კარიბჭის კონტროლის თეორია

      კახაბერ ჭელიძე


1965 წელს პატრიკ უოლისა (Wall) და რონალდ მელზაკისა (Melzack) მიერ მოწოდებული კარიბჭის კონტროლის თეორია ხსნის, თუ როგორ ხდება სპინალური ნეირონების დონეზე ინჰიბიტორული სისტემის ზემოქმედებით ნოციცეპტიური სიგნალის მოდულაცია.

კლასიკური კარიბჭის თეორიის თანახმად ნოციცეპტორები (Aδდა C ბოჭკოები) და მექანორეცეპტორები (Aβ ბოჭკოები) ასტიმულირებს ცენტრალურ მაპროეცირებელ ნეირონს.

გარკვეული ზღურბლის გადალახვის შემდეგ ეს სტიმული აღიქმება როგორც ტკივილი.

ამავდროულად, მექანორეცეპტორების მიერ ხდება ჟელატინისებრ სუბსტანციაში მდებარე ინჰიბიტორული ინტერნეირონების სტიმულაცია და ცენტრალურ მაპროეცირებელ ნეირონზე გადაცემის ინჰიბიცია.


დღეს ტერმინი „კარიბჭის კონტროლი“ გამოიყენება სპინალურ დონეზე ტკივილის ზღურბლის ინტენსიფიკაციისა და ინჰიბიციის პრინციპის აღსაწერად.

 

 

  Copyright 2012