|
ფიბრომიალგია – სადიაგნოზო კრიტერიუმები გიორგი გეგელაშვილი
ფიბრომიალგიას სპეციფიკური ნიშნები არ აქვს. ბევრ კლინიცისტს მიაჩნია, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი ავადმყოფობა. თუმცა კვლევებით დასტურდება მისი ნეიროფსიქოლოგიური საფუძველი და მას ცენტრალურ სენსიტიურობის სინდრომების ჯგუფს მიაკუთვნებენ. [1] ფიბრომიალგია ეჭვის მიტანა შეიძლება, როდესაც პაციენტი წარმოადგენს ტიპურ ტკივილის ისტორიას. დამახასიათებელია ავტონომიური დისფუნქცია და მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა. ფიბრომიალგია შერეულია სხვა რეგიონული ტკივილის, ასევე და გუნება-განწყობის და შფოთვის სინდრომებთან. ავადმყოფობის კვალიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, ვინ სვამს პირველ დიაგნოზს: მაგალითად რევმატოლოგთან მოხვედრილ ავადმყოფს უსვამენ ფიბრომიალგიის დიაგნოზს, ხოლო გასტრო-ენტეროლოგთან – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს.
18 სადიაგნოზო (9 წყვილი: 4 - წინა, 5-უკანა ზედაპირი) და 3 საკონტროლო წერტილი. ფიბრომიალგიის დროს 18 სადიაგნოზო წერტილიდან მტკივნეული უნდა იყოს, სულ მცირე, 11 წერტილი. საკონტროლო წერტილი 1 – შუბლი ოქციპიტური სადიაგნოზო წერტილი 2 და 3 – თავ-კისრის შესახსრება ტრაპეციული სადიაგნოზო წერტილი 4 და 5 – ტრაპეციული კუნთი სუპრასპინატული სადიაგნოზო წერტილი 6 და 7 – ბეჭის ზედა არე საჯდომი სადიაგნოზო წერტილი 8 და 9 – დუნდულები კისრის სადიაგნოზო წერტილი 10 და 11 – კისრის ქვედა არე მეორე ნეკნი სადიაგნოზო წერტილი 12 და 13 ეპიკონდილური სადიაგნოზო წერტილი 14 და 15 – ეპიკონდილური გვერდითი არე საკონტროლო წერტილი 16 - მარჯვენა წინამხრის დისტალური შუა მესამედი საკონტროლო წერტილი 17 – მარცხენა ცერის ფრჩხილი ტროქანტერული სადიაგნოზო წერტილი 18 და 19 – დიდი ტროქანტერი მუხლის სადიაგნოზო წერტილი 20 და 21 – მუხლის მედიალური ნაწილი.
პაციენტი აკმაყოფილებს ფიბრომიალგიის სადიაგნოზო კრიტერიუმებს, თუ 1. ტკივილის გავრცელების ინდექსი – WPI ≥7 და სიმპტომების სიმძაფრის სკალის ქულების ჯამური მაჩვენებელი – SS ≥ 5 ან WPI 3-დან 6-მდეა, ხოლო SS ≥ 9.
2. სიმპტომები ერთსა და იგივე დონეზეა, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში.
3. მდგომარეობა არ აიხსნება სხვა ავადმყოფობით.
1. ტკივილის გავრცელების ინდექსი - WPI (Widespread pain index): მიუთითეთ მტკივნეური ველების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში. ქულა შეიძლება იყოს 0-დან 19-ის ჩათვლით.
2. სიმპტომების სიმძაფრის სკალის ქულების ჯამური მაჩვენებელი - SS (symptom severity) - მაქსიმალური ქულა შეიძლება იყოს 12: დაღლილობა გამოუძინებლობა კოგნიტიური სიმპტომები. თითოეული სიმპტომი უნდა შეფასდეს ქულებით 0 = პრობლემა არ არის 1 = მსუბუქი ან ზომიერი პრობლემა როგორც წესი ზომიერი და ხანგამოშვებითია 2 = ზომიერი, ანარიშგასაწევი პრობლემა როგორც წესი ხშირია 3 = მძაფრი, გაჭიანურებული პრობლემა პრობლემის ყოველდღიურობა დაღს ასვამს პაციენტის აქტივობას.
სომატურ სიმპტომებში შეიძლება ჩაითვალოს: ზოგადი გამოვლინებები ადვილად დაღლა, დაქანცულობა საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე გალახულობის შეგრძნება ნერვიულობა (”ნევროზულობა”) სევდა, დეპრესია გაფანტულობა მიზეზდაუდგენელი ცხელება ტკივილი თავის ტკივილი გულმკერდის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი კუნთების ტკივილი მუცლის კუნთების ტკივილი კუნთების მტკივნეული სპაზმი – კრამპები საკვების მიღების და მონელების დარღვევა უმადობა, გემოვნების შეცვლა გულძმარვა გულისრევა, ღებინება პირის სიმშრალე, სტომატიტი ყაბზობა ან ფაღარათი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ცრუ ალერგიული გამოვლინებები ქავილი ჭინჭრის ციების მსგავსი გამოვლინებები გამონაყარი მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ სუნთქვის დარღვევა ზერელე სუნთქვა ხრიალით სუნთქვა (wheezing) შარდვის დარღვევა ხშირი შარდვა მტკივნეული შარდვა შარდის ბუშტის სპაზმები მხედველობის დარღვევევა მხედველობის გაბუნდოვნება რგოლები თვალებში თვალების სიმშრალე „ნევროლოგიური“ დარღვევები დაბუჟება, ჩხვლეტები თავბრუ უძილობა მეხსიერების დაქვეითება გულისწასვლა, გულყრა სხვა სიმპტომები სმენის დაქვეითება რეინოს ფენომენის მსგავსი მოვლენები თმების ცვენა. სომატური სიმპტომების არსებობისას ემატება 0 = სიმპტომები არ არის 1 = მცირე რაოდენობის სიმპტომები 2 = საშუალო რაოდენობის სიმპტომები 3 = დიდი რაოდენობის სიმპტომები.
ტკივილი გაგრძელდა 3 თვეზე მეტხანს ტკივილი გავრცელებულია სხეულის 4-დან, სულ მცირე, 3 კვადრანტში ტკივილი პალპაციის დროს 18-დან, სულ მცირე, 11 წერტილში აღინიშნება ლაბორატორიული მონაცემები ნორმალურია.
[1] Central Sensitivity Syndromes (CSS-s) [2] Wolfe F, Smythe HA, Yunus MB, et al. The American College of Rheumatology 1990 Criteria for the Classification of Fibromyalgia. Report of the Multicenter Criteria Committee. Arthritis Rheum. Feb 1990;33(2):160-72. |
|
|