წამლის ფორმები

      გიორგი გეგელაშვილი

პირის ღრუს მეშვეობით მისაღები პრეპარატები  
შიგნით მისაღები პრეპარატები  

პრეპარატები, რომლებიც გადაყლაპვის ან ზონდით მიწოდების შემდეგ იხსნება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში – ენტერული გზა. კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში პრეპარატების შეწოვა უმნიშვნელოა. პრეპარატების შიგნით მიღება წარმოადგენს ბუნებრივ გზას და მოხერხებულია პაციენტებისთვის.

მყარი ფორმები  

ტაბლეტი

Tablet

ქარხნული წესით დამზადებული სხვადასხვა ფორმის მყარი წამალი

მრგვალი, ოვალური, რომბული, სამკუთხა

სუნის და საგემოვნო დანამატებით შეიძლება შეინიღბოს აქტიური სუბსტანციების შესაბამისი არასასიამოვნო მახასიათებლები, ხოლო პიგმენტის დამატება უფრო მიმზიდველს ხდის პრეპარატს.

წვრილ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი

"ენტერო-სოლვენტური" ტაბლეტი, Enteric coated tablets (EC)

გაივლის კუჭის მჟავა "ბარიერს" (pH 1.5 - 3.5) და იხსნება მხოლოდ წვრილ ნაწლავში (pH 6.5 - 7.6), რადგან



დრაჟე

Dragee, sugar-coated tablets

მოჭიქურებული ტაბლეტი

ჭიქური ზრდის ტაბლეტის რეზისტენტობას და გამოყენების ვადას; ასევე, აპრიალებს ზედაპირს და აადვილებს გადაყლაპვის პროცესს.

კაფსულა

Capsule

კაფსულა მზადდება ცხოველური პროტეინის (ჟელატინი) ან მცენერეული პოლისაქარიდების (სახამებელი, ცელულოზა) გადამუშავებით

კაფსულის შიგთავსი შესაძლებელი იყოს მყარი ან თხევადი (იხ., რბილი კაფსულა)

მყარი ფორმებიდან კაფსულაში ათავსებენ: წამლის მშრალ ფხვნილს ან მინი ტაბლეტებს (მინიატურულ პელეტებს – miniature pellets).

გახანგრძლივებული ფორმები

ნელი გამოყოფის ტექნოლოგიით (Time release technology) დამზადებული მყარი ფორმის წამალი

დღეში ერთჯერ პრეპარატის მიღება ამცირებს სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მერყეობას და ზრდის პაციენტის რეკომენდაციათა შესრულების (დამყოლობის) ხარისხს

sustained-release (SR), sustained-action (SA), extended-release (ER, XR, XL), timed-release (TR), controlled-release (CR), modified release (MR), continuous-release (Contin)

მაგ.: კარბამაზეპინი, ვენლაფაქსინი, ვერაპამილი.

ოსმოსური კაფსულა

Osmotic controlled release capsule (OROS – Osmotic-controlled Release Oral delivery System)

ნაწლავებში ოსმოსური გრადიენტის ცვლილებაზე დამყარებული ნელი გამოყოფის ტექნოლოგიით დამზადებული კაფსულა

წამლის გამოყოფის მოწესრიგების და სასურველი/ სტაბილური კონცენტრაციის შენარჩუნების ('თერაპიული ფანჯრის" ფარგლებში) მიზნით შექმნილი ნოვაციური ფორმა

მაგ.: ნიფედიპინი, გლიპიზიდი, ვერაპამილი.

გრანულები

Granules

დამამზადებელი ფარმაცევტული კომპანია ინსტრუქციაში უთითებს მოხმარების წესს: "უმჯობესია გაიხსნას წყალში" (ხსნადი ტაბლეტი მსგავსად), ან" შესაძლებელია ენაზე მოთავსება და წყლით გადაყლაპვა"

იფუთება კოლოფში ან ერთჯერად პაკეტებში ("საშე" – ფრანგ., sachet – პატარა პარკი).

დასაღეჭი ტაბლეტი

Chewable tablet

ღეჭვის საშუალებით პრეპარატის პირის ღრუში დაქუცმაცება აადვილებს გადაყლაპვას

დასაღეჭი ფორმები ძირითადად გამოიყენება ბავშვთა ვიტამინების დასამზადებლად.

