|
პერიფერიული ტრანსმისია კახაბერ ჭელიძე ნოციცეპტიური იმპულსები, ტიპური რეგენერაციული მოქმედების პოტენციალის სახით, გადაეცემა ზურგის ტვინს Aδ და C-ბოჭკოების მეშვეობით. სურათზე: ნოციცეპტური აფერენტები
პირველად აფერენტებში გატარების სხვადასხვა სიჩქარის გამო წარმოიქმნება „ტკივილის გაორების ფენომენი“: მყისიერ ტკივილს (Aδ-ბოჭკოები) მოჰყვება მეორე „მწველი“ ან „მბურღავი“ ტკივილი (C- ბოჭკოები).
ნერვული ბოჭკოების დახასიათება და ფუნქციები
Aβ-ბოჭკოები მიელინიანი, სწრაფი გამტარობის (30-60 მ/წმ) ბოჭკოებია, რომლებიც პასუხს აგებენ შეხების, ზეწოლისა და კუნთოვანი მოძრაობის იმპულსების გატარებაზე. Aβ-ბოჭკოებიდან წამოსული იმპულსები იწვევენ ზურგის ტვინის დონეზე ინტერნეირონების აქტივაციას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ტკივილის იმპულსის გადაცემის შესუსტებას. Aβ ბოჭკოები განაპირობებენ დაზიანების ირგვლივ კანის მოქავების შედეგად ტკივილის შემსუბუქების ფენომენს.
Aδ-ბოჭკოები მიელინითაა ”შეფუთული” [1] და სწრაფი გატარების (2-40 მ/წმ) ბოჭკოებსწარმოადგენენ. ისინი პირველ, მწვავე ტკივილს ატარებენ და „მოცილების რეფლექსზე“ აგებენ პასუხს.
C-ბოჭკოები უმიელინო, ნელი გატარების (0.5-1.5 მ/წმ) ბოჭკოებს წარმოადგენენ და პასუხს აგებენ მეორეულ, „ყრუ“ ტკივილის გატარებაზე (ტრანსმისიაზე). C-ბოჭკოების ქვეჯგუფი მექანო-არასენსიტიური C-ბოჭკოები მხოლოდ ჰისტამინზე რეაგირებენ და წარმოადგენენ ქავილის სენსორებს; შეგრძნების მოდალობა შემოიფარგლება მხოლოდ კანის ზედაპირული შრეებითა და ლორწოვანის გარდამავალი მემბრანით.
|
|
|