რა არის ტკივილი?

"ტკივილი არის უსიამოვნო სენსორული ან ემოციური განცდა, რომელიც ქსოვილის აქტიურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება ან გადმოცემულია ასეთი დაზიანების შესაბამისი ტერმინებით"
ლიტერატურული წყარო: Pain Terms, A Current List with Definitions and Notes on Usage (pp 209-214) Classification of Chronic Pain, Second Edition, ISAP Task Force on Taxonomy, edited by H. Merskey and N. Bogduk, IASP Press, Seattle, © 1994.
ტკივილი – არასასიამოვნო ემოციაა.
ტკივილი – ორგანიზმის დამცველი სისტემის ნაწილია.
ტკივილი – მყისვე აღმოცენდება, როდესაც გარდაუვალი ან რეალური დაზიანება გამოჩნდება.
ტკივილი – ფიზიკური სრულყოფილების შემანარჩუნებელი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.
ტკივილი – შეიძლება არასაჭირო და შემაწუხებელი გახდეს მაშინ, როდესაც საერთოდ არ არსებობს არც დაზიანება და არც მისი მოახლოების საშიშროება.

"ტკივილი - ეს ბიოსოციალური ფენომენია, რომელშიდაც ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები დინამიურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, რათა წარმოშვან ტკივილის უნიკალური განცდა ინდივიდუმთა შორის."
ლიტერატურული წყარო: Edwards D et al. Pain Practice. 2006:6:242-53.

  Copyright 2012