აბი

პილულა – Pill

ბურთულის ფორმის მყარი წამალი, რომელიც ერთი ან მეტი აქტიური სუბსტანციის ინერტულ შემავსებელთან შერევით კუსტარულად მზადდება აფთიაქში

ბოლო დროს ნაკლებად გამოიყენება

ლიტერატურაში და სამედიცინო ზეპირსიტყვიერებაში ზოგჯერ ტაბლეტის სინონიმად იხმარება.


თხევადი ფორმები  

ხსნარი

Oral Solution

მზადდება ქარხნული წესით

შესაძლებელია მომზადდეს გამოყენების წინ ფხვნილის ან სხვა მყარი ფორმის გახსნით წყალში.

წვეთები

Oral drops

წვეთები უნდა გაზავდეს რამოდენიმე ათეულ მილილიტრ წყალში

თხევადი პრეპარატი შეფუთულია მცირე მოცულობის ფლაკონში, რომელიც სპეციალურად კონსტრუირებული ხვრელებით საშუალებას იძლევა გაიზომოს გადმოდინებული სითხის (წვეთების) რაოდენობა.

რბილი კაფსულა

Softgel

ჟელატინის ერთიანი კაფსულა, რომელშიდაც მოთავსებულია გელის ფორმის პრეპარატი.

სუსპენზია

Oral Suspension

პრეპარატის ჰეტეროგენული ნაერთი. შეიცავს 1 მიკრომეტრზე უფრო დიდი ზომის მყარი ნივთიერების ნაწილაკებს და გამხსნელ სითხეს. ნალექის შესაძლო არსებობის გამო პრეპარატის მიღების წინ სასურველია სამკურნალო საშუალების შემცველი ფლაკონის შენჯღრევა.

ემულსია

Oral Emulsion, კოლოიდი

ორი ან მეტი თხევადი ნივთიერების შერევის შედეგად წარმოქმნილი ნაზავი, რომლებიც ჩვეულებრივ ერთმანეთს არ ერევიან (რძის მსგავსად)

გამოიყენება ადგილობრივად კანზე დატანის გზით. მიმდინარეობს მუშაობა ემულსიური პრეპარატების უსაფრთხო ინტრავენური ფორმების შესაქმნელად.

სიროპი

Syrup, sirup (არაბულიდან: შარაბი)

მზადდება შაქრისა (ან შაქრის შემცვლელის) და, სულ მცირე, ერთი ან მეტი აქტიური წყალში ხსნადი სუბსტანციის შერევის შედეგად.

ელექსირი

Elixir (არაბულიდან: ალ–იქსირი)

ალკოჰოლის და წყლის ბაზაზე დამზადებული ჰიდროალკოჰოლური, დატკბობილი სითხე

გამოიყენება ანტიასთმური, საძილე, ანალგეზიური საშუალებების (პარაცეტამოლი) მოსამზადებლად.

ლინქტუსი

Linctuse

ბლანტი, მწებვარე, სქელი დასალევი სითხე

სიროპის და გლიცერინის მაღალი შემცველობა დამაამებლად მოქმედებს ხახის და ხორხის ლორწოვანზე

გამოიყენება გაციების და ხველების დროს.

შუშხუნა ტაბლეტი

Effervescent tablets

შეიცავს მჟავა (ლიმონმჟავა ან ტარტარის მჟავა) და ტუტე (კარბონატი ან ბიკარბონატი) ინგრედიენტებს

ტაბლეტი არ არის დაფარული რაიმე დამცავი საშუალებით და ადვილად შედის კონტაქტში წყალთან

წყალთან შეხებისას მყისიერად გაეშვება რეაქცია და გამოიყოფა ნახშირორჟაგი, რომელიც აჩქარებს ტაბლეტის გახსნას და ხელს უწყობს დისპერსიული წყალხსნარის წარმოქმნას

ნახშირორჟაგით და მსუბუქი საგემოვნო დანამატებით შექმნილი გაზიანი სასმელი ადვილად გაივლის კუჭის "ტერიტორიას" და სწრაფად იწოვება ნაწლავებში

ნაყენი

Tincture

გამოიყენება მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოსაყოფად. მზადდება ალკოჰოლურ საფუძველზე.

