გაჭიანურებული მიზეზდაუდგენელი (იდიოპათიური) სახის ტკივილი
გიორგი გეგელაშვილი
Persistent Idiopathic Facial Pain (ICHD-II_13.18.4)
განმარტება
გაჭიანურებული სახის ტკივილი, რომელსაც არა აქვს კრანიული ნევრალგიებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და არ მიეკუთვნება სხვა ავადმყოფობას.
ძველი სახელწოდება
"ატიპიური სახის ტკივილი". ტერმინი შემოიღეს ფრაზიერმა და რუსელმა [Frazier, Russell] 1924 წელს.
ავადობა
სულ მცირე, 1 ახალი შემთხვევა 100,000 სულ მოსახლეზე ყოველწლიურად.
გენდერი
სავარაუდოდ თანაბრად არის გავრცელებული ქალებში და მამაკაცებში, თუმცა ამ ავადმყოფობით სამკურნალო დაწესებულებებს უფრო ხშირად ქალები მიმართავენ.
ასაკი
უფრო ხშირად ავადდებიან მოზრდილები; ბავშვებში - იშვიათია.
კლინიკური ნიშნები
ტკივილის დახასიათება
გახანგრძლივებული, თითქმის მუდმივი, ზომიერი ან ნაკლებად ძლიერი, მწველი
მდებარეობა
სახის ცალმხრივი ტკივილი
დასაწყისში ტკივილი მცირე უბანს (მაგ., ცხვირ-ტუჩის ნაოჭს) მოიცავს
ზოგჯერ, განსაკუთრებით დაავადების გვიან სტადიაზე, ახასიათებს სახის დიდ უბანზე გავრცელების ტენდენცია
არ ახლავს ავტონომიური სიმპტომები
არ გააჩნია წამომწყები ფაქტორები.
დაავადების დებიუტი
ტკივილის აღმოცენება შეიძლება დაემთხვას სახის, კბილების ან ღძილების დაზიანებას, ან ამ არეებში წარმოებულ ოპერაციულ ჩარევას. მიუხედავად ამისა, შემდგომში ტკივილის ადგილობრივი საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ იგი მაინც გრძელდება.
კომენტარი
ტერმინი "ატიპიური ოდონტალგია" უპრიანია ვუწოდოთ კბილის ან კბილის ბუდის ტკივილს, რომელიც იწყება კბილის ამოღების შემდეგ და სტომატოლოგის აზრით არ უნდა იყოს ტკივილის მიმდინარეობის საფუძველი.
თავის ტკივილის საერთაშორისო საზოგადოება (ICHD-II, 2004)
13.18.4
|
გაჭიანურებული მიზეზდაუდგენელი (იდიოპათიური) სახის ტკივილი
|
A
| ტკივილი სახის არეში გრძელდება მთელი დღის ან თითქმის მთელი დღის განმავლობაში და აკმაყოფილებს B და C კრიტერიუმებს |
B
| დასაწყისში ტკივილი მოიცავს სახის ერთ-ერთ ნახევრის მცირე უბანს, ღრმა და ცუდად ლოკალიზებულია |
C
| ტკივილს არ ახლავს მგრძნობელობის დარღვევა ან სხვა ფიზიკური ნიშნები |
D
| დამატებითი გამოკვლევებით, მათ შორის სახის ძვლების და ქვედა ყბის რენტგენოგრაფიით, არ ვლინდება რაიმე დაზიანება |
რთულად სადიაგნოზო პათოლოგიაა. დიაგნოზის დასმის დროს აუცილებელია:
პაციენტის დეტალური გასინჯვა
ანამნეზის ზედმიწევნით შეკრება
ლაბორატორიული გამოკვლევა
სტომატოლოგის კონსულტაცია
რადიოლოგიური გამოსახვა (ინსტრუმენტული კვლევა)
ხშირია შფოთვის და დეპრესიის თანაარსებობა. დიაგნოზი ისმება მსგავსი ტკივილით წარმოდგენილი ავადმყოფობების გამორიცხვით.
