მცირე დოზა - ხანმოკლე დროით!
ტრადიციული არასტეროიდების და კოქსიბების ფარმაკოუსაფრთხოება
გიორგი გეგელაშვილი
EMEA-2005: სიფრთხილე თუ უკუჩვენება? |
|
ევროპის წამლის სააგენტომ 2005 წელს გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება არასტეროიდების რისკის ფაქტორების შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით გამხოლოებულია ტრადიციული არასტეროიდების (ასას) და კოქსიბების (ცოგ-2) უკუჩვენებები და სიფრთხილეები კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა სისტემების სხვადასხვა რისკის ფაქტორების არსებობის დროს.

ევროპის წამლის სააგენტოს გზავნილი პრაქტიკოს ექიმებს:
არასტეროიდების საჭიროების დროს შეძლებისდაგვარად შეარჩიეთ მცირე ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანმოკლე კურსი! |
წყარო: EMEA-Statements of 17th October 2005/ of 27th June 2005 for the use of NSAIDs / selective COX-2 inhibitors relating to cardiovascular and gastrointestinal safety.
|