წყალში ხსნადი გელი

Hydrogel, აქვაგელი (ლათინურიდან: გელუ – გაყინვა; გელატუს – გაყინული, უმოძრაო)

პრეპარატის სტაბილური, წყალში ხსნადი ნაერთი.


პირის ღრუს ლორწოვანზე მოქმედება: ლოყის ქვეშ, ტუჩქვეშ, ენისქვეშ  

Buccal /Sublabial /Sublingual

მყარი ფორმები  

პირის ღუს ლორწოვანზე ზემოქმედებით ზოგიერთი სამკურნალო საშუალება სწრაფად შეიწოვება და ნაწლავების გაუვლელად სისტემურ სისხლის ნაკადში ხვდება; წარმოადგენს საინექციო პრეპარატების ალტერნატივას. პირდაპირი „შუნტირება“ მედიკამენტს იცავს კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის ენზიმების ზემოქმედებისაგან.


სადნობი ტაბლეტი

Orally Disintegrating Tablet, Orodispersible Tablet (ODT)



სადნობი ფირფიტა

Film

გამოიყენება სხვადასხვა ავადმუოფობების სამკურნალოდ

ალერგია, ხველება, გაციება, ცხვირის გაჭედვა (მონო პრეპარატები ან პრეპარატების ნაირგვარი კომბინაცია)

ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, დიფენილჰიდრამინი +/– ტკივილგამაყუჩებელი +/– ანტიქოლინერგული +/– ანტიალერგიული +/– ხველების საწინააღმდეგო

ღებინება (ონდანსეტრონი)

კბილის ტკივილი ბავშვებში (ბენზოკაინი)

ოპიოიდებზე დამოკიდებულება (ბუპრენორფინი +/– ნალოქსონი)

უძილობა (მელატონინი).

სალოკი, საწუწნი

Lollipop (ქართული სლენგი – "მამალო")

სახელწოდება ისტორიულად უკავშირდება ჯირითში გამარჯვებული ცხენის Lolly Pop-ის სახელს

ძირითადი არასამედიცინო მიზნით გამოიყენება

სამედიცინო დანიშნულება – ფენტანილის ლოლიპოპი (დაჭრილი ჯარისკაცების ტკივილის თვითმკურნალობისთვის).

"ლოზენგი", "ლოზანჟი"

Lozenges (ფრანგ., Losange – რომბი)

შაქრის (ან შემცვლელის) და ფისის ერთობლიობა რამდენადმე აფერხებს პრეპარატის პირის ღრუში გადნობას და ხელს უწყობს პირის ღრუს და ხახის ლორწოვანზე პრეპარატის ზემოქმედების გახანგრძლივებას.

ინგრედიენტებია: ბენზოკაინი, ევკალიპტის ზეთი, ბაღის პიტნის ზეთი, თაფლი, გლიცერინი პექტინი ან დექსტრომეტორფანი. ჩვეულებრივ, გამოიყენება ხველების სამკურნალოდ.

"პასტილი"

Pastilles

გლიცეროლის და ჟელატინის ან აკაციის ექსტრაქტის და შაქრის ერთობლიობით შექმნილი დაყოვნებული მოქმედების პირის ღრუში გასადნობი პრეპარტი. "ლოზენგისგან" განსხვავებით უფრო რბილია და სწრაფად დნება.

საღეჭი რეზინი

Chewing gum


თხევადი ფორმები  

პირის ღრუში სავლები ხსნარი

Mouthwash

გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენისათვის და სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ

ყელში სავლები ხსნარი

Gargle

გამოიყენება ყელის, ხახის და ხორხის ინფექციების პრევენციის და მკურნალობის მიზნით

გამოყენების წინ აზავებენ თბილ წყალში

კბილის პასტა

Toothpaste

საცხი, მალამო, კრემი

Ointment

პირის ღრუში შესაფრქვევი პრეპარატი

ორალური სპრეი

Oral spray


პირის ღრუდან სუნთქვის სისტემაში მოსახვედრი ფორმები  
მყარი ფორმები  

მოსაწევი მოწყობილობა

Smoking device

მშრალი ფხვნილის ინჰალაცია

Dry Powder Inhaler (DPI)


თხევადი ფორმები  

დოზირებული საინჰალაციო ფორმები

pressurized Metered Dose Inhaler (pMDI)

