარტყლისებრი სირსველი ყოველწლიურად 1.7 მილიონ ადამიანს აზიანებს ევროკავშირში [Johnson RW, 2007]. [2] ჰერპესის შემდგომი ნეიროპათიით PHN ავადობის სიხშირე სარტყლისებრი სირსველით დაავადებულ პაციენტებში 6.5%-დან 21.0%-მდე მერყეობს [Johnson RW, 2007]. ჰერპესის შემდგომი ნევრალგიის განვითარების რისკის ფაქტორებია: ხანდაზმულობა ტკივილი ვირუსით დაავადების მწვავე პერიოდში სირსველის მნიშვნელოვანი გამონაყარი პროდრომული ტკივილი თვალბუდის ლოკალიზაცია მდედრობითი სქესი. ჰერპესის შემდგომი ნეიროპათია შესაძლოა მკვეთრად იყოს გამოხატული და თან ახლდეს სხვა სიმპტომები: ქავილი წვა პულსაციის შეგრძნება ტაქტილური ალოდინია აღინიშნება 70%-ზე უფრო ხშირად [Johnson RW, 2007]. ჰერპესის შემდგომი ნეიროპათია ზეგავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების წესზე ემოციურ სტატუსზე შრომისუნარიანობაზე. მეორადად ვითარდება [Johnson RW, 2007; Schmader KE, 2002] [3] პათოლოგიური მდგომარეობები: ძილის დარღვევა ანორექსია ქრონიკული დაღლილობა შფოთვა და დეპრესია.
შენიშვნები: პრეპარატები დალაგებულია ლათინური ალფავიტის მიხედვით. არჩევა I(II) რიგის = EFNS-ის რეკომენდაციით I(II) რიგის არჩევის პრეპარატები. უფექტობა = ნაკლები ეფექტურობა ან კონფლიქტური, ურთიერთ გამომრიცხველი შედეგები - მტკიცების A/B დონე. *- ერთი ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა ნანახია მხოლოდ II- III კლასის ერთი კვლევით და ზოგადად არარეკომენდებულია. ** - ორი ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატი ჯერ-ჯერობით კვლევის ეტაპზეა და პრაქტიკაში ამ მიზნით არ გამოიყენება. Lidocaine სალბუნი და სხვა დახრილი შრიფტით აღნიშნული პრეპარატები საქართველოში რეგისტრირებული არ არის. შემოკლებები: TCA = tricyclic antidepressants, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: Amitriptyline, Nortriptyline, Desipramine, Imipramine; Clomipramine - ამ შემთხვევაში არ იგულისხმება. COX-2 = ციკლოოქსიგენაზა 2-ის (ცოგ-2) ანტაგონისტები, ”კოქსები”. ER = extended release, დაყოვნებული გამოთავისუფლების, ”რეტარდი”.
[1] Jung BF, et al. Risk factors for postherpetic neuralgia in patients with herpes zoster. Neurology 2004;62(9):1545–1551. [2] JJohnson RW, et al. Postherpetic neuralgia: epidemiology, pathophysiology and management. Expert Rev Neurotherapeutics 2007;7(11):1581–1595 [3] J Schmader KE. Epidemiology and impact on quality of life of postherpetic neuralgia and painful diabetic neuropathy. Clin J Pain 2002;18(6):350–354. |
|
|