ყველაზე მეტად რთულია ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილებისგან გარჩევა (თავის და სახის ტკივილით წარმოდგენილი პირველადი ქრონიკული ავადმყოფობები და სინდრომები), რომელთა გავრცელება საკმაოდ მაღალია და შეადგენს 4-5%-ს.
ხანგრძლივი ჰემიკრანია
hemicrania continua
ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის სინდრომი
temporomandibular joint (TMJ) syndrome
თავის ერთი და იგივე ნახევრის შაკიკი
როდესაც არასდროს არ იცვლება ტკივილის მხარე
"side-locked migraine"
ქრონიკული ჯგუფური თავის ტკივილი
chronic cluster headache
ხანმოკლე ცალმხრივი ნეიროალგიული თავის ტკივილი თვალის სიწითლით და ცრემლდენით
SUNCT syndrome
short-lasting, unilateral, neuralgiform headache attacks with conjunctival injection and tearing
სამწვერა ნერვის ნევრალგია
trigeminal neuralgia
და სხვ.
მეორადი მიზეზებიდან უნდა გამოირიცხოს:
სიმსივნე
მაგ., თავის ტვინის ღეროს გლიომა
ვასკულიტი
ინფექცია
ცენტრალური და პერიფერიული დემიელინიზაცია
გადაცემითი ტკივილის მომცემი პათოლოგიები
მაგ., სახის ტკივილის მიზეზი ყურის ან საფეთქლის მიდამოში შეიძლება იყოს იმავე მხარეს არსებული ფილტვის კარცინომის ვაგუსის ნერვში ინვაზიის შედეგად წარმოშობილი გადაცემითი ტიპის ტკივილი.
მკურნალობა ნაკლებად შედეგიანია, ვიდრე სახის ტკივილის სხვა ფორმების დროს. რეკომენდებულია მრავალპროფილური (”მულტიდისციპლინური”) მიდგომა.
მედიკამენტური მკურნალობისთვის იყენებენ შემდეგ პრეპარატებს:
ანტიკონვულსანტები
ანტიდეპრესანტები
სისტემური ტკივილგამაყუჩებლები
ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლები
ალტერნატიული საშუალებები
თუმცა, მტკიცებულებები არასაკმარისია.
ერთი გამოცდილების მიმოხილვა [Hartmut Göbel, Reinhard Sittl - 2011] |
|
ანტიდეპრესანტები
|
მაგ., ამიტრიპტილინი
|
|
ფიზიკური მეთოდები
|
TENS
|
აკუპუნქტურა
|
|
ფსიქოლოგიური პროცედურები
|
მაგ., რელაქსაციური ტექნიკა
|
|
ინვაზიური ინტერვენცია
|
კისრის ზედა კვანძის ბლოკადა
|
ვარსკვლავისებური კვანძის ბლოკადა
|
[1]
Kavuk I, Yavuz A, Cetindere U, Agelink MW, Diener HC. Epidemiology of chronic daily headache. Eur J Med Res. Jun 30 2003;8(6):236-40.
[2]
Headache Classification Subcommittee of the International Headache Society. The International Classification of Headache Disorders: 2nd edition. Cephalalgia. 2004;24 Suppl 1:9-160.
[3]
Madland G, Feinmann C. Chronic facial pain: a multidisciplinary problem. J Neurol Neurosurg Psychiatry. Dec 2001;71(6):716-9.
[4]
Volcy M, Rapoport AM, Tepper SJ, Sheftell FD, Bigal ME. Persistent idiopathic facial pain responsive to topiramate. Cephalalgia. Apr 2006;26(4):489-91.
[5]
Kaup AO, Mathew NT, Levyman C, Kailasam J, Meadors LA, Villarreal SS. 'Side locked' migraine and trigeminal autonomic cephalgias: evidence for clinical overlap. Cephalalgia. Feb 2003;23(1):43-9.
[6]
Pascual J, Colas R, Castillo J. Epidemiology of chronic daily headache. Curr Pain Headache Rep. Dec 2001;5(6):529-36.
[7]
Ogutcen-Toller M, Uzun E, Incesu L. Clinical and magnetic resonance imaging evaluation of facial pain.Oral Surg Oral Med Oral Pathol Oral Radiol Endod. May 2004;97(5):652-8.
|