ნებულაიზერი

Nebulizer (nebuliser); Jet nebulizer, Ultrasonic wave nebulizer, Vibrating Mesh nebulizer, Soft Mist Inhaler

მოწყობილობა უზრუნველყოფს ჟანგბადის ან ჰაერის წნევით შერევას თხევად სამკურნალო საშუალებასთან და მიკროდისპერსიული აეროზოლის წარმოქმნას და "საინჰალაციო ჩიბუხით" პაციენტისთვის მიწოდებას

გამოიყენება პრე

პარატის მისაწოდებლად ქვედა სასუნთქ გზებში (ბრონქული ასთმა, ფილტვებიოს ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა)

ვაპორაიზერი

Vaporizer

გაუტკივარების აპარატის დამატებითი მოწყობილობა – საორთქლებელი ("გამოსაორთქლი აპარატი") თხევადი საანესთეზიო საშუალების და ჟანგბადის შესარევად


აირის ფორმები  

ჟანგბადის ნიღაბი

Oxygen mask

ჯანგბადის კონცენტრატორი

Oxygen concentrator

გაუტკივარების მოწყობილობა

Anaesthetic machine

დანიშნულებასთან მისადაგებული (მაგ., სტომატოლოგიური პრაქტიკისთვის) გაუტკივარების მარტივი მოწყობილობა

Relative analgesia machine


თვალის, ყურის, ცხვირის გზით შესაყვანი ფორმები  

Ophthalmic / Otologic / Nasal

ცხვირის სპრეი

Nasal spray

ყურის წვეთები

Ear drops

თვალის წვეთები

Eye drops

მალამო, საცხი, კრემი, გელი

Ointment, Paste, Cream

წყალში ხსნადი (ჰიდროფილური) გელი

Hydrogel

ნანოსფერული სუსპენზია

Nanosphere suspension

მუკოადჰეზიური მიკროდისკი (მიკროსფერული ტაბლეტი)

Mucoadhesive microdisc (microsphere tablet)


შარდ-სასქესო გზით შესაყვანი ფორმები  

Urogenital

საცხი, მალამო

Ointment

საშოს სანთელი

Vaginal suppository

საშოს რგოლი

Vaginal ring

საშოს სავლები, საირიგაციო ხსნარი

Vaginal douche

საშვილოსნოს შიგნით მოსათავსებელი მოწყობილობა

Intrauterine device (IUD)

ექსტრაამნიონური ინფუზია

Extra-amniotic infusion

შარდის ბუშტის ინფუზია

Intravesical infusion


უკანა ტანიდან შესაყვანი ფორმები  

Rectal

მალამო

Ointment

სანთელი

Suppository

ოყნა

მცირე ზომის ერთჯერად ოყნაში მოთავსებული ფარმაკოლოგიური საშუალება

Enema

ხსნარი

Solution

წყალში ხსნადი გელი

Hydrogel

მარფის საწვეთური

პროქტოლიზისის (რექტოლიზისის) განსახორციელებელი საინფუზიო მოწყობილობა

Murphy drip [John Benjamin Murphy]

საკვები ოყნა

Nutrient enema


კანის გზით შესაყვანი ფორმები  

Dermal

მალამო

Ointment

ზეთის – 80% და წყლის – 20% ნაზავი

მალამოს დამზადების დროს გამოიყენება სხვადასხვა ბაზისი ანუ მატარებელი

ჰიდროკარბონული (მყარი ან თხევადი პარაფინი, მიკროკრისტალური ცვილი, ცერეზინი)

აბსორბციული (ლანოლინი, თაფლის სანთელი – ფუტკრის ცვილი)

წყალში ხსნადი (მაგ., მაკროგოლი 200, 300, 400)

ემულსიური (ემულსიური ცვილი, ცეტრიმიდი)

მცენარეული ზეთები (ზეითუნის, ქოქოსის, ქუნტუჯის, ნუშის, არაქისის)

დაიტანება კანზე ან პირის, თვალის ცხვირის, ანუსის ლორწოვაზე

ბალზამი

Liniment

წებოვნების მიხედვით ახლოს მდგომია ლოსიონთან და ბევრად ნაკლებად მწებავია მალამოსთან და კრემთან შედარებით

პასტა

Paste

წყალში ხსნადი გელი

Hydrogel

ლიპოსომები

Liposomes

multilamellar vesicle (MLV), the small unilamellar vesicle (SUV), the large unilamellar vesicle (LUV), and the cochleate vesicle

ხელოვნურად შექმნილი ორშრიანი ლიპიდების ბუშტუკები (ვეზიკულები) წარმოადგენენ მკვებავი ან ფარმაკოლოგიური საშუალებების გადამტანებს

ტრანსფეროსომური ვეზიკულები

Transfersome vesicles

კრემი

Cream

ზეთის ემულსიის და წყლის თანაბარი რაოდენობით ურთიერთ შერევის შედეგად წარმოქმნილი მასა

კანზე დატანის შემდეგ ადვილად გადალახავს ეპიდერმისის stratum corneum-ის შრეს

ლოსიონი

Lotion

ჩვეულებრივ ხსნარზე უფრო მეტად "თხელია", კანისთვის ბიოლოგიურად უფრო შეთავსებადია და დამარბილებლად მოქმედებს კანზე

ორი ან მეტი კომპონენტის და ცხიმში ხსნადი კომპონენტის(-ების) შემცველობისას გამოყენების წინ რეკომენდებულია შენჯღრევა

ტუჩების ბალზამი

Lip balm, lip salve, Lipstick (პომადა)

ცვილის მსგავსი მასა დაიტანება ტუჩების და პირის კუთხის ჰეილიტის, სირსველის, სტომატიტის სამკურნალოდ ან დასატენიანებლად

სამედიცინო შამპუნი

Medicated shampoo

კანის სალბუნი

ტექნოლოგია უზრუნველყოფს სალბუნიდან პრეპარატის სწრაფად გამოთავისუფლებას და კანზე და კანქვეშა სტრუქტურებზე ზემოქმედებას (არა აქვს სისტემური მოქმედება და არ ხვდება სისხლის ნაკადში)

ლოკალური ტკივილი (ლიდოკაინი)

ლოკალური ტკივილი და ქსოვილების ანთება (დიკლოფენაკი)

პერიფერიული ქრონიკული ნეიროპათიული ტკივილი (კაპსაიცინი 8%)

Dermal patch

კანგავლითი სალბუნი

ტექნოლოგია უზრუნველყოფს სალბუნის რეზერვუარებიდან პრეპარატის გახანგრძლივებულად გამოთავისუფლებას და კანის გავლით (ტრანსდერმულად) სისხლის ნაკადში მცირე ულუფებით მოხვედრას

პრეპარატის ნელი შეწოვის უპირატესობის და მოქმედების გახანგრძლივების მიზნით

მოძრაობის ავადმყოფობა (სკოპოლამინი)

თამბაქოს მოხმარების გადაჩვევა (ნიკოტინი)

ტკივილი (ფენტანილი, ბუპრენორფინი, კლონიდინი)

კორონარული ტკივილი (ნიტროგლიცერინი – ენისქვეშა ფორმის ალტერნატივა)

ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიული სინდრომი (მეთილფენიდატი)

ჩვეულებრივი (ენტერული) გზით მიღებისას შეფერხებული შეწოვის და ათვისების პრობლემის გამო

ჰორმონები (ესტროგენები, კონტრაცეპტივები, ტესტოსტერონი)

ვიტამინ B12–ის დეფიციტი (ციანკობალამინი)

დისფაგიის გამო

დემენცია (ქოლინერგული პრეპარატი – რივასტიგმინი)

პარკინსონის ავადმყოფობა (მაოს-ს სელექციური ინჰიბიტორი – სელეგილინი)

Transdermal patch

კანგავლითი სპრეი

Transdermal spray

ნაკადური ინექტორი (შემაფრქვეველი)

მაღალი წნევის უნემსო სამედიცინო ავტომატური შპრიცი

გამოიყენება ვაქცინების, იონსულინის და სხვა თხევადი ფორმის პრეპარატების შესაყვანად

Jet injector

კანქვეშ ჩასანერგი (საიმპლანტაციო) ტაბლეტი

ჰორმონები

Tablets for implantation (pellets)


ინექციური და ინფუზიური ფორმები  
კანში შესაყვანი ფორმები  

კანშიდა

Intradermal

კანქვეშა

Subcutaneous

კანქვეშ ჩასანერგი

ტრანსდერმული იმპლანტანტი

Transdermal implant


ორგანოებში შესაყვანი ფორმები  

ინტრაკავერნოზული ფორმები

Intracavernous

ინტრავიტრეული ფორმები

Intravitreal

სახსარში შესაყვანი ფორმები

Intra-articular or intrasynovial injection

სკლერაში შესაყვანი ფორმები

Transscleral


ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შესაყვანი ფორმები  

ინტრაცერებრულად შესაყვანი ფორმები

Intracerebral

ხერხემლის სვეტში შესაყვანი ფორმები

Intrathecal - IT

ეპიდურულად შესაყვანი ფორმები

Epidural


სისტემურ მიმოქცევაში შესაყვანი ფორმები  

კანში შესაყვანი ფორმები

Intradermal – ID

კანქვეში შესაყვანი ფორმები

Subcutaneous – SC

კუნთებში შესაყვანი ფორმები

Intramuscular

დელტისებრი deltoid muscle of the arm, the vastus lateralis muscle of the leg, and the ventrogluteal and dorsogluteal muscles of the buttocks.

ვენაში შესაყვანი ფორმები

Intravenous – IV

არტერიაში შესაყვანი ფორმები

Intraarterial

ძვალში შესაყვანი ფორმები

Intraosseous – IO

პერიტონეუმში შესაყვანი ფორმები

Intraperitoneal – IP

გულში შესაყვანი ფორმები

Intracardiac

ნანოუჯრედული საინექციო ფორმები

Nanocell injection

ნანოტექნოლოგიით შექმნილი საშუალებები შესაძლებელია ორი განსხვავებული მოქმედების და ფარმაკოკინეტიკის პრეპარატის განცალკევებული და თანამიმდევრული გამოთავისუფლება

ნანოუჯრედი ფორმირდება პირველი პრეპარატის შემცველი ნანოკორის ინკაფსულაციით მეორე პრეპარატის შემცველ ლიპიდურ ვეზიკულებში

მაგ., ანტინეოპლაზიური აგენტი – ნანოუჯრედის ვეზიკულებში, ხოლო ანტიანგიოგენური აგენტი – ნანოკორში

თავდაპირველად გამოთავისუფლდება ანტინეოპლაზიური აგენტი და პირველი აღწევს სიმსივნემდე, ვიდრე მეორე რიგში გამოთავისუფლებული ანტიანგიოგენური აგენტი არ "ჩაკეტავს" სიმსივნის სისხლმომარაგებას

მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა რთულად სამკურნალო ავადმყოფობების დროს:

ავთვისებიანი სიმსივნე, ასთმა, რევმატოიდული ართრიტი, ინფექციური ავადმყოფობები, ეპილეფსია.


პარენტერული ინექცია Parenteral Injection  

Intradermal (ID)

Intramuscular (IM)

Intraosseous (IO)

Intraperitoneal (IP)

Intravenous (IV)

Subcutaneous (SC)

Intrathecal (IT) Injection into the spinal column


ადგილობრივი Topical  

Cream, gel, liniment or balm, lotion, or ointment, etc.

Ear drops (otic)

Eye drops (ophthalmic)

Skin patch (transdermal)

Vaginal rings


სანთლები Suppository  

Rectal (e.g., enema)

Vaginal (e.g., douche, pessary, etc.)


დოზის საზომი

დაახლოებითი მოცულობა
(მლ)

დაახლოებითი წონა
(გ)

1 წვეთი

0,05

0,05

1 ჩაის კოვზი

5

5

1 სუფრის კოვზი

15

15

წყალხსნარის 20 წვეთი

1

1

სპირტხსნარის 60 წვეთი

1,25

1


საინჰალაციო - Inhalational  

Aerosol

Inhaler

Nebulizer

Smoking (often in natural herb (e.g., tobacco, marijuana) or freebase powder form (e.g., cocaine, methamphetamine))

Vaporizer (usually to vaporize natural herbs like marijuana)

Specialty tablet like buccal, sub-lingual, or orally-disintegrating

Thin film (e.g., Listerine Pocketpaks)

Liquid solution or suspension (e.g., drink or syrup)

Powder or liquid or solid crystals

Natural or herbal plant, seed, or food of sorts (e.g., marijuana such as that found in "special brownies")

Pastes

 

შენიშვნა  

* – ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატები შექმნის სტადიაშია.

 

  Copyright 2012